„გლამურული მოგზაური “ H&M-სგან

„გლამურული მოგზაური “ H&M სტუდიოს ახალი საზაფხულო კოლექციაა. შეგახსენებთ, ბრენდის ეს ხაზი წელიწადში ორჯერ უშვებს კოლექციას და ის მოიცავს უახლესი ტრენდებით შთაგონებულ ქსოვილებს, ფერებსა და სილუეტებს. H&M ყოველთვის ანებივრებს თავის მომხმარებლებს უამრავი სიახლითა და დაუვიწყარი სამოსით.


1079-6_HM_Studio_SS19_look_book


როგორც პერნილა ვოლფარტი, ბრენდის დიზაინის მთავარი ხელმძღვანელი ამბობს: “ჩვენ ვქმნით კოლექციას ქალისთვის, რომელმაც არ იცის შეზღუდვები. საღამოს ის ფარფლებიანი ქვედაბოლოთი იწონებს თავს გლამურულ წვეულებაზე, დილით კი, ადრე დგება, რათა ვერცხლისფერი ლეგინსით იოგას მიაშუროს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდ სიხარულს გვანიჭებს ამ კოლექციის წარდგენა სედონა, არიზონაში“.


19_10-A-Studio_3


პასტელურ ფერებში წარმოდგენილი კოლექცია, ამერიკაში მოგზაურ გლამურულ გოგონას განასახიერებს, რომელიც მოხიბლულია იუტას ულამაზესი პეიზაჟებით და მზადაა საკუთარი სამოსითა და სტილით მოაჯადოვოს ყველა შემხვედრი. ასევე კოლექციაში გამოყენებულია სხვადასხვა ცხოველის პრინტი, რომელთა ფერთა გრადაციაც მარტივ ლუქებს დასამახსოვრებელსა და სასურველს ხდის.


19_10-A-Studio_5


 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s