Oscar & the wolf – კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო

საქართველოში MONUMENT-ის მოწვევით კიდევ ერთხელ ჩამოვა და კონცერტს გამართავს პოპულარული ბელგიური ჯგუფი Oscar & the wolf. ჯგუფი საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი საყვარელი შემსრულებელია. ბენდი საერთაშორისო ასპარეზზე 2013 წელს სიმღერით  “Orange Sky”  გამოჩნდა, რომელიც მალევე გახდა ბელგიის ჩარტების მოწინავე ჩანაწერი. წარმატებული სინგლის მიუხედავად, ჯგუფის სადებიუტო ალბომი ENTITY გახდა დიდი მითქმა-მოთქმისა და მოწონების საგანი მუსიკალურ სივრცეში, რომლის პრეზენტაციაც 2014 წელს შედგა.

1878881

2014 წლიდან მოყოლებული ბენდმა მმიიღო უამრავი საერთსშორისო ჯილდო,  რომლებიც მათი სინგლებისა და ალბომების გაყიდვებზეც აისახა. 2014 წლიდან ბენდი ხდება საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი, მათ მსმენელებიც რა თქმა უნდა საქართველოშიც უჩნდებათ. საქართველოში მათი ყველაზე პოპულარული კომპოზიცია You’re mine-ია, რომელიც 2015 წლიდან დღემდე პოპულარობას არ კარგავს.

ჯგუფის მეორე სტუდიური ალბომი “Infinity”-ია, რომლის რელიზიც 2017 წელს შედგა. ალბომის წარმატებისგან გამომდინარე Oscar & the wolf-მა დაიწყო ევროპის მასშტაბით ტურნეზე მოგზაურობა, რომლის მასშტაბითაც გაიმართა უამრავი კონცერტი, მათ შორის საქართველოშიც. წელს 12 ოქტომბერს ბენდი მეორედ სტუმრობს თბილისს რადგან მსმენელისთვის გამართოს კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო.

edaca5a4-hebrew-1024x538

ასევე ბენდის პოპულარული ჩანაწერი ემი ვაინჰაუსის „Back to Black”-ის ქავერ ვერსიაა, რომელიც სპეციალურად ფილმისთვის შეიქმნა. ქავერმა ასევე დაიკავა ჩარტებში მოწინავე ადგილები და ოქროს დისკის სერთიფიკატიც აიღო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s