გზავნილი მინის კედლიდან

Ivane

ყოველთვის რთულია ზუსტად განსაზღვრო ფართომასშტაბიანი კულტურული ფენომენის საწყისი წერტილი. ეს არის ერთმანეთთან მეტნაკლებად ურთიერთდაკავშირებული მოვლენების მთელი კომპლექსი. ჩვენთვის უცნობია, პირველად ვინ გადაწყვიტა შემოქმედებითად დაემშვენებინა საკუთარი სავაჭრო ობიექტის ფასადი, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია რიგი მოვლენები და ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ვიტრინების ვიზუალურ შერჩევაზე.

ღია ბიზნესი და საკუთარი პროდუქციით სიამაყე მთავარი მოტივატორია ნაწარმის საქვეყნოდ აფიშირებისათვის. 1830-იან წლებში საქონლის არტისტულად დემონსტრირებამ, საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ვიზუალურ მერჩენდაიზინგს. მსგავსი აქცენტირება ნაწარმზე დღესაც აქტუალურია. ფლორისტები მომხმარებელთა მოსახიბლავად ღიად, გამოსაჩენ ადგილას  აწყობენ უამრავ ლამაზ და სურნელოვან თაიგულს,  სტილისტები თავიანთ სავარძელს მინასთან ახლოს დგამენ, რათა მათი ოსტატობა ყველასთვის დასანახი იყოს, საცხობებში უხვად გამოფენენ ახლადგამომცხვარ პურსა თუ ფუნთუშეულს და ა.შ.

23805525_1367293283393140_486162219_n23846366_1367293223393146_1962688270_n

მოზრდილი მინის ფილების ტექნოლოგიის დანერგვამ მე-19 საუკუნის 40-იან წლებში, ხელი შეუწყო ვიტრინების განვითარებას. თვითონ დასახელება წარმოდგება  ფრანგული  სიტყვისგან „vitre“ , რაც მინას ნიშნავს. ასეთ მოზრდილ შუშაზე პირველად ყურადღება გაამახვილეს უნივერმაღებმა, რომლებიც იმ პერიოდში ითვლებოდნენ ყველაზე პროგრესულ სავაჭრო ობიექტებად. მსოფლიოში პირველი უნივერმაღი „ბონ მარშე“  1850 წელს პარიზში ასტრიდ ბუსიკომ გახსნა. მისი სურვილი იყო დაეარსებინა მაღაზია, რომელშიც გაიყიდებოდა ყველაზე მრავალფეროვანი საქონელი და მომხმარებელი თავისუფლად შეძლებდა იქ სეირნობას. მსგავსი სავაჭრო ცენტრების კონცეფცია სწრაფად გავრცელდა და ძალიან პოპულარული გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ყველა მათგანი დიდ გავლენას ახდენდა ვიტრინების განვითარებაზე, რომლებიც როგორც სცენა ისე იზიდავდა გამვლელის მზერასა და ყურადღებას და აიძულებდა გაჩერებულიყო სანახავად.

louis-vuitton-find-a-store-us-louis-vuitton-masters-–-a-collaboration-with-jeff-koons-pop-up-store--StFi_Louis_Vuitton_New_York_Madison_Pop_Up_03_DI3

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება, რომელმაც გავლენა მოახდინა ვიტრინის ვიზუალურ შერჩევაზე, ამერიკელი ჰარი გორდონ სელფრიჯი იყო. მან 1909 წლის 15 მარტს ლონდონში გახსნა საკუთარი სავაჭრო ცენტრი Selfridge’s,  რომლის უზარმაზარი ვიტრინები ღამით ნათდებოდა, რაც იმ პერიოდისთვის რევოლუციური სიახლე იყო. ხალხს შეეძლო ღამითაც დამტკბარიყო იქ გამოფენილი ნივთების ყურებით. მეწარმე ყველა შესაძლებლობას იყენებდა მყიდველის მოსაზიდად. მაგალითად, 1909 წლის ივლისში მფრინავმა ლუი ბრელიომ აეროპლანით გადაუფრინა ლა მანშს და დაჯდა კენტის საგრაფოში, დილის 10 საათზე კი მისი საფრენი აპარატი  უკვე ამშვენებდა სელფრიჯის ვიტრინას. იმ დღეს მის სანახავად  50 000 ადამიანი მოვიდა. დღემდე სელფრიჯი რჩება სავაჭრო ცენტრად, რომელიც ადგენს ტენდენციებს ვიტრინების ვიზუალურ გაფორმებასა და მერჩენდაიზინგში.

 

23804666_1367293203393148_1200477686_n1930 წელს მხატვარ-სიურეალისტმა სალვადორ დალიმ მიიღო შეთავაზება და  გააფორმა Bonwit Teller-ის ორი უნივერმაღის ვიტრინა. ე.წ. „ქუჩის ხელოვნება“ ავიდა განსხვავებულ საფეხურზე, როდესაც დალიმ ვიტრინიდან წარმოადგინა თავისი კომპოზიცია „ნარცისი“, მაგრამ მან ამჯერადაც ბევრად გაასწრო ეპოქას და კომპოზიცია მალევე აიღეს უამრავი მითქმა-მოთქმისა და საყვედურის გამო. დალის მარცხმა ვერ დააფრთხო ენდი უორჰოლი, ჯასპერ ჯონსი, ჯეიმს როზენკვისტი, რობერტ რაუშენბერგი და სხვები, რომლებმაც თავისი შემოქმედებითი კარიერა 1950-იან წლებში სწორედ ნიუ-იორკის უნივერმაღების ვიტრინების გაფორმებით დაიწყეს.

მხოლოდ მსხვილი სავაჭრო ცენტრები არ ზრუნდავდნენ „მინის სცენის“ ვიზუალზე, მოდის განვითარებასა და პოპულარობის ზრდასთან ერთად, დიზაინერებმაც დაიწყეს ფიქრი ვიტრინებზე. პიერ კარდენი, ვივიენ ვესტვუდი, მერი კვანტი – იყვნენ ის პიონერები, რომელებმაც ახალგაზრდებს მიუთითეს და განუსაზღვრეს, რომელ სოციალურ ფენას უნდა მიეკუთვნებოდნენ. მათი მოდის სახლების გაფორმებული ვიტრინები შთააგონებდა ახალგაზრდებს.

1990-იან წლებში თავბრუდამხვევად განვითარდა ტექნოლოგიები, გაჩნდა ისეთი სუპერ-ბრენდები, როგორიცაა პრადა,  გუჩი. ვიტრინები იქცა ძლიერი მარკეტინგული ბიუჯეტით გამყარებულ პროპაგანდულ მანქანებად, რომლებიც ყიდდნენ არა მხოლოდ საქონელს, არამედ ცხოვრების სტილსა და ცნობიერებას. მოდური მაღაზიების ვიტრინებში, საიდანაც წლების მანძილზე თავს გვაწონებდნენ მანეკენები, გაჩნდა პრიალა, უზარმაზარი  ფოტოები მოდელებისა, რომლებიც ბრწყინავდნენ პოდიუმებზე.  ამასთან ერთად, ვიტრინების სპეციალური ეფექტური განათება ქმინდა საჭირო გარემოს და ერთგვარ თეატრალურ ეფექტს.

ცნობილი ბრენდების ვიტრინები ახალი კოლექციებისა და სეზონების მიხედვით იცვლება. ყველა მაღაზია ცდილობს, რომ სხვადასხვა ინოვაციური ხერხით გაგვაკვირვოს და განსაკუთრებული ყურადღება მიიქციოს. ვიტრინოლოგები ცდილობენ შექმნან გარკვეული შინაარსის მქონე ვიტრინა, რომელიც იქნება რაღაც ახალი და აუცილებლად დასამახსოვრებელი.

a16b24bacd303d6ea87d5d43da9dd7eb

ყოველთვის გამორჩეულია იტალიური  ბრენდის Gucci ვიტრინები თავისი ინოვაციურობითა და რა თქმა უნდა,  უხვი ფერების კომბინაციით. ამ შემოდგომაზე კი ბრენდის ვიტრინის კედლებზე სკამები გამოჩნდა. კონცეფციაც და ფერები – ყველაფერი ბრენდის სტილში.

04_Prada_Martino_Gamper-1290x650

ოპტიკური ილუზიის წყალობით, პერსპექტივასთან თამაში უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი  Prada-ს ვიტრინებში, რომელიც ყოველთვის დახვეწილობით გამოირჩევა.

არანაკლებ დასამახსოვრებელ ვიტრინებს ქმნის Louis Vuittoni.  ცალკე უნდა აღინიშნოს, ჯეფ კუნსთან კოლაბორაციით შექმნილი კოლექცია Masters. ვიტრინებში წარმოდგენილია ლეგენდარული მხატვრების ცნობილი ნამუშევრების რეპროდუქციები, რომლებიც ამშვენებს ბრენდის ჩანთებსა თუ აქსესუარებს.

05_FENDI & Anke Eilergerhard _ Palazzo FENDI windowsახალგაზრდა გერმანელმა მხატვარმა ანკე ეილერგერხარდმა Fendi-ს 2017 წლის საზაფხულო ვიტრინებისთვის  სილიკონისგან  შექმნა ზღაპრული კომპოზიცია Sweet Dream, რომელიც გვაგონებს ფაიფურის ყვავილებით მორთულ ნაღების კოშკს.

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს  Desso-ს ვიტრინა ლონდონში, რომელის პრეზენტაციაც შედგა  კლერკენველის დიზაინის კვირეულზე. ცნობილმა ორიგამის დედოფალმა კაილა მაკალუმმა,  შექმნა უნიკალური ხელნაკეთი არტ-ინსტალაცია  ქაღალდისგან.

 

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური ვიტრინა Vetements-ს ეკუთვნის. ნიუ იორკში მეხუთე ავენიუზე მდებარე ბრენდის მაღაზიის ვიტრინებში ტანსაცმლის გორაკები გამოჩნდა, რომელიც მეორეული სამოსის ბაზრობას გვაგონებს.

eb81b68bc0c65f66657b817e0b85cb43

 

640846114_780x439განვითარებულმა ტექნოლოგიებმა და მარავალფეროვანმა მასალებმა წარმოშვა სრულიად განსხვავებული, ინტერაქტიული და კინეტიკური ვიტრინები. ქეით სპეიდის  დაპროექტებული ინტერაქტიული ვიტრინა ნიუ-იორკში, თვითონ ყიდის მასზე განთავსებულ საქონელს დისფლეის საშუალებით, საიდანაც შესაძლებელია საქონლის არჩევა და შეძენა. ნივთი 1 საათის განმავლობაში მოაქვთ მითითებულ მისამართზე. აღსანიშნია  United Arrows-ის  Kinect ტექნოლოგიით მართული დამონტაჟებული მარიონეტები, რომლებიც იმეორებენ გამვლელთა მოძრაობებს. ეს საუცხოო მეთოდია ყურადღების მისაპყრობად. აგრეთვე, უნდა აღვნიშნოთ Biffi-ს კინეტიკური ვიტრინები იტალიაში, რომლებიც ხელის მოძრაობებისა და მიმართულებების შესაბამისად განიცდის ტრანსფორმაციას.

ცალკე აღსანიშნია სადღესასწაულოდ გაფორმებული ვიტრინები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შობა-ახალი წლის მორთულობას. წინა საახლწლოდ  გაფორმებული მოდური მაღაზიების ვიტრინები, ერთგვარად ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.

image

ჩემი აზრით, გასულ ახალ წელს გამოირჩეოდა Tiffany & Co-ს ვიტრინები, რომელის ინსპირაციაც იყო ნიუ-იორკი. ცნობილი ნაძვის ხე როკფელერის ცენტრთან ანგელოზების ხეივანით, მანჰეტენის ცათამბრჯენების სილუეტები და თვით დათოვლილი ტიფანის მაღაზია, შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და სადღესასწულო ატმოსფეროს ქმნიდა, ბრენდის საიუვილერო ნაწარმსა და სასაჩუქრე ცისფერ კოლოფებთან ერთად.

10_new-year_shop-windows_2016_Posta-Magazine

გამოირჩეოდა ლორენცო პაპასას არქტიკული შობის თემა პოლარული 3D დათვებით Galeries Lafayette-სთვის  და Bergdorf Goodman-ის ექსტრავაგანტული ბუნებრივი მოტივები, სადაც კლასიკურ დიორამებს მომენტალურად გადაჰყავდა მნახველი სუსხიანი ქალაქიდან ტროპიკულ ტყეში. ექსპონატებს აფორმებდა ძვირფასი ქვები და ცოცხალი თევზები დეკორატიულ აუზებში.

თანამედროვე სამყაროში ვიტრინის დიზაინი ხელოვნების დარგია, რომელსაც ვიტრინატორი ქმნის და დღესაც  მთავარ ამოცანად რჩება, მომხმარებელს ვიტრინებიდან გაუგზავნონ სპეციალური, ზუსტი გზავნილი.

bergdorf-credit-ricky-zehavi-c2a92016image (1)

Untitled.png

 

ტექსტი: ივანე ქეშიკაშვილი

ჟურნალი “ბომონდის” დეკემბრის ნომრისთვის

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s