ELOSHI SS 2017 , review

ქართველი დიზაინერი ლელა ელოშვილი საკუთარ ბრენდს ELOSHI წარმოგვიდგენს 2012 წლიდან, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ELOSHI არის ელეგანტურობის, სიძლიერის, დამოუკიდებელი და დამაჯერებელი ქალის განმარტება,რომელიც აფასებს მოდას და შეუძლია  გამოხატოს საკუთარი თავის პატივისცემა. დიზაინერი ამხელს, რომ მისი მისიაა მომხმარებლებს მიაწოდოს ელეგანტური, თვალის მომჭრელი სამოსი, რომლის ორიენტირიც სიძლიერესთან ერათად ხარისხიცაა.

img_1405

ELOSHI-მ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარმოადგინა 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელმაც ბაერების, კრიტიკოსებისა და პრესის დიდი ყურადღება დაიმსახურა. კოლექცია ერთ-ერთი ფავორიტია ჩემთვისაც. დიზაინერს გაერთიანებული ჰქონდა ტენდენციური და ვიქტორიანული ეპოქის ხასიათი, რომლითაც უფრო მკვეთრი გახდა ბრენდის კრედო – ქალის სიძლიერე და დამოუკიდებლობა. გაზაფხული- ზაფხულის კოლექცია მოუწოდებს ქალებს, რომელთაც უყვართ საკუთარი სტილი, უფრო მეტი სინაზისა და კეკლუცობისკენ.

img_1414

მასალების ასიმეტრიულობა გაერათიანებული პასტელურ ფერებთან, გეომეტრიული ფიგურების ფორმა შეჯვარებული სალეჩაქესთან (ტიული), ნატურალურ აბრეშუმთან და ტყავთან. სწირედ ეს სინთეზი ხდის ELOSHI-ს უნიკალურს და დასამახსვრებელს.

27 ლუქისაგან შემდგარი კოლექციის მთავარი ხაზი ასევე შეიცავს ნატურალური ტყავის ფეხსაცმელსა და მეტაკრილატის აქსესუარებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s