Demna Gvasalia’s success at British Fashion Awards 2016

გასულ ღამეს ლონდონში რიგით ოცდამეექვსე British Fashion Awards გაიმართა. დაჯილდოება ავლენს ბრიტანეთისა და მსოფლიოს წლის საუკეთესო დიზაინერებს, მოდის სახლებს, მოდელებს და ა.შ.. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წარმოშობით ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ, მიიღო ჯილდო ბრენდისთვის Balenciaga ნომინაციაში International Ready-To-Wear Designer. დემნას ამ კატეგორიაში მეტოქეობას უწევდნენ ისეთი ბრენდების კრეატიული დირექტორები, როგორიცაა  “Versace”, “Givenchy”, ” GUCCI”  და “Loewe”. მაგრამ ეს ყველაფერი არაა.. დემნა გვასალიამ პირადი ბრენდით VETEMENTS გაიმარჯვა International Urban Luxury Brand, სადაც კონკურენცია გაუწია adidas, Gosha Rubchinskiy და სხვა. ასევე დაჯილდოებაზე ნომინირებული იყო დემნას ძმა, გურამ გვასალია Internaational Business Leader ბრენდისთვის VETEMENTS. მათი ეს წარმატება დიდი პერსპექტივაა ქართული მოდისთვის.

ცერემონიაზე წლის მოდელად ამერიკელი წარმოშობის ჯიჯი ჰადიდი დასახელდა. საუკეთესო ბრიტანულ ბრენდად კი “Alexander McQueen”. ასევე, დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისთვის, სპეციალური ჯილდო გადაეცა ლეგენდარულ რალფ ლორენს, რომელსაც ჯილდო დეივიდ ბეკჰემმა გადასცა.

Winner: Vetements
Presented by: Marilyn Manson

810

Winner: Gigi Hadid
Presented by: Donatella Versace

810-1

Winner: Craig Green
Presented by: Lady Gaga

810-3

Advertisements

THE BEST LOOKS FROM THE BRITISH FASHION AWARDS 2016

gallery-1480971283-gettyimages-627834564

gallery-1480971334-gettyimages-627830070