Wood – არომატი თავდაჯერებული ახალგაზრდებისთვის

იტალიურ ბრენდებზე საუბრისას, არასოდეს გვრჩება ორი ტყუპი ძმის დაარსებული ხაზი DSQUARED2 ყურადღების გარეშე. შედარებით ახალგაზრდა იტალიურ-კანადური ბრენდი უკვე 20 წელზე მეტს ითვლის და აწარმოებს როგორც მამაკაცის, ასევე ქალისა და ბავშვის სამოსს, აქსესუარებსა და პარფიუმერიას. DSQUARED2-ს 2006 წლიდან დღემდე 19 სუნამო აქვს გამოშვებული აქედან 17 კი WOOD-ის სერიისაა.

olfatto-40-dsquuared2-lei-lui-slider

სერიის უკანასკნელი სიახლე Wood for him და Wood for her-ია, რომლის პრეზენტაციაც საქართველოში სულ რამდენიმე დრის წინ, კომპანია „ისი პარიმ“ ჩაატარა. Wood-ი განკუთვნილია ახალგაზრდული, თავდაჯერებული და სექსუალური ადამიანებისთვის, როგორებსაც  ვხედავთ სუნამოს რეკლამაში. შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი სარეკლამო რგოლი, ცნობილ ფოტოგრაფებსა და რეჟისორებს MERT + MARCUS-ს ეკუვნით.

Dsquared2-Wood-Fragrance-Campaign-003

Wood for him-ის მთავარი ინგრედიენტები კალაბრიული ბერგამოტი, სიცილიური ლიმონი და მანდარინია. ეს ციტრუსოვანი ნოტები სუნამოს ჰაეროვნებას მატებს. პარფიუმის შუა ნოტები იმბირი, იის ფურცელი და კარდამონია, რომელიც არომანტს უფრო ელეგანტურს ქმნის. სუნამოს მთავარი შარმი კი მის ქვედა ნოტებშია. ვეტივერი, თეთრი მერქნი და ამბროქსინის მოლეკულა არომატს სიღრმესა და სიძლიერეს მატებს, რომლის ჯადოსნურ ფლაკონში ერთად მოთავსებისას ვიღებთ დაუვიწყარ სურნელს.

DS16401-WOOD-PERFUMES-ADV-LAYOUT-DPS-03-1440x892

Wood for her  შედარებით ნაზი და ჰაეროვანია. ქალებისთვის განკუთვნილი სუნამოს მთავარი ნოტები სიცილიური მანდარინი, შროშანი, მაგნოლია და ოსმანტუსია, რომელიც არომატის მთავარ სურნელს წამოადგენს. ნაზი ზემოქმედება შუა ნოტებთან, როგორიცაა ჟასმინი და ჟოლოს ფოთლები მას უფრო ჰაეროვანს ქმნის. ამ ყვავილოვანი არომატების ურთიერთობა საბაზისო მერქნოვან ნოტებთან, კედართან და თეთრ მერქანთან ქმნის ვარდისფერ სითხეს, რომელიც გამჭირვალე ხის თავსახურიან ფლაკონშია მოთავსებული.

DSQUARED2-ს სუნამოები ხელმისაწვდომია კომპანია “ისი პარის“ ნებისმიერ მაღაზიათა ქსელში.

Advertisements

„გლამურული მოგზაური “ H&M-სგან

„გლამურული მოგზაური “ H&M სტუდიოს ახალი საზაფხულო კოლექციაა. შეგახსენებთ, ბრენდის ეს ხაზი წელიწადში ორჯერ უშვებს კოლექციას და ის მოიცავს უახლესი ტრენდებით შთაგონებულ ქსოვილებს, ფერებსა და სილუეტებს. H&M ყოველთვის ანებივრებს თავის მომხმარებლებს უამრავი სიახლითა და დაუვიწყარი სამოსით.


1079-6_HM_Studio_SS19_look_book


როგორც პერნილა ვოლფარტი, ბრენდის დიზაინის მთავარი ხელმძღვანელი ამბობს: “ჩვენ ვქმნით კოლექციას ქალისთვის, რომელმაც არ იცის შეზღუდვები. საღამოს ის ფარფლებიანი ქვედაბოლოთი იწონებს თავს გლამურულ წვეულებაზე, დილით კი, ადრე დგება, რათა ვერცხლისფერი ლეგინსით იოგას მიაშუროს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდ სიხარულს გვანიჭებს ამ კოლექციის წარდგენა სედონა, არიზონაში“.


19_10-A-Studio_3


პასტელურ ფერებში წარმოდგენილი კოლექცია, ამერიკაში მოგზაურ გლამურულ გოგონას განასახიერებს, რომელიც მოხიბლულია იუტას ულამაზესი პეიზაჟებით და მზადაა საკუთარი სამოსითა და სტილით მოაჯადოვოს ყველა შემხვედრი. ასევე კოლექციაში გამოყენებულია სხვადასხვა ცხოველის პრინტი, რომელთა ფერთა გრადაციაც მარტივ ლუქებს დასამახსოვრებელსა და სასურველს ხდის.


19_10-A-Studio_5


 

Irma de Flore – ქართული ბრენდი განსხვავებული კონცეფციით

მოგეხსენებათ, ტრადიციულად მაისის პირველ ხუთშაბათს საქართველოში Mercedes Benz Fashion Week იმართება, სადაც საქართველოში მოღვაწე ყველა წარმატებული დიზაინერი იღებს მონაწილეობას.  ღონისძიების ფარგლებში დიზაინერები წარმოადგენენ შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს. კვირეულის ფარგლებში უამრავ ჩვენებასთან ერთად იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება და პერფორმანსი.  ამჯერად, მოდის კვირეულს ფოტოგრაფი, დიზაინერი და ვიზუალური არტისტი ირმა შარიქაძე გახსნის  თავისი ბრენდით „Irma de Flore”. მოგეხსენებათ ბრენდი საზოგადოებას  პერფორმანსების სახით აცნობს არამხოლოდ სამოსს, არამედ აცოცხლებს სხვადასხვა ეპოქის ლეგენდებსა და რეალურ ისტორიებს. ამჯერად, დიზაინერის ინსპირაცია სარაჯიშვილის ეპოქის საქართველო და იმდროინდელი სალონური წვეულებაა. ირმას გაკეთებული შოუები ყოველთვის ხდება უცხოელი სტუმრების აღფრთოვანების მიზეზი, რასაც ისინი სხვადასხვა ცნობილ გამოცემებში აღწერენ. ინტერვიუში დიზაინერი დაწვრილებით გვესაუბრება მომავალ პერფორმანსზე და გვიზიარებს საკუთარ ხედვებს საქართველოში მდგარ ინდუსტრიულ პრობლემებზე.

Irma spring by Ilya 2019 1 web

 ირმა, თქვენ ხსნით მოდის კვირეულს. გაგვიმხილეთ რას უმზადებთ საზოგადოებას და ამჯერად რითი გააოცებთ მათ?

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ორ მაისს “Irma de Flore” გახსნის Mercedes Benz Fashion Week-ს. აქვე გეტყვით, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი გახსნა, არამედ  იქნება სალონური მიღება, პერფორმანსი ეძღვნება დავით სარაჯიშვილის ეპოქას, რომლის სახელია „ჩუმ ბაღნარში“. პროექტის პარტნიორია მწერალთა სახლი, გალერეა გამრეკელი და რესტორანი „ბარბარესთან“. რესტორანი „ბარბარესთან და შეფი „გიორგი სარაჯიშვილი“  სტუმრებს მაღალი სამზარეულოს ქართული ფუჟენით უმასპინძლებს. პროექტის მხარდამჭერია კონიაკი სარაჯიშვილი, ნირვანა მწვანე სახლი და ჯეო ვოისი.

კოლეცქია შთაგონებულია ატმის ყვავილობანი ბაღებით, გადაღებებიც ატმის ბაღებში კახეთში გვქონდა. კოლექციაში გამოყენებულია ნატურალური ქსოვილები: აბრეშუმი, ბარხატი და სხვა. შიფონისა და ორგანზის კომბინაცია ჰაეროვანებას მატებს სილუეტებს. კოლექციაში ჭარბობს ვარდისფერის ღია ტონალობები, ასევე ინტენსიური ლურჯი, ბალახისფერი მწვანე და ალისფერი წითელი. ტრადიციულად ახალ სეზონშიც გავქვს კიმონოს ახალი მოდელები.

IRMA DE FLORE-Poster-A1

სიმბოლისტმა პოეტმა ტიციან ტაბიძემ აღმოსავლეთ დასავლეთის კულტურისა და ესთეტიკის შერწყმა გადმოსცა მეტაფორით “ჰაფეზის ვარდი მე პრუდონის ჩავდე ვაზაში”. ქართული ბაღის სიმბოლო ქართველი ხელოვანებისთვის იყო  მწერალთა სახლი, სადაც ხდებოდა ამ ორი კულტურის შერწყმა. ადგილი, სადაც იქმნებოდა და იქმნება ავთენტური და განუმეორებელი ქართული ხელოვნება.

ივენთი დახურულია და ვფიქრობ, უცხოელი სტუმრები ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცევიან, რადგან მთლიანი ღონისძიება  გაცოცხლებული სალონური ცხოვრებაა, ოღონდ ძალიან თანამედროვე წაკითხვით. ღონისძიებისთვის  სპეციალურად შეიქმნა მუსიკა, გიორგი ჩუბინიშვილის და ვიქტორ დოლიძის რომანსების თანამედროვე ინტერპრეტაცია, რომელიც ძალიან ნიჭიერ მუსიკოსს გიორგი შამანაურს ეკუთვნის.

Irma de Flore 2019 mbfw 6 web

თქვენს პერფორმანსებში მონაწილეობას ყოველთვის იღებენ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქალები. ამჯერად ვის ვიხილავთ შოუზე?

პერფორმანსში მხოლოდ ჩემი მშვენიერი მუზები მიიღებენ მონაწილეობას ნიჭიერი და ლამაზი ქალები, თეა დარჩია, ნათია ბუნტური, ნინა გოგუა, კრისტი ყიფშიძე, ლიკა ევგენიზე, ანკა ვასაძე. ისინი  ტრადიციულად ყველა პერფორმანსში მონაწილეობენ და დიდი მადლობა მათ შთაგონებისთვის..  ასევე  გადავწყვიტე სიახლე შემეტანა ჩემს შოუში და შედეგად  ცნობილ პოეტებს თეონა დოლენჯაშვილს და ქეთი ნიჟარაძეს პოეტური დუელი ექნებათ. აფიშაზე საოცარი თეა დარჩია და ატმის ყვავილივით ნორჩი ანასტასიაა. აფიშის ფანტასტიური დიზაინისთვის მადლობა ძვირფას ბესო დანელიას.

Irma de Flore 2019 mbfw 2 web

ყოველთვის ძალიან საინტერეო და გამორჩეულია თქვენი ხელწერა. თუ როგორ უკავშირებთ ინსპრიაციებსა და თანამედროვე მოდის ტენდენციებს ერთმანეთს.

ბრენდის აქვს ამბიცია იყოს ტრენდების მიღმა, ირმა დე ფლორე არის ელეგნტური ქალი, რომელიც მუზაც  და პოეტიცაა ერთდროულად. მას აქვს გამოკვეთილის ინდივიდუალიზმი, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და კარგი იუმორის გრძნობაც აქვს.. ყველამ ვიცით, რომ მოდა გახდა ძალიან სპორტული და პრაქტიკული. მე  პირადად დიდ კომფორტს მიქმნის ხაზგასმით ელეგანტური სამოსი, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მსიამოვნებს კაბა რომ მაცვია. ზოგადად ჩემს შემთხვევაში ყოველთვის პერფორმანსს ერგება კოლექცია და არა რაიმე ტენდს.  რა თქმა უნდა ამბის მოყოლის სხვანაირი, ახალი ფორმა მგონია ძალიან მნიშვნელოვანი. მოდის ჩვენება ტრადიციული გაგებით აღარ არის საინტერესო და მსოფლიოც რაღაც ახალს ელოდება.

Irma de Flore 2019 mbfw 1 web

თქვენთვის როგორია ერთ პერფორმანსში იყოთ დიზაინერი, მონაწილე, პერფორმანსის არტ დირექტორი, სცენარისტი, დეკორაციის მხატვარი და ასე შემდეგ?

ყოველ წელს ეს ჩემთვის დიდი და ძალიან სასიამოვნო გამოწვევაა. ეს სტიქიური და შემოქმედებითი პროცესია, რადგან გადამწყვეტი საკითხები ყოველთვის ჩემზეა მომაგრებული. ძალიან საინტერესოა ჩემთვის შემოქმედებითი ძიების პროცესი და კოლაბორაცია საინტერესო და ნიჭიერ არტისტებტან. ეს მაგიური პროცესია და ძალიან მიჭირს მარტივად ამის ახსნა. ერთხელ ამოვიკითხე რომ „ადამიანი არ შეიძლება იყოს სრულყოფილი, მაგრამ შეიძლება იყოს ტოტალური“. ვფიქრობ ამ ტოტალურობაშია ძალა, რომლითაც შეგიძლია დიდ მწვერვალებს მიაღწიო.

Irma de Flore 2019 mbfw 5 web

თქვენ ხართ ასეთი კონცეფციის მატარებელი ერთადერთი ბრენდი საქართველოში, რომელიც სულ პერფორმანსებით აკებეთს კოლექციების წარდგენას. თქვენი აზრით რა აკლია ქართულ სივრცეს იმისთვის რომ ასეთმა ბრენდებმა იარსებონ?

ზოგადად ინდუსტრია არ არსებობს, არის ქსოვილების დეფიციტი, მენეჯმენტის პრობლემა, არ არიან კვალიფიციური კადრები. ჩვენს რეალობაში დიზაინერი უნდა იყოს მენეჯერიც, სოციალური აგენტიც, მომმარაგებელიც და ასე შემდეგ. ყველა აქ მოღვაწე დიზაინერს უწევს თითქმის ამ ყველა საქმის კეთება. იყო დიზაინერი ეს ძალიან რთული პროფესიაა მიუხედავად  ამისა  საქართველოში არსებობენ ძალიან ნიჭიერი დიზაინერები, რომლებიც უკვე მსოფლიო მოდის პრესის ყურადღების ცენტრში არიან და მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, როგორც სახელმწიფოს ასევე ბიზნესის მხრიდან. ყველამ ვიცით, რომ ქართველი დიზაინერების სამოსი აცვით მსოფლიო რანგის ვარსკვლავებს.

By Irma Sharikadze bloom web

Photo: Irma Sharikadze

Apparel: Irma de Flore

Muses: Tea Darchia & Anastasia Davidson

ბიუთი საიდუმლო და სიახლეები ჟურნალი ბომონდისგან

ჟურნალმა “ბომონდმა” ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთი პრესაახალწლო საღამო აჩუქა. ამჯერად გარემო აღსავსე იყო ფრანგული სულით, სამზარეულოთი და მუსიკით, რომლის თანხლებითაც შედგა ფრანგული ბრენდი NUXE-ის ახალი ხაზის პრეზენტაცია. Piano Bar-ის დახურულ ვერანდაზე, თავი მოიყარეს ქართველმა წარმატებულმა ქალებმა, რომლებიც ხშირად აოცებენ საზოგადოებას თავიანთი სილამაზით და რაც მტავარია Beauty საიდუმლოებებით.

DSC_6814

შეგახსენებთ, რომ ფრანგულ ბრენდს “NUXE” უკვე რამდენიმე წელია წარმოადგენს კომპანია “ჯი-პი-სი” საქართველოში, რომლის ამბასადორმაც დიკა ოქროპირიძემ ბრენდის ახალი ხაზის “Aquabella”-ს შესახებ  ისაუბრა. ნაკრები  დამზადებულია 100%-ით ნატურალური პროდუქტებით და არ შეიცავს არანაირ ქიმიურ ნაერთს. ხოლო შეგახსენებთ, რომ NUXE ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და კარგად გაყიდვადი ბიუთი ბრენდია მსოფლიოში.

DSC_7055

საღამოზე ასევე დაანონსდა “ბომონდის” მორიგი სიახლე. ჟურნალის რედაქტორი, თეა  აგლაძე საზოგადოებას სულ მალე წარუდგენს ახალ გამოცემას “ბომონდ-BEAUTY”-ს, საიდანაც მკითხველი შეძლებს მიიღოს უამრავი რჩევა იმისთვის, თუ როგორ გამოიყურებოდეს უკეთესად. მისი განცხადებით, ასევე ბევრი სიურპრიზი ელოდება ჟურნალი “ბომონდის” ერთგულ მკითხველს.

DSC_6876

DSC_6926

MOSCHINO [tv] H&M უკვე საქართველოში!

3 ნოემბერს, საქართველოში H&M-მა ქართული პრესა და მოდის მოყვარულები ახალი კოლექციის პრეზენტაციაზე დაპატიჟა. H&M-ისა იტალიური ბრენდის MOSCHINO-ს მორიგი კოლაბორაციის პრეზენტაცია ათეული დღის წინ შენდგა ნიუ-იორკში, სადაც სამოსი პოდიუმზე მოირგეს ისეთმა მოდელებმა როგორებიც არიან ნაომი ქემპბელი, ბელა და ჯიჯი ჰადიდები და სხვა. კოლექცია ჯერემი სკოტმა 90-იანი წლების ნიუ-იორკული სტილის ინსპირაციით შექმნა. სამოსზე შევხვდებით დისნეის სხვადასხვა გმირების პრინტებს და რაც მთავარია ბრენდი მოსკინოს ყველა დამახასიათებელ დეტალს.

45407911_1268527819956627_764660111770648576_o

საღამოც შესაბამისად 90-იანი წლების ჰიტებით იყო გაფორმებული. ცისარტყელის ფერებში გადაწყვეტილი „წითელი ხალიჩა“  კი სტუმრებს პირდაპირ მაღაზიაში ეპატიჟებოდა. საღამოს სტუმრებმა საქართველოში პირველებმა შეძლეს  MOSCHINO [tv] H&M-ის ქუჩის ენერგიით და პოპკულტურით შთაგონებული, გლამურული და ამავდროულად იუმორისა და მხიარული განწყობის მატარებელი ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლისა და აქსესუარების შეძენა.

კოლექციის შეძენა 8 ნოემბრიდან უკვე შესაძლებელია H&M-ის მაღაზიებში.

This slideshow requires JavaScript.

Dans Ma Bulle – არომატი თანამედროვე ქალებზე

Carven-ის სუნამოები ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი არომატებია მსოფლიოში. ბრენდს 30 მამაკაცისა და ქალის პარფიუმი აქვს გამოშვებული 1946 წლიდან დღემდე. Carven-ის მორიგი სიახლე Dans Ma Bulle-ა. სუნამოს არომატზე სამმა პარფიუმერმა იმუშავა : Patricia Choux , Violaine Collas , და Véronique Nyberg of MANE-მ. პარფიუმის ტოპ ნოტები ყვავილოვანი და  შუშხუნაა, რომელსაც დაბალი მერქნოვანი ინგრედიენტები სიღრმეს სძენს.

carven-dans-ma-bulle-avis (1)

ეს გახლავთ არომატი თანამედროვე ქალებზე, რომლებიც ყოველტვის მიჰყვებიან მოდასა და დამკვიდრებულ ტენდენციებს. ისინი თანამედროვეები, თავისუფლები და ცნობისმოყვარეები არიან. ქარვენის ქალბატონებს აქვთ საკუთარი სამყარო , საკუთარი იმიჯით, რომელიც შედგება მეგობრობის, სოლიდარობისა და მიღებული გამოცდილების გაზიარებისგან. ეს სივრცე სავსეა მათი გავლენებით, ინსპირაციებითა და სილამაზით, რომელშიც სამოგზაუროდ Dans Ma Bulle გეპატიჟებათ.

534d69bb51f12180bcb089d5dd29d053

სუნამოს ზედა ნოტები მხოლოდ ყვავილებისა და ციტრუსებისგან შედგება. პიონის, ვარდის, ბერგამოტისა და ლიმონის ნოტები გაერთიანებულია შუა არომატებთან, რომელიც მოიცავს ლილიის, მსხლისა და ატმის ნოტებს. მათი შერწყმით საბაზისო ინგრედიენტებთან, ფაჩულთან, ვანილისა და სანდალოსის ხესთან მიიღება ის დაუვიწყარი სითხე, რომელიც მოთავსებულია ულამაზეს გამჭირვალე ფლაკონში.

სუნამო უკვე ხელმისაწვდომია კომპანია „ისი პარის“ მაღაზიათა ქსელში  30, 50 და 100 მილიგრამიან შეფუთვაში.

carven dans ma bulle

ახალი სკანდალური სურნელი Zadig & Voltaire-სგან!

ყოველთვის სკანდალური Zadig & Voltaire საზოგადოებას წარმოუდგენს ქალის ახალ სუნამოს Girls Can Do Anything . პარფიუმის სახელწოდება უკვე მიგვანიშნებს, თუ რა შთაგონებით შეიქმნა ახალი სურნელი. სუნამოს მატარებელი მანდილოსანი გაბედული, თავისუფალი და საღად მოაზროვნეა. ის ფემინისტია, რომელიც თავისუფლებას ანიჭებს საკუთარ გონებასა და სხეულს. სწორედ მიზანდასახული, ყოველთვის აქტიური და სტანდარტული აზროვნებისგან თავისუფალი ადამიანებისთვისაა Zadig & Voltaire-ის მორიგი სიახლე.

რაც შეეხება სურნელს, ის ნაზი, დასამახსოვრებელი და თბილია. მისი მთავარი ინგრედიენტები ბერგამოტი, მსხალი და ფორთოხლის ყვავილია. ის გაერთიანებულია მკვეთრი ამბროქსინის დიდი დოზით, ვანილითა და მუშკით. ყოველთვის ახალგაზრდული სურნელი მრავალფეროვნებასა და პროვოკაციულობას არ კარგავს და სუნამოს პკურებისას უფრო თავისუფალს გვხდის.

Zadig-Voltaire-Girls-Can-Do-Anything-new-perfume-2018

სუნამოს ფლაკონის ინსპირაცია სტანდარტული წყლის ბოთლია, რომელსაც ძვირფასი მეტალის თავსახური აქვს. კრისტალის ფლაკონში მოთავსებული სითხე „ენერგიის დოზა“ ვარდისფერია, იმისთვის, რომ უფრო გაბედულად და ძლიერად ვიმოქმედოთ.

სუნამო ხელმისაწვდომია კომპანია “ისი პარის” მაღაზიათა ქსელში.