არქიტექტურა მოდაში / Zaha Hadid for Fashion

img_3102

2016 წელს წარმოშობით ერაყელი, მრავალგზის ლაურიატი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი გარდაიცვალა. ზაჰას არქიტექტურის დედოფლად აღიარებენ. მისი მონუმენტური ნაგებობები მსოფლიოს 45 ქალაქშია გაფანტული. მინდა, ყველასათვის ცნობილი არქიტექტორი მოდის დიზაინის კუთხით წარმოგიდგინოთ. ალბათ არც თუ ისე ბევრმა იცის, რომ მრუდე ხაზების დედოფალს, ზაჰა ჰადიდს ჰქონია კოლაბორაცია ისეთ ბრენდებთან როგორიცაა: Fendi, Bvlgari, Georg Jensen, Swarovski, Mellisa და ა.შ..

ზაჰამ 2008 წელს ბრენდისთვის Swarovski შექმნა ლაჟვარსისფერი ყელსაბამი, რომელიც გაყინულ ვერცხლისწყლს ჰგავს . მრუდე ხაზებისგან შექმნილი უფორმო  ყელსაბამი ლავიწის ძვლებზე ეყრდნობა ადამიანს და კოსმიურ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველში.

img_3087

2010 წელს ბრენდმა George Jensen ზაჰას შესთავაზა სამკაულების ხაზის გაკეთება, რაზეც არქიტექტორი დასთანხმდა და წარმოადგინა რვა სამაჯურისგან შემდგარი კაპსულა კოლექცია. ნათელი და მრუდე ხაზებისგან შექმნილი სამაჯურები დიდი ყურადღებითა და პოპულარობით სარგებლობდა მსოფლიოში.

img_3083

რაც შეეხება სამკაულებს არ შეიძლება არ აღვნიშნოთ Bvlgari-ს ცნობილი B.zero1 ბეჭდები, რომლებიც რომის კოლოსეუმის ინსპირაციით შეიქმნა. ზაჰამ ბეჭდის სწორი გრავიურები რა თქმა უნდა მრუდედ წარმოადგინა.

img_3091

Melissa, Lacoste და Adidas-ი – ეს ის ბრენდებია რომლისთვისაც არქიტექტორმა ფეხსაცმელების დიზაინი შექმნა. განსაკუთრებული ალბათ მეტალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია,რომელიც არქიტექტორის შენობის თითქმის იდენტურია. ასევე Adidas-ის სპორრული ფეხსაცმელი, რომელიც ზაჰამ და მომღერალმა ფარელ უილიამსმა წარმოადგინეს ბრენდის სახელით.

img_3120

არქიტექტორს ბრენდისთვის Fendi აქვს შექმნილი ნატურალური ტყავის ჩანთის დიზაინი. ასევე Louis Vuitton-ისთვის დაპრესილი რეზინის ჩანთა ბრენდისვე ლოგოთი.

ხელოვნების ამ ორი სფეროს, მოდისა და არქიტექტურის ერთიანობა იძლევა ახალ, განსხვავებულ პროდუქტს, რომელიც საკმაოდ ტენდენციური ხდება მსოფლიოში.

Advertisements

2 thoughts on “არქიტექტურა მოდაში / Zaha Hadid for Fashion

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s