SEE 15 BEST RED CARPET LOOKS AT THE 2017 OSCARS

gallery-1488157697-hbz-oscars-naomie-harris

Advertisements

იზია – სისლეის არისტოკრატული ამბიცია

1995 წლიდან დღემდე პარფიუმერული კომპანია  „ისი პარი“ გვამდიდრებს და გვანებრივებს სხვადასხვა უახლესი სურნელით. რამდენიმე დღის წინ, „ისი პარი“-მ, ქართული პრესის წარმომადგენლებისთვის ორგანიზებულ მორიგ შეხვედრაზე, Sisley-სთვის ჩვეული არისტოკრატული დინასტიის ამბიციით შექმნილი, სრულიად ფანტასტიური და ამაღელვებელი ახალი სუნამო Izia წარმოგვიდგინა.

akpa20170119_sisley_pp_14786ყველაფერი კი დაიწყო მდინარე ლუარას ხეობაში, საგვარეულო სასახლის  ბაღში სეირნობისას. ახალი არომატის შესაქმნელად, იზაბელ დ`ორნანოს შთაგონებად იქცა უნიკალური ვარდები, რომლებიც მხოლოდ მაისის ბოლოს, ორი კვირის განმავლობაში ყვავილობენ და  ქარისაგან დაცულები მაღალი ხეების ჩრდილქვეშ, სრულ ჭკნობამდე არ კარგავენ თავდაპირველ თავბრუდამხვევ სურნელს.

პარფიუმერმა ამანდინ კლერკ-მარიმ, რომელსაც მიმართა იზაბელ  დ`ორნანომ, არითმეტიკული სიზუსტით გადმოგვცა ახლადმოკრეფილი ვარდების არომატი, რაც სუნამო იზიას ნაზი და ამავდროულად თამამი სურნელის ძირითადი ნოტია, მაგრამ არა ერთადერთი; თეთრი კალაბრიული ბერგამოტისა და ფრეზიას სისუფთავე და გამჭირვალობა ხაზგასმულია ალდეჰიდით, ვარდისფერ წიწაკას ენაცვლება ლიმონი და მოტკბო მსხალი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მთლიანად შევიგრძნოთ ვარდის შუაგულის სურნელი. ძირითად გამას განასხვავებს და ერთგვარ კონტრასტს ქმნის ჟასმინი, პიონი და ლილია, რომელიც თითქოს გვიზიდავს ბაღში მოგზაურობის გასაგრძელებლად. ანგელოზა კომბინირებული კედრთან და მუშკთან, ქმნის იდეალურ ბაზას ამბრას მგრძნობიარე ნოტებისთვის. ამ ნოტების ერთობლიობით, სუნამო არა მხოლოდ ვინტაჟურია, რაც ძირითადად ახასიათებს ვარდის არომატს, არამედ აბსოლუტურად თანამედროვე და აქტუალური.

arton3508

იზიას ჰაეროვანი და თბილი ნოტები მოთავსებულია ფლაკონში, რომლის დიზაინზე იზრუნა პოლონელამ მოქანდაკემ ბრონისლავ კშიშტოფმა, ხოლო ვიზუალურად წარმოადგინა ინგლისელმა დიზაინერმა კვენთინ ჯონსმა. მისი ასიმეტრიული ფორმა ვარდის ფურცლის იდენტურია და მინაზეც, კოკორის მსგავსად, სხვადასხვა ტონალობები იკვეთება.

სუნამოს დასახელებაც პირადულია. იზია, ასე ეძახდნენ პატარა იზაბელ დ`ორნანოს და დღესაც, ყველა წერილს, რომლის ადრესატებიც არიან ოჯახის წევრები, ხელს აწერს ამ სახელით. მაგრამ პირადი მხოლოდ ისტორია და სახელი არაა. სისლეიმ დაარღვია მრავალწლიანი ტრადიცია, თავის ქმნილებას რეალური ქალის სახე მიანიჭა და წარმოგვიდგა მათი ოჯახის ერთ-ერთი წევრის, მშვენიერი სონიას სახით.

940x626_1_393df99d4f1b64b3ba6da05e2685932d940x626_0xc0a839a4_14576509281485954108

დ`ორნანოების საგვარეულო ბრენდი Sisley ახლახანს ორმოცი წლის შესრულდა. ის მთელ მსოფლიშო გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი პარფიუმერული ნიშაა. მათი ლოგო – გვირგვინი, არა მხოლოდ გვარის წარმომავლობას, არამედ ბრენდისა და პროდუქციის არისტოკრატულ ღირსებასა და გამორჩეულობას უსვამს ხაზს. ბრენდმა ამ მოზრდილი ახალგაზრდის საინტერესო ასაკში წარმოგვიდგინა იზია, რომელიც გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში, იყიდება რეკორდული რაოდენობით და უკვე ხელმისაწვდომია „ისი პარი“-ს მაღაზიათა ქსელში.

Bosch for Georgian Bloggers

bosch

ტექნიკის ქსელმა ბოშმა ქართველ ბლოგერებს გემრიელ პრეს ლანჩზე წარუდგინა ბრენდისვე დანადგარები, ყავის აპარატები და ჩასაშენებელი ღუმელი.  ყავის დეგუსტაციასთან ერთად შედგა ყავის აპარატების დეგუსტაციაც. ბოშის ახალ გაზქურას შეუძლია დიასახლისის ჩანაცვლება. რობოტის მექანიზმზე მომუშავე აპარატები ზედმიწევნით ასრულებენ ამა თუ იმ კერძის ან ყავის სახეობას ჩვენთვის სასურველ დროში.

266b4077

სავაჭრო კომპლექს ისთ პოინტში მაღაზია ელიტ ელექტრონიქსში სპეციალურად მოწყობილ ბოშის სამზარეულოში ქართველი პრესის წარმომადგენლები, გამოცდილ მზარეულებთან ერთად  ვტრიალებდით . ჩვენს მიერ გამოცხობილ და გაკეთებულ უგემრიელეს კერძებს რამდენიმე წუთში ამზადებდა ბოშის დანადგარები.

“BOSCH –  ცხოვრებისათვის შექმნილი”

THE BEST RED CARPET LOOKS FROM THE 2017 GRAMMYS

gallery-1486949465-rihanna-1024

Rihanna- კაბა Armani Privé და Chopard-ის სამკაულები

gallery-1486947524-lady-gaga-embed-1024

Lady Gaga – Chrome Hearts-ის კოსტიუმი

gallery-1486946701-hbz-grammys-2017-adele

Adele – კაბა Givenchy Haute Couture და სამკაულები Lorraine Schwartz

16684295_10156014901619896_3488306304511050872_n

Katy Perry – კაბა Tom Ford

celine-dion

Celine Dion – კაბა Zuhair Murad Couture

laverne-cox

Laverne Cox – კაბა Bryan Hearns

halsey

Halsey – კოსტიუმი Christian Winjants და Vita Fede-ის  სამკაულები

paris-jackson-grammys-red-carpet-2017-billboard-1240

Paris Jackson – კაბა Balmain

santigold

Santigold – კაბა Gucci

skylar-grey

Skylar Grey

tori-kelly

Tori Kelly

gettyimages-634966634

Bella Harris