Ever Bloom Ginza Flower – არომატი საკუთარი გულისცემით

unnamedიაპონიაში არომატი მგრძნობიარობისა და დახვეწილობის სიმბოლოდ მიიჩნევა.  შისეიდოს სახლიც ამ ფილოსოფიის ტრადიციული მიმდევარია და ყოველთვის გვანებივრებს გასაოცარი, დაუვიწყარი არომატებით, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენენ. ჯერ კიდევ, ბრენდის პირველი პრეზიდენტი, შინზო ფუკუხარა ამბობდა, რომ მხედველობის საზრდო ნახატებია, სმენის – მუსიკა, შეხების – ქანდაკება და ყნოსვისთვის კი ის შექმნიდა ისეთ არომატს, რომელსაც ხელოვნების ნიმუშად აღიარებდნენ.

პარფიუმერმა ორელიე გიშარმა შემოგვთავაზა Ever Bloom-ის ინტერპრეტაცია და წარმოგვიდგინა სრულიად ახალი, ჰარმონიული და მელოდიური სურნელი Ever Bloom Ginza Flower, რომლის ღრმა და მაცდურ აქცენტებს გადავყავართ იაპონური კულტურის მგრძნობიარე სამყაროში.

ამ კომპოზიციაში მუსიკოსი მოისმენს ორ ძირითად მოტივს – ფორთოხლისა და გარდენიის  ყვავილების, თეთრი ამბარისა და ფაჩულის მკაფიო აკორდს და იისა და ლოტოსის მწვანე ნოტების კრისტალურად სუფთა ხმოვანებას.

Ever Bloom Ginza Flower გადმოგვცემს სუფთა ემოციას, გვიხსნის მგრძნობელობის ახალ საზღვრებს და ტოვებს უძვირფასეს კვალს მფლობელზე, რომელიც  ნიუანსებამდე წარმოუდგენლად ელეგანტურია.  მის ყოველ მოძრაობაში სიმსუბუქე და ბუნებრივობაა. ეს ზე-არომატი ასეთი ქალბატონისთვის საკუთარი ანარეკლია და მისი აურასავით სუფთა, ნაზი და დახვეწილია.

b4450926fe390efc08141c29739e184cშეფუთვის ინსპირაციის წყაროა ტრადიციული იაპონური ორნამენტი, სიცოცხლის ენერგიისა და ბედნიერების შეუცვლელი სიმბოლო Karakusa, რომელიც  ზუსტად გადმოსცემს პარფიუმის არსს.

Shiseido-Ever-Bloom-Ginza-Flower-fragranceსუნამო მოიცავს ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო თანამედროვე, მკაფიო და პროგრესული რაიონის, გინზას უნიკალურ ატმოსფეროს, სადაც სილამაზისა და ბრწყინვალების, ხელოვნებისა და ფუფუნების ერთობლიობაა და საიდანაც, 1872 წელს, დაიწყო ბრენდი შისეიდოს ისტორიის ათვლა.

Ever Bloom Ginza Flower-ს შევყავართ ახალ, ფუტურისტულ იაპონიაში. ამ თანამედროვე, საოცრად მგრძნობიარე და მდგრად არომატს გააჩნია საკუთარი გულისცემა.

სუნამოს შეძენა შესაძლებელია კომპანია “ისი პარის” ნებისმიერ მაღაზიათა ქსელში.

o.57470

Advertisements

ჯეფ კუნსი – ახალი ხედვის დიდოსტატი თუ კიტჩის მეფე?!

Ivaneთანამედროვე ხელოვნებაში  უამრავ საინტერესო შემოქმედს, კერძოდ, მოქანდაკეს ვხვდებით. დღესდღეობით მასალების მრავალფეროვნება  შესაძლებას იძლევა შეიქმნას ახალი და სრულიად წარმოუდგენელი ნიმუშები. ალბათ, გასული საუკუნის მიწურულს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უბრალო ბუშტის ძაღლი დიდ ქანდაკებად გადაიქცეოდა და უამრავ წამყვან გალერიაში საპატიო ადგილს დაიკავებდა.   ყველა მიხვდება, რომ საუბარია ამერიკელ არტისტზე, მოქანდაკე ჯეფ კუნსზე. მას ბანალური ობიექტების დიდოსტატს უწოდებენ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. კუნსის შემოქმედება თანამედროვე მოქმედი არტისტებიდან ყველაზე ძვირადღირებულია. მისი ნარინჯისფერი  „ბუშტის ძაღლი“ 2013 წელს კრისტის აუქციონზე  58,4 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა, რაც სრული რეკორდია მსოფლიოში. კრიტიკოსების აზრი მისი შემოქმედების მიმართ, ორ ნაწილად არის გაყოფილი. ზოგს  ახალი ხედვის დიდოსტატად მიაჩნია, ზოგიც კი არსებულის სარფიანად გამოყენებაში სდებს ბრალს. ასეა თუ ისე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯეფ კუნსი სრულიად ახალი სახელია თანამედროვე ხელოვნებისა და ქანდაკების ისტორიაში. მისი შემოქმედება ყოველთვის ექსპერიმენტია, საზღვარია  განვითარებულ ხელოვნებასა და  მასკულტურას შორის, ურთიერთობაა საკუთარ თავსა და სამყაროს შორის.

jeff-koons

“ვფიქრობ ხელოვნება იყენებს ყველაფერს, რაც შენს გარშემოა, რაც შენი წარსულია. ჩემმა შემოქმედებამ გააქრო ჩემში ყველა შინაგანი დაბრკოლება და შიში. აი ესაა მთავარი წარმატების გასაღებიც“ – ჯეფ კუნსი.

Blue-balloon-dog

კუნსი 70-იანი წლებიდან იყენებს გასაბერი სათამაშოების იდეასა და ფორმებს თავის შემოქმედებაში.  მისი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია „კურდღელი“, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე გაპრიალებული ფოლადისგანაა დამზადებული. ქანდაკებამ უდიდესი აურზაური და დაინტერესება გამოიწვია. მისი ექსპონატად ქცევა ძალიან ბევრ მუზეუმს და გალერეას უნდოდა. ქანდაკებამ ჩიკაგოს ხელოვნების მუზეუმში დაიდო ბინა და მის სავიზიტო ბარათადაც იქცა. მაგრამ, ყველაფერის მიუხედავად, ჯეფ კუნსის სახელის ხსენებისას, პირველ რიგში თვალწინ ბუშტის დიდი ძაღლები წარმოგვიდგება. ამიტომაც კუნსის ყველაზე წარმატებულ სერიად „დღესასწაული“ ითვლება, რომელშიც გაერთიანებულია ბუშტის ძაღლი, ტიტები, ბრილიანტი და კვერცხი. ოცი სკულპტურისგან შედგენილი სერია რამდენიმე წლის მანძილზე იქმნებოდა. სულ ცოტა ხნის  წინ, ბოლო ქანდაკებები – ბუშტის გედი, კურდღელი და მაიმუნი დაემატა.  ქანდაკებები მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა გალერეასა და მუზეუმშია წარმოდგენილი.

gagoNYC_1jeff-koons-art

მინდა განვიხილო კუნსის კოლაბორაციები სხვადასხვა არტისტებთან, სამოსისა თუ ავტომობილების ბრენდებთან. ჯეფ კუნსის  ერთ-ერთი დიდი კოლაბორაცია  2013 წელს შედგა მომღერალ ლედი გაგასთან. მათ ერთობლივად გაგას მესამე სტუდიურ ალბომზე ARTPOP-ზე იმუშავეს. ალბომის მთლიანი ვიზუალი კუნსის შემოქმედებაა. შიშველ ქანდაკებად ქცეული ფოტოები დიდი ლურჯი სარკისებრი სფეროებით, რომელიც ადამიანის უხერხულ ადგილებს ფარავს. კუნსმა სპეციალურად შექმნა ქანდაკებების სერია, რომელშიც ლურჯი სფეროებია გამოყენებული, შეიქმნა უამრავი ტილოც.   ცნობილი იტალიელი მხატვარის, სანდრო ბოტიჩელის  „ვენერას დაბადებით“ ინსპირირებულმა ჯეფმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „ მე მინდოდა გაგა ყოფილიყო ქანდაკება. ალბათ არ გაგიკვირდებათ და მართლაც, მისგან შევქმენი ცხოვრებაში პირველად ცოცხალი სკულპტურა ლურჯი სფეროთი“. ალბომის ვიზუალი ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში.

Lady Gaga Artpop album cover by Jeff Koons

koonslouisvuittonმოდის მოყვარულებისთვის ჯეფ კუნსისა და ლუი ვიტონის  მოდის სახლის კოლაბორაცია ერთ-ერთი საუკეთესოა. კუნსმა მიმდინარე წლის აპრილში წარმოადგინა ჩანთებისა და აქსესუარების კოლაბორაცია, რომელზეც პრინტებად ცნობილი მხატვრების ნამუშევრები გამოიყენა. კოლექციაში “Masters” გაერთიანებულია ლეონარდო და ვინჩის, ტიციანის, პეტერ პაულ რუბენსისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები. კოლაბორაციამ გამოსვლისთანავე გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ბრენდმა კუნსს თანამშრომლობის გაგრძელება სთხოვა. სულ რამდენიმე დღის წინ ფრანგული ბრენდის ვიტრინებში გამოჩნდა ახალი ჩანთები და აქსესუარები სხვა მხატვრების ნამუშევრებით. კოლაბორაცია “Masters II” მოიცავს კლოდ მონეს, ედვარდ მანეს,  პოლ გოგენის, ნიკოლა პუსენის, ფრანსუა ბუშესა და უილიამ ტერნერის ნამუშევრებს. ხელოვნების ისტორიისა და მოდის კოლაბორაციამ კიდევ ერთხელ ძალიან დასამახსოვრებელი პროდუქტი შექმნა. ლუი ვიტონის ჩანთებზე მორგებული უდიდესი მხატვრების ნამუშევრებით, კუნსმა კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება. დაპრინტულ ჩანთებზე ოქროსფრად წერია მხატვრის გვარი და რა თქმა უნდა, „LV“ თავისი ტრადიციული ლოგოებით. კუნსმა აგრეთვე რეკონფიგურაცია გაუკეთა ბრენდის ცნობილ ლოგოს, რაც  ბრენდის 163 წლიან ისტორიაში არასოდეს მომხდარა.

http-hypebeast.comimage201710jeff-koons-louis-vuitton-masters-collection-part-1

ძალიან საინტერესო იყო მოდის და ხელოვნების კრიტიკოსების აზრი. მოდის კრიტიკოსების განცხადებით, კუნსმა შთამბეჭდავი კოლაბორაცია შექმნა და მოდის მიმდევრებს შემოქმედებითობისკენ მოუწოდა, მაგრამ სრულიად საპირისპიროდ გამოიყურება ხელოვნების კრიტიკოსების აზრი. ამ კოლაბორაციას წინ უძღვოდა 2014 წელს შვედური ბრენდისთვის H&M შექმნილი ჩანთები, რომლებსაც ამშვენებდა მისი „ყვითელი ძაღლი“. აქსესუარი განსაზღვრული ოდენობით შეიქმნა და იყიდებოდა მხოლოდ ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუსა და 48-ე ქუჩების კუთხეში მდებარე აღნიშნული ბრენდის მაღაზიაში.

24zROW1-master1050

2010 წელს ავტომობილების გერმანულმა ფირმამ BMW, რომლის სპორტული მანქანების დიზაინზე ნამუშევარი ჰქონდათ თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ შემოქმედებს ალექსანდრე კოლდერს, ოლაფურ ელიასონს, როი ლიხტენშტეინს, ენდი უორხოლს, ჯონ ბალდესარის, ცაო ფეის და სხვა, დიზაინი ჯეფ კუნსს დაუკვეთა. თანამშრომლობა წარმატებული გამოდგა. შედეგად შეიქმნა არტ მანქანა BMW M3 GT2. კუნსის განცხადებით, ის დიდი ხანი მუშაობდა ავტომობილის დიზაინზე. შეისწავლა უამრავი ნიმუში, ასევე გაეცნო სხვადასხვა გრაფიკულ მიმდინარეობას. BMW M3 GT2 შექმნილია უახლესი მასალების გამოყენებით და ფერადი ზოლებით მიღწეულია 3D ეფექტი. შავ ფონზე ასობით ფერადი ხაზის დინამიურობა, იძლევა დაუძლეველი სისწრაფის ეფექტს. სწორედ ეს იყო კუნსის ამოცანაც, რომ შეექმნა ავტომობილის დიზაინი, რომელიც  კიდევ უფრო გადაჭარბებულად წარმოადგენდა მის რეალურ სიჩქარეს.

bmw-m3-gt2-art-car-jeff-koons-2011-widescreen-08

Jeff-Koons-Balloon-Venus-∏Alexis-Dahanასევე ძალიან საინტერესოა და აღსანიშნია ჯეფ კუნსის კოლაბორაცია “Dom Perignon”-თან.  თანამშრომლობა შამპანურის ისეთ ბრენდთან, რომლის დიზაინზეც პაბლო პიკასო, სალვადორ დალი, ენდი უორხოლი და ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი მუშაობდნენ.  2013 წელს შედგა ვინტაჟური, 2003 წლის შარდონესა და პინო ნუარის საუკეთესო მოსავლით შექმნილი, ვარდისფერი მშრალი ცქრიალა ღვინის პრეზენტაცია, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ჯეფ კუნსთან ერთად. ბოთლის ქეისის, სახელწოდებით Balloon Venus (ბუშტის ვენერა), ინსპირაციას ერთ-ერთი ყველაზე ძველი ადამიანის გამოსახულების ქანდაკება, პალეოლითის ვენერა წარმოადგენდა. შამპანური ლიმიტირებული სერია გამოვიდა და მისი ფასი ქეისით 15 ათას ევროს შეადგენდა.

2016 წელს კუნსმა google-თან კოლაბორაციით შექმნა ე.წ. „ცოცხალი“ ტელეფონის ქეისი Nexus 6P და Nexus 5X სმარტფონებისთვის. ქეისები შექმნილია მხატვრის პოპულარული სერიის Gazing Ball სამი ნიმუშის მიხედვით. ქეისში ჩამონტაჟებული ჩიპის საშუალებით, ეკრანზე გადმოდის იგივე გამოსახულება, რაც ქეისის გარეკანზეა.

ჯეფ კუნსის ბოლო მასშტაბური გამოფენა სახელწოდებით „რეტროსპექტული“, მის მშობლიურ ქალაქ ნიუ-იორკში, უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმში ჩატარდა. უზარმაზარ  გამოფენას მთლიანი მუზეუმის ტერიტორია ჰქონდა დათმობილი, სადაც წარმოდგენილი იყო კუნსის ნამუშევრები სერიების მიხედვით.

gallery-6-photo-by-prudence-cuming-associates-victor-mara-ltd-artwork-jeff-koons