GOLDEA THE ROMAN NIGHT – რომაული ღამეების იდუმალი ხიბლი

პარფიუმერულმა კომპანიამ „ისი პარი“ ქართულ საზოგადოებას BVLGARI-ს ახალი სუნამო GOLDEA THE ROMAN NIGHT წარუდგინა.  ლეგენდა ოქროს ქალღმერთ კლეოპატრაზე თავისი ექსპრესიული შინაარსით, მჭიდროდ უკავშირდება Goldea-ს შექმნის ისტორიას,  აღნიშნული სუნამო კი რიგით მესამეა ხაზში.  ლეგენდარული პარფიუმერი ალბერტო მორილასი ამ მომაჯადოვებელი არომატის შესაქმნელად შთააგონა დიდებულმა და მაგიურად მიმზიდველმა მარადიულმა ქალაქმა რომმა, მისი საიდუმლო ღამეების იდუმალმა ხიბლმა.

Bvlgari-Goldea-The-Roman-Night-1280x720px

გრძნობებითა და მაცდურებით გაჯერებული GOLDEA THE ROMAN NIGHT ასხივებს ქალის სიკაშკაშეს, როგორც ღამით დიდებულად მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. ის მოსავს მანდილოსანს გლამურულად და იპყრობს უკლებლივ ყველას გულსა და ყურადღებას.

visual

Goldea The Roman Night-ის ფლაკონიც კლასიკური გოლდეას ხაზის სტილისაა. სადა, ოვალური ფლაკონი შავ მარგალიტს გვაგონებს, რაც სუნამოს მისტიურობას უსვამს ხაზს. სინათლეზე კი მასზე არეკლილი სხვადასხვა ფერის ტონები, რომაული ღამის მსგავსად, კიდევ უფრო ამოუცნობს ხდის. სუნამოს მთავარი ნოტები ბერგამოტი, შავი წიწაკა და თუთაა, რომელთა კომბინაციით ბულგარიმ ახალი, განუმეორებელი სურნელი შემოგვთავაზა. არომატის  მისტიურობის გასაძლიერებლად პარფიუმერმა საშუალო და ქვედა ნოტებში დახვეწილი ჟასმინი, ხავერდოვანი ვარდი, ტკბილი პიონი, ტუბეროზა, ფაჩული და შავი მუშკი გააერთიანა.

სუნამოს სახე ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდია. „ღამის დედოფალი“, რომელიც არის სპონტანური, განუმეორებლად ქალური და  მყარად დგას თავის პოზიციაზე. მის კვალს მივყავართ რომაული ღამისკენ, როდესაც მარადიული ქალაქი დუღს მაცდურებით.

სუნამო წარმოდგენილია 25, 50 და 90 მილიგრამიან შეფუთვებში და ხელმისაწვდომია „ისი პარის“ ნებისმიერ მაღაზიაში.

bulgari-goldea-the-roman-night-2

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s