FAKBYFAK-ის ექსტრაორდინალური ფერადი ქარიზმა

 

Ivaneმზის (ე.წ. ფერადი) სათვალე  გამოიყენება სინათლის დიდი გამოსხივების დასაფარად, რადგან თვალს მეტი კომფორტი შეექმნას დღის შუქზე ხედვისას.Fრეალურად მას რამდენიმე საუკუნოვანი ისტორია აქვს. მზის სათვალის სამშობლო ჩინეთია, სადაც XII საუკუნეში სრულიად განსხვავებული დანიშნულებისთვის შეიქმნა. მუქ სათვალეს სასამართლოებზე იყენებდნენ, რადგან მსჯავრდებულს მოსამართლის მიერ დასმულ კითხვებზე ემოცია მარტივად არ შეტყობოდა.

დაბურულ მინიანი სათვალე ევროპაში დაახლოებით XVIII საუკუნის შუა პერიოდში გამოჩნდა, მაგრამ არც მაშინ ჰქონდა ამჟამინდელი დანიშნულება. ინგლისელ ოპტიკოსს ჯეიმს აისკოჰს სჯეროდა, რომ  მწვანე, ლურჯი და ყვითელი მინები ხელს უწყობდა  თვალის სხვადასხვა დაავადებების განკურნებას.

თანამედროვე მზის სათვალე გასული საუკუნის ოციან წლებში ჩნდება და ძირითადად კინო ვარსკვლავები იყენებდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ თვალების დაფარვით აირიდებდნენ ქუჩებში ფანების შემოტევას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ამაოდ. იმ დროინდელმა ცნობილმა გამოცემებმა ვარსკვლავების ეს თვისება სირაქლემის პოზასაც შეადარეს.

პირველი სათვალეები ძალიან მძიმე იყო სატარებლად, რადგან მინისგან მზადდებოდა. მოგვიანებით, 1929 წელს მასაზე გათვლილი იაფასიანი  ცელულოიდის მზის სათვალეები სემ ფოსტერმა გამოუშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფოსტერმა მარტივად იპოვა  მარკეტინგულად მომგებიანი ლოკაცია და სათვალეები პირდაპირ ნიუ ჯერსის სანაპიროზე გაყიდა საკუთარი ბრენდის სახელწოდებით „ფოსტერ გრანტი“. 1937 წელს საზოგადოების დიდი ნაწილი მიხვდა, რომ მზის სათვალის გამოყენება არა მარტო სანაპიროზე, არამედ ქალაქის ქუჩებშიც შეიძლებოდა. ამავე წლის მონაცემებით, ამერიკის ტერიტორიაზე ოცი მილიონი მზის სათვალე გაიყიდა. ამ პერიოდში გამოჩნდა პირველი პოლარიზებული სათვალეებიც. გასულ საუკუნეში მზის სათვალეს ძირითადად მხოლოდ დანიშნულებისამებრ იყენებდნენ. დროთა განმავლობაში ეს ტენდენცია შეიცვალა და მზის სათვალე ერთ-ერთ მთავარ მოდურ აქსესუარად გადაიქცა, რომელიც უკვე აუცილებელი დეტალია ამა თუ იმ ლუქის მორგებისას. დღესდღეობით  მზის სათვალეების ყველაზე დიდი მწარმოებელი ჩინეთის ქალაქი სიამინია, რომელიც წელიწადში 120 მილიონ სათვალეს აწარმოებს და ყიდის  მსოფლიოს მასშტაბით.

 

Alex CEO & Co-founder ჩემი ბლოგი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ  სათვალეების ბრენდს FAKBYFAK. სათვალეების ეს ახალგაზრდა ბრენდი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში და კოლაბორაციებს  ქმნის ისეთ დიზაინერებთან და მოდის სახლებთან როგორიცაა მენიშ არორა, ვოლტერ ვან ბირენდონქთი და სხვა. ბრენდის კრეატიული დირექტორი ალექს მელნიკოვი გვესაუბრება სათვალის მნიშვნელობაზე და მის აუცილებლობაზე. ასევე, ჩვენთან ინტერვიუს დროს, მან ისაუბრა საკუთარი ბრენდის FAKBYFAK-ის კონცეფციაზე, მისიაზე და სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილა.

როგორც სათვალეების ბრენდის დამფუძნებლისა და კრეატიული დირექტორისთვის, რას ნიშნავს შენთვის მზის სათვალე?

ჩვენ გვქონდა ძლიერი გატაცება, რომ გვეკეთებინა სათვალეები და შეგვექმნა ბრენდი. ჩვენთვის მთავარი იყო, ფანტაზიით დაგვემსხვრია რეალობა  და შეგვექმნა ხელშესახები რამ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ეს იყო პატარა ნაპერწკალი, რომელიც დიდ კოცონად გადავაქციეთ. შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ეს ცეცხლი უნდა გამეზიარებინა სხვებისთვისაც. თითქოს ვგრძნობდი, რომ ვისაც ეს იდეა მოსწონდა, ჩვენს შორის არსებობდა უხილავი ძაფები. ეს იყო დასაწყისი და სათვალე მარტივი ინსტრუმენტია იდეისთვის, რომელსაც აწვდი და უზიარებ მთელ მსოფლიოს. ახლა მე ვხვდები, რომ თავიდან გულუბრყვილოდ დაწყებული ამბავი, სათვალეების სერიოზულ ბიზნესად გადაიქცა, რომელმაც დიდი ძალა და სარგებლობა მოიტანა.  პირადად მე,  თითქმის არასოდეს ვატარებ მზის სათვალეს. პატივს ვცემ ადამიანის ულამაზესი სხეულის აგებულებას და ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ვისურვებდი, ვნახო მსოფლიო ფილტრების გარეშე.

ц61

თქვენი ბრენდი ქმნის კონცეპტუალურ მზის სათვალეებს. რას ნიშნავს ეს და არის თუ არა ტენდენციური?

მე არ მომწონს კონცეპტუალიზმი, ზოგადად რაიმე კონცეფცია მოითხოვს გარკვეული წესების დაცვას. ამაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, თუ ვინ როგორი ხედვით ქმნის ახალ საკუთარ კონცეფციას. კონცეპტუალური ნივთები რაღაცნაირად გვაიძულებენ ვიცხოვროთ მათ სამყაროში. ამ დროს ჩვენ ვრჩებით ბუნებრივი, რეალური გრძნობებისა და შეგრძნებების გარეშე. როდესაც შენ მკაცრად ზრუნავ ამა თუ იმ კონცეფციაზე და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვები მას, გიწევს უარი თქვა სხვა შთამბეჯდავ ფაქტებზე, რომელიც არ ჯდება შენს დასახულ ან შექმნილ კონცეფციაში. ეს გავიწყებს უამრავ შესაძლებლობას რაიმე საინტერესოს შესაქმნელად და გიბიძგებს ხელოვნურობისაკენ. ჩემმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ დიდი დოზით კონცეპტუალურობა თავს გალიაში გაგრძნობინებს, როგორც შემოქმედს, ასევე მომხმარებელს. შედეგად, ჩვენ თავიდან ავირიდეთ კონცეპტუალური სტერილური  ფუტურისტული სტილიზაცია ჩვენს პირველივე პროექტში 2013 წელს.

მსოფლიო ძალიან განსხვავებულია, განსხვავებულები ვართ ჩვენც. ჩვენ აღარ მივყვებით კონკრეტულ ნორმებსა და დოგმებს, რომლებიც ამ ინდუსტრიაში დეკადების მანძილზე დაფუძნდა.

ტრენდი…. ხალხს ძირითადად მოსწონს ტენდენციური ნივთები, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ იციან რატომ ან ვისგანაა. ჩვენ თავადვე ვქმით ტენდენციებს, რომელიც არასოდეს ემსგავსება სხვას ანუ არ არის მასობრივად ტენდენციური და მოდური.

როგორ მოდის ინსპირაცია ახალი კოლექციის შესაქმენლად?

IMG_7237როგორც აღვნიშნე, არასდროს ტენდენციებისგან გამომდინარე.  შთაგონება  მოდის ვთქვად აფექტიდან, რომელიც ჩნდება მარტივად. ხშირ შემთხვევაში ღამე, როდესაც უბრალოდ წევხარ და რაღაცეებზე ფიქრობ, ან ჯაჭვივით აწყობილი ცხოვრებისეული შემთხვევებისგან, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე ახალი კოლექციის გასაღები. მე ძალიან სათუთად ვუვლი სპონტანურ ინსპირაციებს, რომელსაც აუცილებლად  მივყვები და ვაცნობ ჩემს ბორდს.

ჩვენ ენერგიულად წარმოვაჩნეთ კაშკაშა ვიზუალურ ამბებს, ვქმნით ახალ ესთეტიურ კოდებს და მნიშვნელობებს –  ანუ ყველაფერს, რაც პროდუქტს ქმნის დასამახსოვრებელს, განუმეორებელს, რომ ჩვენი წარმოებული ნივთები პირდაპირ ურთიერთობაში შევიდნენ მფლობელებთან. ჩვენ ხალხს ვთავაზობთ განსხვავებულ ვიზუალს, რადგან მათ შეიძინონ დიზაინი და არა ლოგო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაწარმოოთ ისეთი დიზაინის სათვალეები, რომელიც ხალხის წარმოსახვას აღაგზნებს, ანუ იქნება დაუვიწყარი. ამ ეფექტის მისაღებად ვფიქრობ ძალიან ბევრს. იყო შემთხვევა, როცა წვიმიან ღამეს საძინებლის ფანჯარასთან მჯდომი ვუყურებდი როგორ ეცემოდა წვეთები მინას.

ეს მოქმედება მომენტალურად ჩემს შთაგონებად იქცა და წარმოვიდგინე ახალი კოლექცია. ოთახში ძალიან ბედნიერმა ცეკვაც კი დავიწყე და მივხვდი, ორდინალური აღქმით  ვიპოვე ექსტრაორდინალურობა. მოკლედ რომ ვთქვა, ყოველთვის არსებობს რაღაც ისტორია, რაღაც ლეგენდა, ძალიან ღრმა ინსპირაცია ყოველ ახალ დიზაინში. სხვა შემთხვევაში ეს არ იქნება საინტერესო და ვერ გაუძლებს დროს.

2 FAKBYFAK_WALTER0157 copy

რამდენად მნიშვნელოვანია ხალხისთვის სათვალე და არის თუ არა მასთ ჰევ აქსესუარი?

სათვალე გასაოცარი აქსესუარია. თუმცა ვიღაცისთვის, შესაძლოა,  არ არის ყოველდღიური ატრიბუტი. მიუხედავად ამისა, ის რაღაც ნიღბის მსგავსია, რომელიც გმალავს, ან შენ ლუქს ხდის დასრულებულს და მოკაშკაშეს. სათვალე შეიძლება იყოს მარტოხელა, დამოუკიდებელი ან მთავარი დეტალი და აქსესუარი. ვერაფერი ჩაენაცვლება მას და ეს არის მიზეზი სათვალის ასეთი პოპულარობისა. თითქმის ყველა აფასებს მას, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, ან როგორი ცხოვრების სტილი გაქვს.

როგორ დაახასიათებთ თვენი ბრენდის სტილს?

როდესაც შენ აღწერ სტილს ან ცდილობ იდენტიფიცირება გაუკეთო, დებ ლეიბლს. ამ გზას მიჰყავხარ იდენტიფიკაციისა და კონცეფციის  პატიმრობისკენ. ამიტომ მე არ ვიყენებ ამ გზას. როდესაც შენ ხატავ შენს ხაზს, ასევე გაქვს რაღაც ლიმიტი… მე ვამჯობინებ, რომ თავიდან ავირიდო ბრენდის სტილიზირება  და მივიღო ახალი გადაწყვეტილებები ინტუიციური მიდგომით, რაც საინტერესოდ მესახება კონკრეტულ მომენტში.

FAKBYFAK_MANISH5636

როგორც ცნობილია, თქვენი პროდუქტი იქმნება ორგანული  მასალებით.

ნამდვილად, უმეტესი ძვირადღირებული ჩარჩოები მზადდება ორგანული აცეტატისგან (ხის ან ცელულოზის) – და არა პლასტმასისგან. ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული და ჩვენ არ ვართ ამაში პიონერები.   ჩვენს ინდუსტრიაში უკვე მრავალი წელია უმეტესად ასე კეთდება, რა თქმა უნდა, ხარისხიან ბრენდებზე ვსაუბრობ. ეს არის განუმეორებელი მასალა, რომელიც საშუალებას იძლევა განახორციელო შენი ფანტაზია და იდეები. ჩვენს ზოგ კოლექციაში აცეტატისგან შევქმენით  სპეციფიური ფორმები და ტექსტურები.

 

 

შენ აკეთებ კოლაბორაციებს ცნობილ ბრენდებთან. მოგვიყევი ამის შესახებ.

მართალია, როგორც აღნიშნეთ 2016 წელს ჩვენ წარვადგინეთ კოლაბორაცია ცნობილ დიზაინერ მენიშ არორასთან და ბელგიელ ავანგარდულ დიზაინერ ვოლტერ ვან ბირენდონქთან. ეს ორი პროექტი გახდა ჩვენი მთავარი გამოწვევა. აქამდე ჩვენთან, რუსეთში არ არსებობდა ბრენდი, რომელმაც ასეთი დონის უცხოელ დიზაინერებთან გააკეთა კოლაბორაცია.  რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ბრენდის განვითარებისთვის. ბოლო ორ წელიწადში ბევრი ბრენდი დავჯაბნეთ და ამ ბიზნესში რუსეთის ბაზარზე გავხდით ყველაზე წარმატებულები ჩვენი იდეებით, კონცეპტუალური განვითარებით, პროდუქციითა და მარკეტინგით.

ყველაფერი აღმოჩნდა იმაზე დიდებული და წარმატებული, ვიდრე მოველოდით. აღნიშნული პროექტები იყო სასიხარულო და ამავდროულად, ძალიან რთული გაკვეთილი. ეს იყო რისკიანი გამოწვევა, მაგრამ ღირებული გამოცდილება. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ მოგვეცა ეს შესაძლებლობა, რომელზეც სასაუბროდ ალბათ საათები კი არა, დღეები არ მეყოფა.

საწყის ეტაპზე მივიღეთ უამრავი შემოთავაზება, მაგრამ საბოლოოოდ ავირჩიე ორი მათგანი – მენიში და ვოლტერი. პასუხისმგებლობა ამ გაერთიანებაში იყო ძალიან დიდი. ორივე პროექტის შემოქმედებითი პროცესი განსხვავებულად მიმდინარეობდა. მენიშის შემთხვევაში  სრული თავისუფლება გვქონდა შემოქმედებით ნაწილში, ხოლო ვოლტერის პროექტში გვქონდა კონკრეტული სტრატეგია და დედლაინები.

მინდა უფრო ვრცლად გესაუბროთ ვოლტერის პროექტზე, რომელიც გამორჩეულად მიყვარს. ეს იყო ყველაზე განსხვავებული და ამბიციური გამოწვევა, რაც კი ოდესმე გვქონია. ჩვენ შევხვდით ორი თვით ადრე, ვიდრე ის პარიზის კვირეულზე თავისი ახალი კოლექციას ჩვენებას მოაწყობდა. მან მაჩვენა ახალი კოლექციის ჩანახატები და შევთანხმდით ფერების, ტექსტურის და მასალების ვარიაციაზე. ახალ მასალად  გამოვიყენეთ  რეზინის ფერადი სარჭეები, რომელიც ცეცხლოვანად ციმციმებდა სათვალეებზე. დროის სიმცირის გამო, ყველაფერი გაათმაგებული სიჩქარით უნდა გაგვეკეთებინა, ამავდროულად მოგვეფიქრებინა რაღაც ახალი და განსხვავებული. შოუმდე ერთ თვით ადრე ჩვენი წარმოდგენილი ვერსიებიდან გამოირიცხა ოცდაორი და შეირჩა მხოლოდ შვიდი, აქედან ოთხი მხოლოდ 3D და სამი მოდელი, რომლის კეთებაც დასრულებული არ იყო. შოუმდე ერთი კვირაღა რჩებოდა, როდესაც ვოლტერს გავუგზავნეთ პროდუქცია. გამოსახულებები და იდეები, რომლებითაც შეიქმნა სათვალეები, ვიცოდით რომ სახის ბუნებრივი ნაწილი გახდებოდა და არ იქნებოდა ხელოვნური. მისგან პასუხს ველოდით და მან იმეილზე მოგვწერა „სათვალეები დაუჯერებლად გამოიყურება!“ ეს იყო დიდი გამარჯვება.

შედეგად,  წელს ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას მასთან და იანვარში პარიზის ახალი კოლექციისთვის ისევ ვქმნით სათვალეებს. ასევე წელს გვექნება ორი ახალი ძალიან კარგი და საინტერესო კოლაბორაცია, რომლის პრეზენტაციამდეც ცოტა დრო დარჩა. ახლა არ შემიძლია გაგანდოთ დეტალები, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სათვალეები არ იქნება რაღაც საშუალო სიდიდის და უკვე ნაცნობი მოდის ინდუსტრიაში. ეს იქნება ახალი და გრანდიოზული სიტყვა  მზის სათვალის ბიზნესში.

IMG_2042_crop_4x3

რა არის FAKBYFAK-ის მისია?

ვფიქრობ, რომ ჩვენი მისიაა დავამსხვრიოთ სტერეოტიპები. ჩვენ მივყვებით ავანგარდს, რაც ვთვლით, რომ ძალიან საინტერესოა  და ვქმით კომფორტულ ფორმებს. ჩვენი მიზანი არაა გავაკომერციულოთ საკუთარი პროდუქტი და იდეები. გვინდა შევქმნათ და დავეუფლოთ ნიშას, სადაც ჩვენი სათვალეები დაიკავებს სათანადო ადგილს. ვიყურები უკან, რა მოხდა გასულ წელს და ვფიქრობ, ჩვენ სწორ მიმართულებას მივყვებით. მჯერა, რომ ჩვენი იდეები და ბრენდის პოტენციალი არის გიგანტური. ამიტომაც ვართ განსხვავებულები, რადგან არ გვაქვს ტრადიციული ფესვები ამ ინდუსტრიაში.

მოგვიყევით FAKBYFAK-ის ისტორია. რა ქმნის მათ ასეთ განსხვავებულს ბაზარზე?

უპირველეს ყოვლისა, ბრენდის სახელი. ჩვენ ირონიულად გამოვაჩინეთ ბრენდი ამ გზით და გავაღიზიანეთ საზოგადოება. გავაოცეთ ჩვენი თავებიც, რადგან სერიოზულად განვიხილეთ მსგავსი პროვოკაციული დასახელება. რეალურად მას აქვს ღრმა განმარტება. საბოლოოდ გავახმაურეთ იდეა, რომ ეს პროვოკაციული სახელი გამოუშვებდა ახალ პროდუქტს, რომლის გარშემოც ჩვენ ვიტრიალებდით.

ვფიქრობ, ესეც ერთ-ერთი მიზეზია რაც გვხდის განსხვავებულს. ადამიანის პირადი  მახასიათებლები და ქარიზმა ატრიალებს ქვეყანას. ექსტრაორდინალური გატაცებაა, რომ მსოფლიო შეცვალო უკეთესობისკენ, გადაკვეთო საზღვრები და დაძლიო საკუთარი თავი, სხვა არაფერი.

FAKBYFAK_WALTER0059

გაგვიმხილეთ თქვენი სამომავლო გეგმები

ჩვენ გვაქვს უამრავი იდეა, რომელის განხორციელებასაც ვაპირებთ. ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, რომ ვიყოთ ტრენდი და სუბკულტურა, რომელსაც FAKBYFAK ერქმევა და არა მხოლოდ ბრენდი. ეს გააერთიანებს ხალხს, ვისაც აქვს მსგავსი ცხოვრების სტილი.

წელს ჩვენ გავმართავთ მთელ რიგ ღონისძიებებს, სადაც წარსდგებიან უამრავი ნიჭიერი არტისტები ელექტრონული მუსიკის მიმდინარეობით და ვიზუალური ხელოვნების ოსტატები. ეს ივენთები გაიმართება მადრიდში, ნიუ იორკი, ბერლინში, ბუქარესტში, ტოკიოსა და ბილბაოში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვაზიარებთ დამწყები ხელოვანების  კრეატიულ ნამუშევრებს მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად, წელს აღვნიშნავთ TOY GLASSES კოლექციას Walter van Beirendonck-სთან ერთად. ჩვენ გამოვთქვით იდეა, რომ გადაგვეღო ფილმები ლონდონის ანდერგრაუნდ არტისტებთან ერთად. ფილმებზე მუშაობა ნამდვილად შთამაგონებელია და ვინ იცის სად წაგვიძღვება მომავალში.

რა რჩევას მისცემდით ახალბედა სათვალეების ბრენდებს?

მიყვნენ თავიან ოცნებებს  და არასოდეს მიმოიხედონ. ჰქონდეთ ძლიერი რწმენა და  იყვნენ გულწრფელები თავიანთ ნამუშევრებსა და მოტივაციაში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s