ბიუთი საიდუმლო და სიახლეები ჟურნალი ბომონდისგან

ჟურნალმა “ბომონდმა” ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთი პრესაახალწლო საღამო აჩუქა. ამჯერად გარემო აღსავსე იყო ფრანგული სულით, სამზარეულოთი და მუსიკით, რომლის თანხლებითაც შედგა ფრანგული ბრენდი NUXE-ის ახალი ხაზის პრეზენტაცია. Piano Bar-ის დახურულ ვერანდაზე, თავი მოიყარეს ქართველმა წარმატებულმა ქალებმა, რომლებიც ხშირად აოცებენ საზოგადოებას თავიანთი სილამაზით და რაც მტავარია Beauty საიდუმლოებებით.

DSC_6814

შეგახსენებთ, რომ ფრანგულ ბრენდს “NUXE” უკვე რამდენიმე წელია წარმოადგენს კომპანია “ჯი-პი-სი” საქართველოში, რომლის ამბასადორმაც დიკა ოქროპირიძემ ბრენდის ახალი ხაზის “Aquabella”-ს შესახებ  ისაუბრა. ნაკრები  დამზადებულია 100%-ით ნატურალური პროდუქტებით და არ შეიცავს არანაირ ქიმიურ ნაერთს. ხოლო შეგახსენებთ, რომ NUXE ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და კარგად გაყიდვადი ბიუთი ბრენდია მსოფლიოში.

DSC_7055

საღამოზე ასევე დაანონსდა “ბომონდის” მორიგი სიახლე. ჟურნალის რედაქტორი, თეა  აგლაძე საზოგადოებას სულ მალე წარუდგენს ახალ გამოცემას “ბომონდ-BEAUTY”-ს, საიდანაც მკითხველი შეძლებს მიიღოს უამრავი რჩევა იმისთვის, თუ როგორ გამოიყურებოდეს უკეთესად. მისი განცხადებით, ასევე ბევრი სიურპრიზი ელოდება ჟურნალი “ბომონდის” ერთგულ მკითხველს.

DSC_6876

DSC_6926