PANTHEON ROMA – უკვდავი სიყვარულის არომატი

ნამდვილი პარფიუმერიის მოყვარულები  არჩევანს ყოველთვის ნიშურ სუნამოებზე აკეთებენ. დღესდღეობით უამრავი ბრენდია, რომელიც გვთავაზობს ასეთ ნაწარმს. ამ ბრენდების უმრავლესობა დიდი  შემოქმედებითი ისტორიის მატარებელია. ასეთივეა იტალიური PANTHEON ROMA.

DSC_2726

ბრენდის ინსპირაცია საკმაოდ მომხიბლავი და დასამახსოვრებელია. ის  იტალიური რენესანსის ბუმბერაზი წარმომადგენელის, რაფაელ სანციოს, სიყვარულის ისტორიითა შთაგონებული. როცა რაფაელმა რომის პაპის დავალებით დაიწყო ვატიკანის მოხატვა, უკვე დანიშნული იყო დედოფალი მედიჩის დისშვილ მარიაზე. მაგრამ ამ პერიოდში, მას უბრალო მცხობელის ქალიშვილი უზომოდ შეუყვარდა. სხვადასხვა ფენის წარმომადგნელებს შორის აკრძალული სიყვარული და ფარულად  გატარებული სასიყვარულო ღამე  ტრაგიკულად, რაფაელის გარდაცვალებით დასრულდა. რაფაელ სანციო ერთადერთი ხელოვანია, რომელიც პანთეონში დაკრძალეს. მასზე შეყვარებულმა მარგარეტმა კი თავი რაფაელის სიყვარულს მიუძღვნა და დარჩენილი სიცოცხლე იქვე ახლოს მონასტერში გაატარა.

DSC_2361

ამ ისტორიით ინსპირირებულმა ბრენდმა Pantheon-მა წარმოგვიდგინა ნიშა არომატების მთელი სერია, რომელიც საქართველოში L’Arome Boutique-ის მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი.

DSC_2380

ბრენდის ერთ-ერთი გამორჩეულად დასამახსოვრებელი არომატია Cosi Blue, რომელის სურნელიც საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა ბრენდის წარმომადგენელმა, ლეონე ფადელიმ, შემდეგნაირად განმარტა – „რენესანსის პერიოდის მისტიციზმისა და თავისუფლების გამოხატულება“. სუნამო მართლაც მოგვაგონებს ცის კრისტალურად სუფთა და ჰაეროვან არომატს, რომელიც თავისუფლებას, სიმშვიდესა და ერთგვარ მისტიურობას გვანიჭებს.

DSC_2665

აღნიშნული სერიიდან ასევე აღსანიშნავია Dolce Passione, რომლის არომატიც გამოხატავს სიამოვნებისა და ნეტარების სპონტანურ განცდას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სუნამო უნისექსია, ანუ შესაძლებელია იპკუროს როგორც ქალბატონმა, ასევე მამაკაცმა.

DSC_2692

ტექსტი: ივანე ქეშიკაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s