პარფიუმერულმა კომპანიამ ისი პარიმ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი Zadig & Voltaire წარმოადგინა. რამდენიმე დღის წინ გამართულ პრეს ლონჩზე ბრენდისვე ახალი სუნამოების For Her-ისა და For Him-ის პრეზენტაცია შედგა. ბრენდი ოცი წელის წინ პარიზში დაარსდა ფრანგი ფილოსოფოსისა და მწერლის ვოლტერის შთაგონებით. სუნამოს ინსპირაცია კი პარიზი, როკი და არტია.
ეს არის ალქიმია თქვენსა და მას შორის – ამბობს ბრენდის დამფუძნებელი ტიერ ჟილიე და გვთავაზობს მაცდუნებელ თამაშს. ბრენდმა შექმნა წყვილი არომატი, რომელიც ნამდვილად მოეწონებათ ახალგაზრდა, ამბიციურ და ამავე დროს, განსაკუთრებულად რომანტიულ ნატურებს.
სუნამო არის სიწმინდისა და იდუმალების ბალანსი, რომელიც გვიამბობს პარიზულ ისტორიას. კონცეფცია ბოჰემური ელეგანტურობის ანუ როკ სტილის მატარებელია, რომელიც ორი ადამიანის ერთიანობას გვაგონებს. სუნამოს ფლაკონიც დამსხვრეული მინის ინსპირაციითაა შექმნილი. For Her-ისა და For Him-ის ფლაკონების ერთად დადებისას ჰარმონიული წყვილი იქმნება, როგორც ბრენდის სახე ფრანგი მოდელები ერინ ვოსონი და სემ ლამერი არიან.
For Her! – მერქნოვანი და ყვავილოვანი სურნელი, რომლის მთავარი ნოტები ვანილი, ვარდისფერი წიწაკა, ჟასმინი და რძიანი წაბლის კრემია. აღნიშნულ ნოტებს შორის თანხვედრაა, მაგრამ მაინც ყველა ინარჩუნებს საკუთარ ინდივიდუალურობას. სუნამოს ამ ინგრედიენტების ერთობლიობა მოგანდომებთ პარიზის ქუჩებში ხეტიალს ან როკის მოსმენას. დიახ ეს პარიზელი მოსუვენარი გოგონაა, რომელსაც ხელოვნების სენი აქვს შეყრილი.
For Him! – შავი წიწაკა, ცისტრუსოვანი არომატი, რძიანი სანდალი და ვანილი. ეს Zadig and Voltaire-ის ძლიერი მამაკაცია, რომლის კრედო როკი, ხელოვნება და სიყვარულია.
Zadig & Voltaire – ახალგაზრდობისა და გამბედაობის ერთგვარი მანიფესტია.