LIYA – თანამედროვეობისა და ქალურობის კომბინაცია

 

DSC_0557ქართველი დიზაინერი ლია  გოგლიძე ბრენდ Liya-ს უკვე ორი სეზონია წარმატებით წარმოადგანს. ახალბედა მოდელიერი  თბილისში დაიბადა და სწავლა ევროპის, კერძოდ ფლორენციის პოლიმოდას ხელოვნების აკადემიაში გააგრძელა. კვალიფიკაციის ასამაღლებლად ლიკამ მილანსა და ვენაში განაგრძო სწავლა და მხოლოდ განათლების დასრულების შემდეგ შექმნა ბრენდი.  რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მის პირველივე კოლექციაში აისახა. ბრენდზე ბევრი დაიწერა უცხოურ პრესაში. ასევე აღსანიშნავია Liya-ს საყურეები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

როგორც დიზაინერი გვიყვება, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის მთავარი ინსპირაცია  80-იანი წლების ბოლო პერიოდის მოდაა. კოლექცია საქმიან ქალს განასახიერებს, რომელიც სინაზითა და ქალურობით გამოირჩევა.

 

Liya  რამდენიმე სეზონია მოდის კვირეულებზე გამოჩნდა და ახალბედა დიზაინერად ითვლება. მოგვიყევით რატომ გადაწყვიტეთ სამოსის ბრენდის გაკეთება და რამ შეგიწყოთ ხელი?

ბავშვობაში ვენის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას ვფიქრობდი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო გადავიფიქრე. მინდოდა დაახლოებით იგივე მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა და ჩავაბარე ფლორენციაში, პოლიმოდას აკადემიაში, სადაც მოდის დიზაინს ვსწავლობდი. ევროპაში, სხვადასხვა ადგილას მივიღე სამუშაო გამოცდილება და საბოლოოდ, მაინც საქართველოს დავუბრუნდი. ბრენდის დაფუძნებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა გარემომ. საქმის წამოწყების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც ჩემი მეგობრები, ასევე აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები.

LIYA3

როგორია Liya-ს მანდილოსანი?

LIYA თანამედროვე, საქმიანი მანდილოსანია, რომელსაც ყოველდღიურად, სამუშაო გარემოშიც კი გემოვნებიანად აცვია.  ის,  რთული გრაფიკის მიუხედავად, ყოველთვის ინარჩუნებს ელეგანტურობასა და სინაზეს.

რა იყო ახალი კოლექციის ინსპირაცია და რა პრინციპით შეარჩიეთ ფერები და მატერია?

ზოგადად, გაზაფხული-ზაფხულის შეგრძნებაა. ჩვენ უკვე არსებული სტილი გადავათამაშეთ სამხრეთ საფრანგეთის 60-იანი წლების ტენდეციებით. ჰაეროვანი ქსოვილები, პასტელური ფერები და სამოსი გაფორმებულია ვალანებით.

LIYA5

კოლექციის შექმნისას ითვალისწინებთ თუ არა ამა თუ იმ სეზონის ტენდენციებს?

ტენდენციებს მიზანმიმართულად არ მივსდევთ, თუმცა კოლექციის შექმნის პროცესში გარკვეულ როლს მაინც თამაშობს.  გარდაუვალია მოდის ძირითად მიმართულებებს გვერდი აუარო, მაგრამ ბრენდის პერსონალურ ხაზს არ უნდა გადაუხვიო.

თქვენი კოლექცია წარმოდგენილი იყო Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში. როგორი რეზონანსი მოჰყვა უცხოელი სტუმრებისა და პრესისგან?

LIYA4LIYA-ს კოლექციის ჩვენებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენების დროს ჩამოსული სტუმრებისაგან. კოლექციის ნახვა შეგეძლოთ, როგორც ცნობილი ჟურნალების ვებ-გვერდებზე, ასევე გავრცელებულ სოციალურ ქსელებში „Facebook”-სა და“Instagram“-ზე. ცნობილი ქუჩის მოდის ფოტოგრაფების ფოტოების სოციალურ გვერდებზე გამოჩენამ, სადაც სხვადასხვა ადამიანები ატარებენ LIYA-ს სამოსს და განსაკუთრებით საყურეებს, ძალიან გაზარდა  მოთხოვნა პროდუქტზე და გამოიწვია ბრენდის საკმაოდ მცირე დროში პოპულარიზაცია.

აქვს თუ არა Liya-ს კოლაბორაციები და რა აზრის ხართ სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობაზე?

მოცემულ ეტაპზე კოლაბორაციები არ გვაქვს, თუმცა სამომავლოდ არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას სხვადასხვა ბრენდთან.  მოდის სამყაროში, ყოველთვის საინტერესო და რაღაც დოზით აუცილებელიცაა ამა თუ იმ დიზაინერთან ან არტისტთან ერთად მუშაობა.

LIYA6

რომელია თქვენი ფავორიტი ქართველი და უცხოელი დიზაინერი?

ბევრი ქართველი დიზაინერის ნამუშევრები მომწონს, მაგრამ კონკრეტულად დასახელება გამიჭირდება. უცხოელებიდან ძალიან უპირატესობას ვანიჭებ იმ არტისტებს, რომლებმაც მოახდინეს არსებული ბრენდების რეაბილიტაცია, მაგალითად ტომ ფორდი და ფიბი ფილო.

დაიწყეთ თუ არა მუშაობა ახალ კოლექციაზე და როდის შეძლებს საზოგადოება მის ხილვას?

დიახ, სამუშაო პროცესი დაწყებულია, აქტიურად ვემზადებით შემოდგომა-ზამთრის ჩვენებისთვის. განახლებული კოლექციის ხილვას ქართველი და უცხოელი საზოგადოება შეძლებს მაისში, კვლავ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში.

რა არის Liya-ს სამომავლო გეგმები?

რა თქმა უნდა ჩვენი სამომავლო გეგმაა უფრო გავიზარდოთ როგორც ბრენდი და გავხდეთ ბევრად უფრო ცნობადი და მოთხოვნადი მსოფლიო ბაზარზე. ეს ბრენდის წარმატებისთვის გარდაუვალი კომპონენტებია.

 

Text: Ivane Keshikashvili

Photo: GRIGOR DEVEJIEV

Mua: Regini Make-up

Model: Mariam Budagashvili

LIYA2

 

 

 

Advertisements

ზამთრის ექსტრემი

Ivaneჩემი ბლოგი ამჯერად წარმოგიდგენთ ზამთრის სეზონის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულსა და ბევრისთვის საყვარელ განტვირთვის საშუალებას, თხილამურებზე სრიალს. სპორტის  ეს სახეობა განსაკუთრებით აქტუალური თებერვლის თვეშია. ზამთრის კურორტებიც, სწორედ წელიწადის ამ პერიოდში, სარგებლობს დიდი პოპულარობით. ზამთრის სპორტს უამრავი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც ცდილობენ  ყოველწლიურად ესტუმრონ ამა თუ იმ ადგილს დასასვენებლად, განსატვირთად და რაც მთავარია, სპორტული ჟინის დასაკმაყოფილებლად. თხილამურები, სნოუბორდი,  ფრისტაილი – ეს იმ რეკრეაციული აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელის გამოც აღნიშნულ ადგილებს სტუმარი არ აკლია.

 

თუ ისტორიას გადავხედავთ, თხილამურების წარმოშობა თითქმის ხუთი ათას წელს ითვლის. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ თანამედროვე თხილამურების პიონერები სკანდინავიელები და  ჩრდილოეთის სხვა ტომების მკვიდრნი არიან, სადაც წელიწადის უმეტეს დროს ცივი კლიმატი,  გრძელი და თოვლიანი ზამთარია. ამ ინვენტარის თავდაპირველი დანიშნულებაც სწორედ ყოფაცხოვრებაში,1928 ნადირობისას ან საბრძოლო მოქმედების დროს  თოვლში მოხერხებულად გადაადგილება იყო.ეს განსაზღვრავდა მის მაშინდელ პროპორციებსაც. ახლანდელისგან განსხვავებით, პირველი თხილამურები ასიმეტრიული ფორმის იყო, რომლისგანაც ცალი ხის ბრტყელ და გრძელ ნაჭერს წარმოადგენდა, სოლო მეორე, მოკლე და მახვილი ბოლოებით, გამოიყენებოდა წონასწორობის დასაცავად და ადვილად გასაჩერებლად. თხილამურები ხშირ შემთხვევაში ცხოველის ტყავით იყო დაფარული, რომ აღმართზეც მარტივი  ყოფილიყო  მოძრაობა.  ასიმეტრიულ თხილამურებს ჩრდილოეთ შვედეთსა და ფინეთში მეცხრამეტე საუკუნემდე იყენებდნენ.  1767 წელს მოეწყო პირველი შეჯიბრი თხილამურებით სრიალში, რომელიც რეალურად მოიცავდა ამჟამად არსებულ რამდენიმე სახეობას.  მოგვიანებით, სათხილამურო სპორტის  სახეობების ჩამოყალიბებამ,  მას იერსახე შეუცვალა. ხის მოკლე /საშუალოდ 150 სანტიმეტრი/ და განიერი /15-20 სმ/ თხილამური შეცვალა, გრძელმა და დამუშავებულმა პლასტმასის თხილამურმა, რომლის სიგრძე 170-220 სანტიმეტრია და სიგანე 5-8სმ. ნორვეგიელების დამსახურებით, ეტაპობრივად იგი მთლიანად იქცა სპორტულ აღჭურვილობად და მიიღო ამჟამინდელი სახე. 1877 წელს ნორვეგიაშივე ჩამოყალიბდა მოთხილამურეთა პირველი სპორტული საზოგადოება. თოვლით დაფარულ მთიან ადგილებში მასობრივად დაიწყო სასმთო-სათხილამურო კურორტებისა და სასრიალო ბილიკების გაშენება.

20131230-pictures-madonna-skiing-gstaad-switzerland-01დღესდღეობით  ზამთრის კურორტებისა და სასრიალო ტრასების ფართო არჩევანია მთელ მსოფლიოში და ისინი, ვინც გულგრილები არ არიან სპორტის ამ სახეობის მიმართ, სეზონის დადგომისთანავე სტუმრობენ ცნობილ სამთო კურორტებს, როგორც სასრიალოდ და ადრენალინის მისაღებად, ასევე სათხილამურო მოდის სიახლეების წარმოსაჩენად.  დამსვენებელებისთვის ცნობილია ის ჭეშმარიტება, რომ ცნობილი ბრენდების, როგორიცაა შანელი, დიორი და სხვა,  სათხილამურო კოსტიუმებში უმეტესად დამწყები მოთხილამურეები არიან გამოწყობილები, რომლებსაც სრიალი უჭირთ და ჩაცმულობით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას. პროფესიონალები კი ძირითადად ხელმისაწვდომი ბრენდების კომფორტულ სამოსს ირჩევენ. მათ შორისაა უამრავი ცნობილი ადამიანი, ე.წ. ვარსკვლავები,  რომლებსაც საკუთარი ფავორიტი სასრიალო ადგილები აქვთ.

image146შვეიცარიის სათხილამურო კურორტი კლოსტერსი ინგლისელი სამეფო ოჯახის საყვარელ სასრიალო ადგილს წარმოადგენს დღემდე.  პაპარაცებს იქ ხშირად დაუფიქსირებიათ პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა, ახლა კი აღნიშნულ კურორტს ხშირად სტუმრობენ პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეით მიდლტონი, რომლებიც  ტრადიციული ინგლისური სპორტის სახეობებისაგან განსხვავებით, უპირატესობას თხილამურებით სრიალს ანიჭებენ. შვეიცარიის ალპების ხშირი სტუმარია მადონა და პერის ჰილტონი, რომელიც  მზადაა გადაუფრინოს ოკეანეს, რომ ისიამოვნოს საკუთარი ჰობით. სისტემატურად სტუმრობდნენ იტალიურ ალპებს ტომ კრუზი და ქეით ჰოლმსი.  9 წლის ასაკში, სრილისას მიღებულმა სერიოზულმა მოტეხილობებმა, ვერ შეაშინა მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი და იგი დღემდე დასაშვებად ირჩევს  ყველაზე სახიფათო მარშრუტებს. სეზონზე სისტემატურად სტუმრობს სამთო კურორტებს ცნობილი მევიოლინე ვანესა მეი, რომელიც ამბობს, რომ მისი თხილამურებზე სრიალის სტაჟი, აღემატება ვიოლინოზე დაკვრისას. სათხილამურო სპორტის ნამდვილი გულშემატკივარია მომღერალი გვენ სტეფანი, რომელმაც მცირეწლოვანი შვილიც კი დააყენა თხილამურებზე.Photos-Gwen-Stefani-Gavin-Rossdale-Kingston-Rossdale-Skiing-Utah მსახიობი ქეით ჰადსონი კი სასრიალოდ ირჩევს კოლორადოს შტატში, ასპენის ყველაზე ციცაბო ფერდობებს. საერთოდ ასპენი ძალიან პოპულარული კურორტია ვარსკვლავებს შორის. იქ შეხვდებით  ჯენიფერ ენისტონს, ქეით მოსს, მერაი ქერისა და ნიკ ქენონს, უილ სმიტს, ჯონი დეპსა და  ბევრ სხვა ცნობილ სახეებს. კურორტის მუდმივი სტუმარია ვიქტორია ბექჰემი, რომელიც თვლის, რომ თხილამურებით სრიალი საუკეთესო ვარჯიშია სხეულისა და ფეხებისათვის და წვავს ყველაზე მეტ კალორიას. მანვე შემოიტანა სათხილამურო გლამური მოდაში, როცა პირველად გამოჩნდა ესპანეთის სამთო კურორტზე, ცნობილი ბრენდის შავ კოსტიუმში. უკვე მომდევნო წელს, ვიქტორიას მსგავსი სათხილამურო სამოსით, რომლის ფასი 15000 ევროს აღწევდა, თავს იწონებდა მანდილოსნების უმრავლესობა საფრანგეთის ალპების ყველაზე ელიტარულ კურორტ კურშაველზე.

sxbM1victoria-beckham-and-snow-skiing-gallery

სამთო-სათხილამურო კურორტების მრავალფეროვნებით  არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი  და შეგვიძლია არაერთით მოვიწონოთ თავი. ბაკურიანი, გუდაური, მესტია/თეთრნულდი, ჰაწვალი/, გოდერძი, გომარდული, ბეთანია –  სხვადასხვა დონეზე მოსრიალეებს საშუალებას აძლევს საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად და სპორტული ინტერესის დასაკმაყოფილებლად.

aspen

გუდაური სრულიად თანამედროვე სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც საქართველოში არსებულ ზამთრის კურორტებს შორის, ყველაზე მაღლა მდებარეობს ზღვის დონიდან. გუდაური ჯვრის უღელტეხილზე,  მთა კუდებსა (3006 მ) და მთა საძელეს (3307 მ) ფერდობებზე, ალპურ ზონაშია გაშენებული. კურორტი არსებობის 30 წელს ითვლის, თუმცა ამ მცირე დროში მან სათხილამურო სპორტის მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა. მისი ფერდობები ამოუწურავ შესაძლებლობებს სთავაზობს ნებისმიერი დონის მოთხილამურეს.  ყველა სასრიალო ბილიკის კატეგორია დამტკიცებულია Fis-ის/საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია/ მიერ. კურორტზე არსებული სათხილამურო ფერდები იდეალურად ითვლება სპორტის ექსტრემალური სახეობების Freerider-ისა /გაუკვალავ თოვლში სრიალი, როცა თითოეული მოთხილამურე პარალელურ კვალზე მიდის/ და Heliski-ს /ვერტმფრენით ასვლა მწვერვალზე თხილამურებით დასაშვებად/  მოყვარულთათვის.  კურორტის ერთ-ერთ ძირითადი უპირატესობა სწორედ აღნიშნული სახეობის ხელმისაწვდომობაა, რომელიც მოყვარულებს  4200 მეტრზე, პრაქტიკულად ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე  ექსტრემალურ სიმაღლეზე,   გამომწვევი დაშვების შესაძლებლობას აძლევს.

mestia

უნდა აღინიშნოს კურორტი ბაკურიანი, სადაც ჯერ კიდევ 1934 წელს გაიმართა პირველი შეჯიბრი თხილამურებით რბოლაში. მისი რამდენიმე სათხილამურო ტრასიდან  ერთ-ერთი, ტატრა-პომა, საქართველოში ერთადერთი სერთიფიცირებული ტრასაა საერთაშორისო სამთო–სათხილამურო ფედერაციის მიერ. ეს, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს   ჩვენი ქვეყნის დიდ ტურისტულ პოტენციალს.

 

ტექსტი: ივანე ქეშიკაშვილი

ჟურნალი “ბომონდის” თებერვლის ნომრისთვის