RED NOSE DAY უკვე საქართველოს კალენდარზეც!

გასული საუკუნის 80-იან წლებში, ეთიოპიაში გაჩნდა იდეა, რომ იუმორის მეშვეობით შეგროვებულიყო თანხა ბავშვების დასახმარებლად.  1988 წელს კამპანია პირველად ჩატარდა, სადაც 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პატარების დასახმარებლად. დღესდღეობით კამპანიაში მსოფლიოს უამრავი ქვეყანაა გაერთიანებული. 2015 წლის მონაცემებით ფონდმა 1 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეაგროვა ბავშვების დასახმარებლად.

content_wall_pay_in_02

გაიცინე. გაეცი. გადაარჩინე ბავშვი.

საქართველოში RED NOSE DAY-ის ინიციატორი აკა სინჯიკაშვილია, რომელმაც აღნიშნული აქცია პიარ საკონსულტაციო კომპანიის Key Communications დახმარებით  განახორციელა. 31 მარტს  სასტუმრო ბილტმორში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც უამრავი ადამიანი ჩაერთო აქციაში. საქართველოში ამ კამპანიის წევრი უკვე უამრავი ცნობილი სახე თუ დაწესებულებაა.  ფონდის დახმარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვებ გვერდის მეშვეობით.

http://rednose.ge/

Advertisements