Zadig & Voltaire – ანუ ბედისწერა!

პარფიუმერულმა კომპანიამ ისი პარიმ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი Zadig & Voltaire  წარმოადგინა. რამდენიმე დღის წინ გამართულ პრეს ლონჩზე  ბრენდისვე ახალი სუნამოების For Her-ისა და For Him-ის პრეზენტაცია შედგა. ბრენდი ოცი წელის წინ პარიზში დაარსდა ფრანგი ფილოსოფოსისა და მწერლის ვოლტერის შთაგონებით. სუნამოს ინსპირაცია კი პარიზი, როკი და არტია.

ეს არის ალქიმია თქვენსა და მას შორის – ამბობს ბრენდის დამფუძნებელი ტიერ ჟილიე და გვთავაზობს მაცდუნებელ თამაშს. ბრენდმა შექმნა წყვილი არომატი, რომელიც ნამდვილად მოეწონებათ ახალგაზრდა, ამბიციურ და ამავე დროს, განსაკუთრებულად რომანტიულ ნატურებს.

ZadigBRAND
სუნამო არის სიწმინდისა და იდუმალების ბალანსი, რომელიც გვიამბობს პარიზულ ისტორიას.  კონცეფცია ბოჰემური ელეგანტურობის ანუ როკ სტილის მატარებელია, რომელიც ორი ადამიანის ერთიანობას გვაგონებს. სუნამოს ფლაკონიც დამსხვრეული მინის ინსპირაციითაა შექმნილი. For Her-ისა და For Him-ის ფლაკონების ერთად დადებისას ჰარმონიული  წყვილი იქმნება,  როგორც  ბრენდის სახე ფრანგი მოდელები ერინ ვოსონი და სემ ლამერი არიან.

For Her! –  მერქნოვანი და ყვავილოვანი სურნელი, რომლის მთავარი ნოტები ვანილი, ვარდისფერი წიწაკა, ჟასმინი და რძიანი წაბლის კრემია. აღნიშნულ ნოტებს შორის თანხვედრაა, მაგრამ მაინც ყველა ინარჩუნებს საკუთარ ინდივიდუალურობას. სუნამოს ამ ინგრედიენტების ერთობლიობა მოგანდომებთ პარიზის ქუჩებში ხეტიალს ან როკის მოსმენას. დიახ ეს პარიზელი მოსუვენარი გოგონაა, რომელსაც ხელოვნების  სენი აქვს შეყრილი.

For Him! – შავი წიწაკა, ცისტრუსოვანი არომატი, რძიანი სანდალი და ვანილი. ეს Zadig and Voltaire-ის ძლიერი მამაკაცია, რომლის კრედო როკი, ხელოვნება და სიყვარულია.

Zadig & Voltaire  – ახალგაზრდობისა და გამბედაობის ერთგვარი მანიფესტია.

Advertisements

ტატუირება – ადამიანის განუყრელი აქსესუარი

 

90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე ტატუს ტენდენცია უფრო და უფრო აქტუალური ხდება მსოფლიოში.  ტატუს ზოგი სხეულის მორთვის მიზნით, ზოგი თვითგამოხატვის ექსტრემალური ნიშნით იკეთებს. ტატუირება კანის გაჭრას და საღებავის შიგნით შეყვანას გულისხმობს, ჭრილობა ხორცდება და საღებავი რჩება. ადრეულ წლებში ტატუირებას პატიმრების დასანიშნად მიმართავდნენ, დღეს კი სხეულის ეს აქსესუარი მაღალ მოდადაც შეიძლება ჩაითვალოს. დასავლეთის ქვეყნები ამ კულტურას XVIII საუკუნეში ეზიარნენ, როდესაც ჯეიმზ კუკი წყნარი ოკეანის სამხრეთით მოგზაურობდა. მოგვიანებით, XIX საუკუნეში ტატუ კანონით აიკრძალა.
tattoo-art
ახალ ზელანდიაში  მაორები ტატუირებას ძვლის საჭრელით აკეთებდნენ, რომლის ტარების უფლებაც მხოლოდ მაღალი რანგის ადამიანებს შეეძლოთ. იაპონიაში კი XVIII საუკუნეში ტატუს ტარება თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა, რადგან ყველა ადამიანი ვინც ტატუს ატარებდა  „იაკუძას“ განგსტერებთან ასოცირდებოდა. დღესაც იაპონიაში ამოსვირინგებული სხეული კარგ ტონად არ ითვლება და სხეულზე ნახატების გამო შეიძლება სავარჯიშო დარბაზში ან საცურაო აუზზე არ შეგიშვან.
tattoo-removal-work-3გასულ საუკუნეში კონსერვატიული ქალბატონები და მამაკაცები კრიტიკულად უყურებდნენ ტატუირებას, დღესდღეობით კი ბევრ დასავლურ ქვეყანაში ტატუთი გამოჩენა სამსახურშიც კი შეიძლება. ეს  „ტაბუდადებული“ თემა ამყარებს აქსიომას, რომ  ხანდახან წესებს თვით მოდა აწესებს და არა ხალხი.