სურნელი პიგალიდან მინისტრის კაბინეტამდე

პარფიუმერულმა მაღაზიათა ქსელმა „ისი პარი“ არ დააყოვნა და შემოდგომის დადგომისთანავე მომხმარებელს, მართლაც  სკანდალური დიზაინერის ჟან პოლ გოტიეს ახალი სუნამო სახელად „Scandal”  სკანდალურადვე წარუდგინა. პარფიუმი PUIG-თან კოლაბორაციით პარფიუმერმა დაფნა ბუგიმ შექმნა ყველანაირი კლიშეების, შაბლონისა და სტერეოტიპების დასამსხვრევად. მისი ახალი სურნელი ქალბატონებს სთავაზობს რაღაც ახალსა და თანამედროვეს, მაგრამ ამავდროულად ინარჩუნებს წლების ელეგანტურობასა და სიძლიერეს.
Image result for jean paul gaultier scandal gif
სუნამოს მთავარი ნოტები თაფლი, ფაჩული, გარდენია და წითელი ფორთოხალია. ამ ინგრედიენტების ერთობლიობა ქმნის ახალ, პიკანტურ სურნელს.

asdfhjghjdfbh

სკანდალის სარეკლამო რგოლის ერთი ნახვითვე კარგად ვხვდებით, თუ როგორ შეუძლია სუნამოს უეცარი გარდასახვა მოახდინოს. მოდელ ვანესა ისენტს ქალბატონი მინისტრის როლი აქვს მორგებული, რომელიც დღის მანძილზე სახელმწიფო და სხვა მნიშვნელოვანი საქმეებითაა დაკავებული, ღამე კი განსატვირთად კლუბებს სტუმრობს. ქალბატონი მინისტრი არასოდეს ნებდება, მას სურს რომ მუდამ თავისუფალი იყოს, რის შენარჩუნებაშიც, რა თქმა უნდა, ჟან პოლ გოტიეს ახალი სურნელი, სკანდალი ეხმარება. სექსი და პოლიტიკა, გართობა და საქმიანი ცხოვრება გაერთიანდა პარფიუმერულ კომპოზიციაში, რომელიც მოთავსებულია გამჭირვალე ფლაკონში. თავსახურზე დამაინტრიგებელად მოელვარე ქალის ოქროსფერი ფეხები და ვარდისფერი სითხე სუნამოს უფრო მიმზიდველსა და სკანდალურს ხდის. ამ განსხვავებული ფლაკონით, ჟან პოლ გოტიემ დაარღვია 1993 წელს დაწყებული ტრადიცია. ალბათ ყველას უნახავს მადონას ტორსის სილუეტისგან შექმნილი ფლაკონი, რომელიც სამოსს ყოველი ახალი პარფიუმის პრეზენტაციის დროს იცვლიდა.

^027F1A5C96810E9C7EE0733C2AD1B8175996CB06618CFE48EC^pimgpsh_fullsize_distr

სკანდალის სუნამო ხელმისაწვდომია ისი პარის ნებისმერ მაღაზიათა ქსელში. სკანდალი შეგხვდებათ 30, 50 და 80 მილიგრამიან შეფუთვაში. ასევე სკანდალის კოლექცია მოიცავს საშხაპე გელსა და სხეულის ლოსიონს.

o.55860