ახალი სუნამო მამაკაცებისთვის – Dylan Blue|VERSACE

canzone-versace-profumo-dylan-blue-pubblicita

ისი პარის მაღაზიათა ქსელმა ქართულ პრესას ახალი მამაკაცის სუნამო Dylan Blue წარუდგინა, რომლის შეძენაც ქსელის ნებისმიერ მაღაზიაშია შესაძლებელი. მოდის სახლის VERSACE-ს ახალმა პროდუქტმა Dylan Blue დიდი ყურადღება დაიმსახურა მსოფლიოში, მათ შორის პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც. Versace-ს კრეატიულმა დირექტორმა დონატელა ვერსაჩემ სუნამოს პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ:

img_7029

“Dylan Blue არსია დღევანდელი “Versace men”-ის. სუნამო გაჯერებულია განსაკუთრებულობითა და ინდივიდუალურობით.”

სუნამოს აკვატიკური და ციტრუსოვანი ნოტები გასაოცარ არომატს აძლევს. ამბროქსი, პაპირუსი, ფაჩული, შავი წიწაკა, იის ფურცლები, ფორთოხალის, გრეიფრუტის, პიტნისა და ლეღვის ფოთლები – ეს Dylan Blue-ს მომაჯადოვებელი ელემენტებია, რომელიც მოთავსებულია მართკუთხედ წახნაგოვან ფლაკონში. ფლაკონი ლურჯი ფერისაა, რომელიც მამაკაცის სიძლიერის სიმოლოა. მის ცენტრში გამოსახულია ოქროსფრად ბრენდის ლოგო-მედუზას თავი.

90_r721010-r100mls_rnul_23_dylanblue100ml-fragrances-versace-online-store_0_1

Dylan Blue Versace-ს რიგით 56-ე სუნამოა. პირველი სუნამო 1981 წელს გამოჩნდა, როცა ჯანი ვერსაჩეს ბრენდი სამი წლის დაარსებული ჰქონდა. Versace 38 წლიან ისტორიას ითვლის და ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და წარმატებულ ბრენდად. ეს ხარისხი Versace-მ თავიდანვე, ჯანი ვერსაჩეს ტრაგიკულად გარდაცვალებამდე, მოიპოვა.

სუნამოს სარეკლამო რგოლი ჯანი ვერსაჩეს მეგობარს, ფოტოგრაფ და რეჟისორ ბრიუს ვებერს ეკუთვნის. რეკლამაში წლის მოდელად დასახელებული ჯიჯი ჰადიდი მონაწილეობს, იტალიელ საბრძოლო ხელოვნების მებრძოლებთან ერთად.

1c6492fae159fbd14e5c340a42affe0f

“მე არასოდეს ვეცემი. მე ყოველთვის ვიბრძვი!” – ჯანი ვერსაჩე.

Versace men-ი არასოდეს მარცხდება და ყოველთვის იბრძვის. სწორედ ესაა Dylan Blue-ს სურნელის, ფლაკონისა და სარეკლამო რგოლის ინსპირაცია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s