BAD BOY – ელვისებური ზეგავლენა

დევიზი ”რა კარგია იყო ცუდი”, განასახიერებს ბრენდ კაროლინა ერერას მამაკაცის ახალი, რიგით მეცხრე სუნამოს შექმნის არსს. ამ გასაოცარი არომატის კონცეპციაზე მუშაობდა კაროლინა ერერა დე ბაეზი, პარფიუმერ კვენტინ ბიშემსა და ლუიზა ტერნერთან ერთად. ამ შემოქმედებითმა ტანდემმა შექმნა სრულიად არაჩვეულებრივი, ინტენსიური და ენერგიული ნოტებით დატვირთული პარფიუმერული კომპოზიცია „Bad BOY”.

maxresdefault

სუნამო თამამი სიმბოლოა აბსოლუტურად განსხვავებული მამაკაცურობისა, რომელიც განასახიერებს ორმაგ პერსონაჟს და უშიშარი, მძლავრი, ყოვლისშემძლე გმირის პარალელურად, წარმოგვიდგენს მგრძნობიარე, თანაგრძნობით სავსე, დაუცველ ნატურას. იგი ზუსტად ასახავს თანამედროვე მამაკაცის ცხოვრებისულ ნათელ და მუქ მხარეებს და წარმოადგენს იმ არაპროგნოზირებადი, არაორდინალური, მაგრამ საკმაოდ მიმზიდველი მამაკაცების ერთგვარ ნიშას, რომლებიც ყოველთვის საკუთარი თავისა და პრიციპების ერთგულები არიან.

carolina-herrera-bad-boy-parfum-perfume-2019-001-600x400

სუნამოს სიმბოლო შავ-ოქროსფერი ელვაა და არომატიც ელვისებურად სწრაფად და ზუსტად ახდენს გავლენას წარმოსახვაზე.

carolina-herrera-bad-boy-parfum-perfume-2019-003

სუნამო განეკუთვნება აღმოსავლური პიკანტური არომატების ჯგუფს, რაც მიზიდულობის გამორჩეული საშუალებაა. სალბის, მწვანე ბერგამოტისა და წიწაკის მკაფიო ნოტები შერწყმლია კაკაოს, ამბრისა და კედრის ეგზოტიკურად მგრძნობიარე სურნელთან.

არომატის ფეთქებადი, მაგრამ დახვეწილი მხარეები, ისევე თამამად ასახავს თანამედროვე მამაკაცურობის, გამბედაობისა და უშიშრობის სხვადასხვა ასპექტებს, როგორი თამამიც აქვს თავად სახელწოდება “Bad BOY”.

სუნამო ხელმისაწვდომია კომპანია “ისი პარის” ნებისმიერ ფილიალში.

 

ახალი სურნელი Twilly d`Hermes

182 წლიანი ისტორიის მატარებელმა ფრანგულმა  ბრენდმა ჰერმესმა, რომლის სახელიც ასოცირდება სტატუსთან და სიძვირესთნ, გადაწყვიტა ახალგაზრდა აუდიტორიის ყურადღების კიდევ ერთხელ მიპყრობა. ბრენდმა საზოგადოებას ახალი Twilly d`Hermes წარუდგინა, რომელიც სიმბოლოა ახალგაზრდობის, მიმზიდველობისა და პიკანტურობის.

NMC51QG_az

სუნამო გაჟღენთილია ციტრუსოვანი და ყვავილოვანი ინგრედიენტებით. მისი მთავარი ნოტები ჯინჯერი, მწარე ფორთოხალი და ბერგამოტია. მყვირალა და მოელვარე სურნელი შეზავებულია მის დაბალ ნოტებთან ტუბეროზასთან, ჟასმინთან და ვანილთან, რომელიც მას სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას მატებს. მისი ერთ-ერთი ინგრედიენტი სანდალოსის ხეა, რომელიც სურნელს ღრმასა და დაუვიწყარს ხდის. 

72198837_2548287805228455_7794814490561740800_n

Twilly d`Hermes  ხელს უწყობს ახალგაზრდა გოგონებისა და ჰერმესის საიდუმლო კავშირს.  მომხიბლავი ფლაკონის სახურავზე ხელით შეკრული  ორნამენტებიანი  აბრეშუმის თასმა კი, ხაზს უსვამს აღნიშნული კავშირისათვის დამახასიათებელ ჰაეროვნებასა და კეკლუცობას. სუნამო მოთავსებულია 30, 50 და 85 მილიგრამიან შეფუთვაში და ხელმისაწვდომია პარფიუმერული ქსელის “ისი პარი” ნებისმიერ მაღაზიაში.

Hermes_TWILLY_D_HERMES_EAU_POIVREE_W_001

Oscar & the wolf – კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო

საქართველოში MONUMENT-ის მოწვევით კიდევ ერთხელ ჩამოვა და კონცერტს გამართავს პოპულარული ბელგიური ჯგუფი Oscar & the wolf. ჯგუფი საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი საყვარელი შემსრულებელია. ბენდი საერთაშორისო ასპარეზზე 2013 წელს სიმღერით  “Orange Sky”  გამოჩნდა, რომელიც მალევე გახდა ბელგიის ჩარტების მოწინავე ჩანაწერი. წარმატებული სინგლის მიუხედავად, ჯგუფის სადებიუტო ალბომი ENTITY გახდა დიდი მითქმა-მოთქმისა და მოწონების საგანი მუსიკალურ სივრცეში, რომლის პრეზენტაციაც 2014 წელს შედგა.

1878881

2014 წლიდან მოყოლებული ბენდმა მმიიღო უამრავი საერთსშორისო ჯილდო,  რომლებიც მათი სინგლებისა და ალბომების გაყიდვებზეც აისახა. 2014 წლიდან ბენდი ხდება საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი, მათ მსმენელებიც რა თქმა უნდა საქართველოშიც უჩნდებათ. საქართველოში მათი ყველაზე პოპულარული კომპოზიცია You’re mine-ია, რომელიც 2015 წლიდან დღემდე პოპულარობას არ კარგავს.

ჯგუფის მეორე სტუდიური ალბომი “Infinity”-ია, რომლის რელიზიც 2017 წელს შედგა. ალბომის წარმატებისგან გამომდინარე Oscar & the wolf-მა დაიწყო ევროპის მასშტაბით ტურნეზე მოგზაურობა, რომლის მასშტაბითაც გაიმართა უამრავი კონცერტი, მათ შორის საქართველოშიც. წელს 12 ოქტომბერს ბენდი მეორედ სტუმრობს თბილისს რადგან მსმენელისთვის გამართოს კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო.

edaca5a4-hebrew-1024x538

ასევე ბენდის პოპულარული ჩანაწერი ემი ვაინჰაუსის „Back to Black”-ის ქავერ ვერსიაა, რომელიც სპეციალურად ფილმისთვის შეიქმნა. ქავერმა ასევე დაიკავა ჩარტებში მოწინავე ადგილები და ოქროს დისკის სერთიფიკატიც აიღო.