MOSCHINO [tv] H&M უკვე საქართველოში!

3 ნოემბერს, საქართველოში H&M-მა ქართული პრესა და მოდის მოყვარულები ახალი კოლექციის პრეზენტაციაზე დაპატიჟა. H&M-ისა იტალიური ბრენდის MOSCHINO-ს მორიგი კოლაბორაციის პრეზენტაცია ათეული დღის წინ შენდგა ნიუ-იორკში, სადაც სამოსი პოდიუმზე მოირგეს ისეთმა მოდელებმა როგორებიც არიან ნაომი ქემპბელი, ბელა და ჯიჯი ჰადიდები და სხვა. კოლექცია ჯერემი სკოტმა 90-იანი წლების ნიუ-იორკული სტილის ინსპირაციით შექმნა. სამოსზე შევხვდებით დისნეის სხვადასხვა გმირების პრინტებს და რაც მთავარია ბრენდი მოსკინოს ყველა დამახასიათებელ დეტალს.

45407911_1268527819956627_764660111770648576_o

საღამოც შესაბამისად 90-იანი წლების ჰიტებით იყო გაფორმებული. ცისარტყელის ფერებში გადაწყვეტილი „წითელი ხალიჩა“  კი სტუმრებს პირდაპირ მაღაზიაში ეპატიჟებოდა. საღამოს სტუმრებმა საქართველოში პირველებმა შეძლეს  MOSCHINO [tv] H&M-ის ქუჩის ენერგიით და პოპკულტურით შთაგონებული, გლამურული და ამავდროულად იუმორისა და მხიარული განწყობის მატარებელი ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლისა და აქსესუარების შეძენა.

კოლექციის შეძენა 8 ნოემბრიდან უკვე შესაძლებელია H&M-ის მაღაზიებში.

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

Dans Ma Bulle – არომატი თანამედროვე ქალებზე

Carven-ის სუნამოები ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი არომატებია მსოფლიოში. ბრენდს 30 მამაკაცისა და ქალის პარფიუმი აქვს გამოშვებული 1946 წლიდან დღემდე. Carven-ის მორიგი სიახლე Dans Ma Bulle-ა. სუნამოს არომატზე სამმა პარფიუმერმა იმუშავა : Patricia Choux , Violaine Collas , და Véronique Nyberg of MANE-მ. პარფიუმის ტოპ ნოტები ყვავილოვანი და  შუშხუნაა, რომელსაც დაბალი მერქნოვანი ინგრედიენტები სიღრმეს სძენს.

carven-dans-ma-bulle-avis (1)

ეს გახლავთ არომატი თანამედროვე ქალებზე, რომლებიც ყოველტვის მიჰყვებიან მოდასა და დამკვიდრებულ ტენდენციებს. ისინი თანამედროვეები, თავისუფლები და ცნობისმოყვარეები არიან. ქარვენის ქალბატონებს აქვთ საკუთარი სამყარო , საკუთარი იმიჯით, რომელიც შედგება მეგობრობის, სოლიდარობისა და მიღებული გამოცდილების გაზიარებისგან. ეს სივრცე სავსეა მათი გავლენებით, ინსპირაციებითა და სილამაზით, რომელშიც სამოგზაუროდ Dans Ma Bulle გეპატიჟებათ.

534d69bb51f12180bcb089d5dd29d053

სუნამოს ზედა ნოტები მხოლოდ ყვავილებისა და ციტრუსებისგან შედგება. პიონის, ვარდის, ბერგამოტისა და ლიმონის ნოტები გაერთიანებულია შუა არომატებთან, რომელიც მოიცავს ლილიის, მსხლისა და ატმის ნოტებს. მათი შერწყმით საბაზისო ინგრედიენტებთან, ფაჩულთან, ვანილისა და სანდალოსის ხესთან მიიღება ის დაუვიწყარი სითხე, რომელიც მოთავსებულია ულამაზეს გამჭირვალე ფლაკონში.

სუნამო უკვე ხელმისაწვდომია კომპანია „ისი პარის“ მაღაზიათა ქსელში  30, 50 და 100 მილიგრამიან შეფუთვაში.

carven dans ma bulle

ახალი სკანდალური სურნელი Zadig & Voltaire-სგან!

ყოველთვის სკანდალური Zadig & Voltaire საზოგადოებას წარმოუდგენს ქალის ახალ სუნამოს Girls Can Do Anything . პარფიუმის სახელწოდება უკვე მიგვანიშნებს, თუ რა შთაგონებით შეიქმნა ახალი სურნელი. სუნამოს მატარებელი მანდილოსანი გაბედული, თავისუფალი და საღად მოაზროვნეა. ის ფემინისტია, რომელიც თავისუფლებას ანიჭებს საკუთარ გონებასა და სხეულს. სწორედ მიზანდასახული, ყოველთვის აქტიური და სტანდარტული აზროვნებისგან თავისუფალი ადამიანებისთვისაა Zadig & Voltaire-ის მორიგი სიახლე.

რაც შეეხება სურნელს, ის ნაზი, დასამახსოვრებელი და თბილია. მისი მთავარი ინგრედიენტები ბერგამოტი, მსხალი და ფორთოხლის ყვავილია. ის გაერთიანებულია მკვეთრი ამბროქსინის დიდი დოზით, ვანილითა და მუშკით. ყოველთვის ახალგაზრდული სურნელი მრავალფეროვნებასა და პროვოკაციულობას არ კარგავს და სუნამოს პკურებისას უფრო თავისუფალს გვხდის.

Zadig-Voltaire-Girls-Can-Do-Anything-new-perfume-2018

სუნამოს ფლაკონის ინსპირაცია სტანდარტული წყლის ბოთლია, რომელსაც ძვირფასი მეტალის თავსახური აქვს. კრისტალის ფლაკონში მოთავსებული სითხე „ენერგიის დოზა“ ვარდისფერია, იმისთვის, რომ უფრო გაბედულად და ძლიერად ვიმოქმედოთ.

სუნამო ხელმისაწვდომია კომპანია “ისი პარის” მაღაზიათა ქსელში.