ღვთაებრივი სურნელი მამაკაცებისთვის / L’Envol De Cartier

 ოცდაერთი წლის პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ისი პარი“-მ ქართულ პრესას შემოდგომის პირველივე თვეს Cartier-ს ახალი პროდუქტი, მამაკაცის სუნამო L’envol de Cartier წარუდგინა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე წლის ზაფხულში გამოჩნდა. ბრენდი არის ერთ-ერთი, იმ სურნელოვანი სამყაროს ხუთეულთაგან, რომელსაც საკუთარი პარფიუმერი ჰყავს. არომატების ჯადოქარმა მატილდა ლორანმა რიგით მეშვიდე სუნამო  შექმნა ბრენდისთვის.

                                                                      SHAPE YOUR DESTINY AND TAKE OFF

louiseracine-d067
    Lenvol de Cartier არის სახელწოდება და სურნელი, რომელიც მრავალი მამაკაცის ცხოვრების თანმდევი გახდება. თაფლუჭისა(თაფლის ალკოჰოლიანი სასმელი) და ამბროზიას შთაგონებით შექმნილი სუნამო ძლიერად და მწიფედაა გაჯერებული  ტკბილი ფისით და ჰაეროვანი მუშკის არომატით.

ახალი არომატი მამაკაცს ახალ ჰორიზონტამდე მიაღწევინებს,რომელიც ბრენდის  დიდ ისტორიას უკავშირდება. ამ ნაბიჯით Cartier-მ ახალი ისტორიის დაბადებას დაუდო საფუძველი. სუნამოს ფლაკონი და მისტიური სითხე, ღვთაებრივი სასმისისა და ენერგიის ერთობლიობაა. არომატი, რომელიც მომავალთან, ახალ საწყისებთანაა დაკავშირებული, კრეატიულ ფლაკონშია მოთავსებული, რომლის დიზაინზე უამრავი მხატვარი თუ არქიტექტორი მუშაობდა. ფლაკონის მრავალჯერადი კონცეფცია მკვეთრად უსვამს ხაზს სუნამოს მარადიულობას.
14580402_1352077264811729_676989114_n
თავდაჯერებულობა, მიზანდასახულობა, სწრაფვა სიახლეებისაკენ და ყოველივე ახლის აღმოჩენის სურვილი, ხომ მარადიული თანამდევია ძლიერი მამაკაცისა, რომელიც სუნამოს დაგემოვნებისათანავე უმალვე იგრძნობს იმ არომატს, რომელიც მას, მის ცხოვრებისეულ სტილსა და კრედოს შეესაბამება.

Lenvol de Cartier – გზა ახალი თავგადასავლებისაკენ და ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s