ისი პარის საახალწლო გათამაშება იწყება! 


  ოცი წლის პარფიუმერული ქსელი ისი პარი ტრადიციულად აგრძელებს საახალწლო გათამაშებას! შეიძინეთ 1 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით ნებისმიერი პროდუქტი და მიიღეთ საჩუქრები, გათამაშების ბილეთი და ფასდაკლება ყველანაირ პროდუქტზე. რაც მთავარია, 25 იანვარს შედგება გათამაშება, სადაც შეგიძლიათ მოიგოთ 5000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი , 1000 ლარიანი ხელფასი 1 წლის განმავლობაში, მოგზაურობა დუბაიში და რაც მთავარია, ავტომობილი Jeep Compass!


Advertisements

ჟურნალი “ბომონდი” 20 წლისაა!

923245_259666190846044_2003445872_n
ჟურნალი ბომონდი უკვე 20 წლის, პრიალა, გლამურული, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის და მუდმივად განვითარებადი ჟურნალია. ის მოიცავს სიახლეებს ქართული და უცხოური მოდის, კულტურის, ხელოვნებისა და სხვადადხვა ცნობილი ადამიანის შესახებ. განახლებული ჟურნალის მეასე ნომერი საიუბილეო თვეს შემთხვევით დაემთხვა, რამაც უფრო დიდი სიმბოლურობა შესძინა იუბილეს.

15027484_10153784967202132_3606471731698361243_n-1
საიუბილეო ბომონდის გარეკანზე მოდელი კრისტი ყიფშიძეა. ის ასევე მონაწილეობდა ჟურნალის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ კონცეპტუალური ბრენდის “AG”ჩვენებაზე, სასტუმრო თბილისი მერიოტში. ჩვენებაზე მონაწილეობას იღებდნენ ძველი თაობის წამყვანი მოდელები: თაკო ჩხეიძე, სალომე ღვინიაშილი, თამუნა გაბრიელაშვილი, თიკა ფაცაცია და მრავალი სხვა. წარმოდგენილი იყო დიზაინერ დათუნა სულიკაშვილისა და დედა სიდონიას კოლაბორაცია. კლასიკური სამოსი ძველი ქართული ნაქარგებითა და ორნამენტებით იყო გაფორმებული,რომელიც ახალ, ამოუცნობ შეგრძნებას იწვევდა იქ დამსწრე საზოგადოებაში.

15134607_10207578726815612_1005149079409035197_n
იუბილესთვის შეცვლილი სასტუმროს ინტერიერი, სანახაობა, კოქტეილი, მუსიკა-ეს იმ შტრიხების არასრული ჩამონათვალია, რომელმაც გასაოცარი და დასამახსოვრებელი გახადა საღამო.

13600215_10205543379458944_4291416495060837921_n

ვულოცავ ჟურნალი ბომონდის მთავარ რედაქტორ თეა აგლაძეს ჟურნალის იუბილეს და ვუსურვებ საუკეთესო ხარისხით, საუკეთესო ჯგუფით , საუკეთესოდვე დარჩენას!

Palazzo VERSACE – ახალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო 


Palazzo Versace– ნეოკლასიკური შედევრი მსუბუქი არაბული არქიტექტურით! 


რამდენიმე დღის წინ ბრენდ Versace-ს კრეატიულმა დირექტორმა დონატელა ვერსაჩემ, დუბაიში ახალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა Palazzo Versace. “სასტუმრო ვერსაჩეს ცხოვრების სტილის ნამდვილი სიმბოლოა”-განაცხადა დონატელამ. 215 სასტუმრო ნომრისგან და 169 რეზიდენციისგან შემდგარ სასტუმროში ყველაფერი House of Versace-სია, ავეჯიდან დაწყებული ჭურჭლით დამთავრებული. 

ღია და დახურული აუზები, შიდა ბაღები, რესტორნები, ბარები,მოზაიკის ჭერი, იატაკი და რათქმაუნდა ყველან ბრენდის ლოგო ამ ყველაფრის ერთობლიობა ბერძნულ-რომაულ სტილს ქმნის სასტუმროში, რაც ვერსაჩეს დიდებისა და ფუფუნების სიმბოლოა. 


სასტუმროს გახსნაზე იმყოფებოდნენ  Donatella Versace, Princess Deena Aljuhani Abdulaziz,Alessandra Ambrosio, Helena Christensen, Natasha Poly და სხვ. 

Red Carpet of AMERICAN MUSIC AWARDS 2016 / Review

Gigi Hadid

Dress: Roberto Cavalli


Chrissy Teigen

EFFY Jewelry and Monique Lhuillier Lily box clutch


Selena Gomez

Dress Prada and Crtier earrings


Ciara

Giuseppe Zanotti shoes


Heidi Klum

Wolk Morais jumpsuit


Karlie Kloss

Dress and shoes Atelier Versace


Idina Menzel

Thai Nguyen Atelier dress


Tinashe

Michael Costello dress, Alexander Wang shoes and Swarovski jewelry


Lady Gaga

Brandon Maxwell suit with no bra


Jenny McCarthy


Olivia Munn

Reem Acra dress and Borgioni jewelry


Ariana Grande 

Alexander McQueen pants and Irit Design earrings and ring


Skylar Grey


Milla Jovovich

Elie Saab dress


Nina Dobrev

Zuhair Murad dress


Fifth Harmony


Rebecca Romijn 

Rita Vinieris dress


Hannah Davis

Zuhair Murad dress


Hailee Steinfeld 

Elie Saab dress


Halsey


Rachel Platten

Pamella Roland dress


Julianne Hough

Zuhair Murad Dress


Jeannie Mai

Francesca Miranda dress

“IT’S TIME FOR GOOD GIRL”-Carolina Herrera

img_1565

“WELL-BEHAVED GIRLS RARELY MAKE HISTORY”- Good Girl by CH

მარია კაროლინა ჟოზეფინა პაკანინსი, ყველასთვის ცნობილი, როგორც კაროლინა ერერა, საზოგადოებას ახალ სუნამოს Good Girl სთავაზობს, რომლის დაგემოვნებაც უკვე საქართველოში, ICI PARIS-ს მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი. Good Girl – ორ აკორდიანი სურნელი, ტონკა ბინის, კაკაოს, მოხალული ყავის, ტუბეროზასა და ჟასმინის ერთობლიობაა.

img_1563

 გამა გვაძლევს საშიშად მიმზიდველ არომატს. იგი მოთავსებულია ფლაკონში , რომელიც გამოხატავს ქალური შარმისა და სექსუალურობის ნიშანს.

“მიეცი გოგონას შესაფერისი ფეხსაცმელი და ის დაიპყრობს მსოფლიოს”

 ფლაკონი, ძლიერი ქალის ერთ-ერთ სიმბოლოს, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს წარმოადგნს. Carolina Herrera-მ ფლაკონის დიზაინით განაცხადა და დაამტკიცა, რომ არასოდეს უნდა ვუარყოთ ქუსლის, შესაბამისად, სიმაღლის სიძლიერე და უპირატესობა! 

img_1564

დამოუკიდებლობა, სექსუალურობა, თანამედროვეობა, კონტრასტი, კრეატიულობა, სიძლიერე – სუნამოს მახასიათებლების არასრული ჩამონათვალია. თეთრი და შავი აკორდების ერთობლიობა პარფიუმს განუმეორებელსა და დასამახსოვრებელს ხდის, როგორიც სუნამოს სახე ამერიკელი მოდელი კარლი კლოსია.

img_1560

This slideshow requires JavaScript.

ELOSHI SS 2017 , review

ქართველი დიზაინერი ლელა ელოშვილი საკუთარ ბრენდს ELOSHI წარმოგვიდგენს 2012 წლიდან, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ELOSHI არის ელეგანტურობის, სიძლიერის, დამოუკიდებელი და დამაჯერებელი ქალის განმარტება,რომელიც აფასებს მოდას და შეუძლია  გამოხატოს საკუთარი თავის პატივისცემა. დიზაინერი ამხელს, რომ მისი მისიაა მომხმარებლებს მიაწოდოს ელეგანტური, თვალის მომჭრელი სამოსი, რომლის ორიენტირიც სიძლიერესთან ერათად ხარისხიცაა.

img_1405

ELOSHI-მ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარმოადგინა 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელმაც ბაერების, კრიტიკოსებისა და პრესის დიდი ყურადღება დაიმსახურა. კოლექცია ერთ-ერთი ფავორიტია ჩემთვისაც. დიზაინერს გაერთიანებული ჰქონდა ტენდენციური და ვიქტორიანული ეპოქის ხასიათი, რომლითაც უფრო მკვეთრი გახდა ბრენდის კრედო – ქალის სიძლიერე და დამოუკიდებლობა. გაზაფხული- ზაფხულის კოლექცია მოუწოდებს ქალებს, რომელთაც უყვართ საკუთარი სტილი, უფრო მეტი სინაზისა და კეკლუცობისკენ.

img_1414

მასალების ასიმეტრიულობა გაერათიანებული პასტელურ ფერებთან, გეომეტრიული ფიგურების ფორმა შეჯვარებული სალეჩაქესთან (ტიული), ნატურალურ აბრეშუმთან და ტყავთან. სწირედ ეს სინთეზი ხდის ELOSHI-ს უნიკალურს და დასამახსვრებელს.

27 ლუქისაგან შემდგარი კოლექციის მთავარი ხაზი ასევე შეიცავს ნატურალური ტყავის ფეხსაცმელსა და მეტაკრილატის აქსესუარებს.