Irma de Flore – ქართული ბრენდი განსხვავებული კონცეფციით

მოგეხსენებათ, ტრადიციულად მაისის პირველ ხუთშაბათს საქართველოში Mercedes Benz Fashion Week იმართება, სადაც საქართველოში მოღვაწე ყველა წარმატებული დიზაინერი იღებს მონაწილეობას.  ღონისძიების ფარგლებში დიზაინერები წარმოადგენენ შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს. კვირეულის ფარგლებში უამრავ ჩვენებასთან ერთად იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება და პერფორმანსი.  ამჯერად, მოდის კვირეულს ფოტოგრაფი, დიზაინერი და ვიზუალური არტისტი ირმა შარიქაძე გახსნის  თავისი ბრენდით „Irma de Flore”. მოგეხსენებათ ბრენდი საზოგადოებას  პერფორმანსების სახით აცნობს არამხოლოდ სამოსს, არამედ აცოცხლებს სხვადასხვა ეპოქის ლეგენდებსა და რეალურ ისტორიებს. ამჯერად, დიზაინერის ინსპირაცია სარაჯიშვილის ეპოქის საქართველო და იმდროინდელი სალონური წვეულებაა. ირმას გაკეთებული შოუები ყოველთვის ხდება უცხოელი სტუმრების აღფრთოვანების მიზეზი, რასაც ისინი სხვადასხვა ცნობილ გამოცემებში აღწერენ. ინტერვიუში დიზაინერი დაწვრილებით გვესაუბრება მომავალ პერფორმანსზე და გვიზიარებს საკუთარ ხედვებს საქართველოში მდგარ ინდუსტრიულ პრობლემებზე.

Irma spring by Ilya 2019 1 web

 ირმა, თქვენ ხსნით მოდის კვირეულს. გაგვიმხილეთ რას უმზადებთ საზოგადოებას და ამჯერად რითი გააოცებთ მათ?

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ორ მაისს “Irma de Flore” გახსნის Mercedes Benz Fashion Week-ს. აქვე გეტყვით, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი გახსნა, არამედ  იქნება სალონური მიღება, პერფორმანსი ეძღვნება დავით სარაჯიშვილის ეპოქას, რომლის სახელია „ჩუმ ბაღნარში“. პროექტის პარტნიორია მწერალთა სახლი, გალერეა გამრეკელი და რესტორანი „ბარბარესთან“. რესტორანი „ბარბარესთან და შეფი „გიორგი სარაჯიშვილი“  სტუმრებს მაღალი სამზარეულოს ქართული ფუჟენით უმასპინძლებს. პროექტის მხარდამჭერია კონიაკი სარაჯიშვილი, ნირვანა მწვანე სახლი და ჯეო ვოისი.

კოლეცქია შთაგონებულია ატმის ყვავილობანი ბაღებით, გადაღებებიც ატმის ბაღებში კახეთში გვქონდა. კოლექციაში გამოყენებულია ნატურალური ქსოვილები: აბრეშუმი, ბარხატი და სხვა. შიფონისა და ორგანზის კომბინაცია ჰაეროვანებას მატებს სილუეტებს. კოლექციაში ჭარბობს ვარდისფერის ღია ტონალობები, ასევე ინტენსიური ლურჯი, ბალახისფერი მწვანე და ალისფერი წითელი. ტრადიციულად ახალ სეზონშიც გავქვს კიმონოს ახალი მოდელები.

IRMA DE FLORE-Poster-A1

სიმბოლისტმა პოეტმა ტიციან ტაბიძემ აღმოსავლეთ დასავლეთის კულტურისა და ესთეტიკის შერწყმა გადმოსცა მეტაფორით “ჰაფეზის ვარდი მე პრუდონის ჩავდე ვაზაში”. ქართული ბაღის სიმბოლო ქართველი ხელოვანებისთვის იყო  მწერალთა სახლი, სადაც ხდებოდა ამ ორი კულტურის შერწყმა. ადგილი, სადაც იქმნებოდა და იქმნება ავთენტური და განუმეორებელი ქართული ხელოვნება.

ივენთი დახურულია და ვფიქრობ, უცხოელი სტუმრები ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცევიან, რადგან მთლიანი ღონისძიება  გაცოცხლებული სალონური ცხოვრებაა, ოღონდ ძალიან თანამედროვე წაკითხვით. ღონისძიებისთვის  სპეციალურად შეიქმნა მუსიკა, გიორგი ჩუბინიშვილის და ვიქტორ დოლიძის რომანსების თანამედროვე ინტერპრეტაცია, რომელიც ძალიან ნიჭიერ მუსიკოსს გიორგი შამანაურს ეკუთვნის.

Irma de Flore 2019 mbfw 6 web

თქვენს პერფორმანსებში მონაწილეობას ყოველთვის იღებენ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქალები. ამჯერად ვის ვიხილავთ შოუზე?

პერფორმანსში მხოლოდ ჩემი მშვენიერი მუზები მიიღებენ მონაწილეობას ნიჭიერი და ლამაზი ქალები, თეა დარჩია, ნათია ბუნტური, ნინა გოგუა, კრისტი ყიფშიძე, ლიკა ევგენიზე, ანკა ვასაძე. ისინი  ტრადიციულად ყველა პერფორმანსში მონაწილეობენ და დიდი მადლობა მათ შთაგონებისთვის..  ასევე  გადავწყვიტე სიახლე შემეტანა ჩემს შოუში და შედეგად  ცნობილ პოეტებს თეონა დოლენჯაშვილს და ქეთი ნიჟარაძეს პოეტური დუელი ექნებათ. აფიშაზე საოცარი თეა დარჩია და ატმის ყვავილივით ნორჩი ანასტასიაა. აფიშის ფანტასტიური დიზაინისთვის მადლობა ძვირფას ბესო დანელიას.

Irma de Flore 2019 mbfw 2 web

ყოველთვის ძალიან საინტერეო და გამორჩეულია თქვენი ხელწერა. თუ როგორ უკავშირებთ ინსპრიაციებსა და თანამედროვე მოდის ტენდენციებს ერთმანეთს.

ბრენდის აქვს ამბიცია იყოს ტრენდების მიღმა, ირმა დე ფლორე არის ელეგნტური ქალი, რომელიც მუზაც  და პოეტიცაა ერთდროულად. მას აქვს გამოკვეთილის ინდივიდუალიზმი, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და კარგი იუმორის გრძნობაც აქვს.. ყველამ ვიცით, რომ მოდა გახდა ძალიან სპორტული და პრაქტიკული. მე  პირადად დიდ კომფორტს მიქმნის ხაზგასმით ელეგანტური სამოსი, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მსიამოვნებს კაბა რომ მაცვია. ზოგადად ჩემს შემთხვევაში ყოველთვის პერფორმანსს ერგება კოლექცია და არა რაიმე ტენდს.  რა თქმა უნდა ამბის მოყოლის სხვანაირი, ახალი ფორმა მგონია ძალიან მნიშვნელოვანი. მოდის ჩვენება ტრადიციული გაგებით აღარ არის საინტერესო და მსოფლიოც რაღაც ახალს ელოდება.

Irma de Flore 2019 mbfw 1 web

თქვენთვის როგორია ერთ პერფორმანსში იყოთ დიზაინერი, მონაწილე, პერფორმანსის არტ დირექტორი, სცენარისტი, დეკორაციის მხატვარი და ასე შემდეგ?

ყოველ წელს ეს ჩემთვის დიდი და ძალიან სასიამოვნო გამოწვევაა. ეს სტიქიური და შემოქმედებითი პროცესია, რადგან გადამწყვეტი საკითხები ყოველთვის ჩემზეა მომაგრებული. ძალიან საინტერესოა ჩემთვის შემოქმედებითი ძიების პროცესი და კოლაბორაცია საინტერესო და ნიჭიერ არტისტებტან. ეს მაგიური პროცესია და ძალიან მიჭირს მარტივად ამის ახსნა. ერთხელ ამოვიკითხე რომ „ადამიანი არ შეიძლება იყოს სრულყოფილი, მაგრამ შეიძლება იყოს ტოტალური“. ვფიქრობ ამ ტოტალურობაშია ძალა, რომლითაც შეგიძლია დიდ მწვერვალებს მიაღწიო.

Irma de Flore 2019 mbfw 5 web

თქვენ ხართ ასეთი კონცეფციის მატარებელი ერთადერთი ბრენდი საქართველოში, რომელიც სულ პერფორმანსებით აკებეთს კოლექციების წარდგენას. თქვენი აზრით რა აკლია ქართულ სივრცეს იმისთვის რომ ასეთმა ბრენდებმა იარსებონ?

ზოგადად ინდუსტრია არ არსებობს, არის ქსოვილების დეფიციტი, მენეჯმენტის პრობლემა, არ არიან კვალიფიციური კადრები. ჩვენს რეალობაში დიზაინერი უნდა იყოს მენეჯერიც, სოციალური აგენტიც, მომმარაგებელიც და ასე შემდეგ. ყველა აქ მოღვაწე დიზაინერს უწევს თითქმის ამ ყველა საქმის კეთება. იყო დიზაინერი ეს ძალიან რთული პროფესიაა მიუხედავად  ამისა  საქართველოში არსებობენ ძალიან ნიჭიერი დიზაინერები, რომლებიც უკვე მსოფლიო მოდის პრესის ყურადღების ცენტრში არიან და მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, როგორც სახელმწიფოს ასევე ბიზნესის მხრიდან. ყველამ ვიცით, რომ ქართველი დიზაინერების სამოსი აცვით მსოფლიო რანგის ვარსკვლავებს.

By Irma Sharikadze bloom web

Photo: Irma Sharikadze

Apparel: Irma de Flore

Muses: Tea Darchia & Anastasia Davidson

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s