სილამაზე – მსხვერპლი თუ განწყობა

IMG_1948

სილამაზის ძიება ყოველთვის დიდ რისკს უკავშირდებოდა. მაკიაჟის ტრადიცია უძველესი დროიდან არსებობდა. ძველი ეგვიპტელები მიხვდნენ, რომ თავის მოვლა და მაკიაჟი აუცილებელი იყო. ისინი სახის მოვლის საშუალებად, არც მეტი, არც ნაკლები, სირაქლემის კვერცხის, ნიანგის ექსკრემენტებისა და ღვიის ფოთლების ნიღაბს იკეთებდნენ. ბოლო 4000 წლის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა ჩინელი ქალების მაკიაჟიც. ისინი დაფქული ბრინჯისა და მარგალიტის ფერ-უმარილით უხვად იფარავდნენ სახეს და მცენარეების ექსტრაქტისგან დამზადებულ ტუჩსაცხს ისვამდნენ.

სხვადასხვა სტილური მიმდინარეობა მაკიაჟმა უკვე გასული საუკუნის დასაწყისში შეიძინა. 1930 წელს „ლაშ რულმა“ მომწამვლელი ნივთიერებები წამწამების საღებავში გამოიყენა, რომელიც დიდხანს ძლებდა და ფერს ინარჩუნებდა. იმდროინდელი ქალები აქტიურად იყენებდნენ ამ კოსმეტიკას, რის შედეგადაც სიბრმავის 16 და სიკვდილის რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა. მხოლოდ ამის შემდეგ აკრძალეს ამ ნაწარმის გაყიდვა. ალბათ, ყველასთვის არ არის ცნობილი, რომ პირველი დეპილატორი კრემი „კარემლუ“ ვირთხების საწამლავის გარკვეულ რაოდენობას შეიცავდა. ეს ფაქტები უფრო ამყარებს ყველასთვის ცნობილ მოსაზრებას, რომ „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!“ 1760 წელს ირლანდიელი დიდგვაროვანი მარია განინგი ბევრი პუდრის წასმის გამო სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა. პრესამ მას „კოსმეტიკის მსხვერპლი“ უწოდა.
თანამედროვე ადამიანი ხშირად იცვლის ვარცხნილობას, დღეს ეს უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია. ხანგრძლივი და ეფექტიანი სტილის შექმნა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სტილსა და თავის მოვლაზე საუბრისას, პირველ რიგში, ალბათ გასული საუკუნის ვარსკვლავები, ერთი ეპოქის სრულიად განსხვავებული ქალები გაგვახსენდება – მერილინ მონრო, გრეის კელი, ოდრი ჰეპბერნი, რომლებმაც თავის მოვლისა და სტილის საკუთარი ნიშა შექმნეს.
როდესაც სრულყოფილ პროპორციებზე ვლაპარაკობთ, ყველას უჩნდება დიეტის, პლასტიკური ქირურგიის ან სპორტული დარბაზის ასოციაცია. ფიზიკური სრულყოფისკენ სწრაფვამ, XIX საუკუნის ბოლოს ტრენაჟორების გამოგონებას, უამრავი სამედიცინო პროცედურის დანერგვას დაუდო სათავე. დღესდღეობით თანამედროვე მედიცინა სხეულის ყველა ნაწილის სრულყოფილ კორექციას უზრუნველყოფს. მიუხედავად ამდენი შესაძლებლობისა, სასიხარულოა, რომ ფიზიკური ვარჯიში კვლავაც ტენდენციურია.
ჩემი ბლოგი წარმოგიდგენთ ორი განსხვავებული პროფესიის ქართველ ქალს, რომლებიც, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, არაჩვეულებრივად გამოიყურებიან. მათთან საუბრისას ნათელი გახდა, რომ ამისთვის უმთავრესია ხასიათი, განწყობა და ყოველდღიური პოზიტივი.
მსახიობი ეკა ჩხეიძე და ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე გვიყვებიან, როგორ შეიძლება დაუთმო დრო ოჯახს, კარიერას, ახლობლებსა და საკუთარ თავს. ისინი ჩვენს მკითხველს ურჩევენ, იყვნენ მიმზიდველები და პოზიტიურები.

DSC_3088

“- ყოველთვის კარგზე ფიქრს ვიწყებ, რაც შეიძლება მოხდეს იმ დღეს, ან რაც მოხდა გუშინ. დილის დადებით შეტყობინებებს, დადებითადვე ვპასუხობ, რითაც დღის განწყობას ვიქმნი”


ეკა ჩხეიძე

– ყველას ჰგონია, რომ თავის მოვლის განსაკუთრებული საიდუმლო მაქვს. ჩემი საიდუმლო ისაა, რომ უარყოფით ემოციას არ ვიღებ, არც ნეგატიურ ინფორმაცის ვუსმენ. სადაც უარყოფითი ენერგეტიკაა, იქ არ ვჩერდები, მალე მოვდივარ. თუნდაც პოლიტიკა, რომელიც ჩვენზე არაა დამოკიდებული და მაინც ვერაფერს შევცვლი, ვუსმენ, არ ვიტვირთები, არ ვითრგუნები. ვცდილობ, წინასწარ არ ვინერვიულო იმაზე, მომავალში რა მოხდება. არ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც უარყოფითი აურა აქვთ ან სულ წუწუნებენ. ასეთები ჩამოვიშორე, მხოლოდ ხალისიან ადამიანებთან ვმეგობრობ. ყოველთვის კარგ მსმენელად ვითვლებოდი. ეს ჩემი მეგობრების დასკვნაა. ვცდილობ, ჩემ გარშემო დადებითი განწყობა შევქმნა, მაგრამ სანერვიულო შემთხვევებს ვერ გავექცევით. ასეთ დროს თვალები ჩამქრალია და როგორი მაკიაჟიც უნდა გაიკეთო, რაც უნდა ჩაიცვა, არაფერი გიშველის. როდესაც თვალები ასხივებს, ძველი ქურთუკიც მოგიხდება. ვცდილობ, კარგად მეძინოს. როდესაც კარგად გძინავს, არ არსებობს, ცუდ გუნებაზე გაიღვი ძო. ჩემთვის ფორმაში ყოფნა წონასთან ასოცირდება. ჯერჯერობით წონის პრობლემა არ მქონია, ალბათ ეს გენეტიკურიცაა. არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბავშვობიდან არ მიყვარს მსუყე საჭმელი. დიდად არ ვარ ქართული სამზარეულოს მოტრფიალე. მიყვარს სალათები, ხილი და ბოსტნეული.

 

– დილით პირველად რას აკეთებთ?
– ყოველთვის კარგზე ფიქრს ვიწყებ, რაც შეიძლება მოხდეს იმ დღეს, ან რაც მოხდა გუშინ. დილის დადებით შეტყობინებებს, დადებითადვე ვპასუხობ, რითაც დღის განწყობას ვიქმნი. ადრე ადგომა მეზარება, მაგრამ გამონაკლისს წარმოადგენს ის გარემოება, თუ სადმე მეჩქარება, ეს ფაქტი მახარებს, ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ ვარ საჭირო, რადგან მსახიობის პროფესია ისეთია, შეიძლება ერთ დღეს აქტუალური იყო და რამდენიმე თვე არა. რაც მეტად დაკავებული ვარ, მით მეტს ვასწრებ. მთავარია, არავინ დამავალოს სადილის მომზადება. ეს ჩემთვის სასჯელია.

-თქვენი საყვარელი საუზმე…
-ხაჭო არაჟნით, თაფლით, ჟოლოთი. მიყვარს ყველი და, რა თქმა უნდა, დილით რძიანი ყავა.

– თქვენი ყოველდღიური თავის მოვლის რუტინა…
-მართალია, უმაკიაჟოთაც გავქცეულვარ სახლიდან, მაგრამ მიყვარს მცირე მაკიაჟი. მომწონს პომადა და ტუში, რასაც ყოველ დილით ვისვამ. მაგვიანდება, მაგრამ ამას მაინც გავაკეთებ. ჩემთვის უმთავრესია აბაზანის პროცედურები, სახის, ხელის, ტანის კრემები. დრო, რომელსაც სარკესთან მაკიაჟის წასმისას ვატარებ, ჩემთვის მთელი რიტუალია.

DSC_3097

“წარმოდგენამდე საგრიმიოროში მესაჭიროება რამდე ნიმე საათი და… სცენაზე უკვე სრული გარდასახვა ხდება. სრულიად სხვა ადამიანი ვხდები და ამ დროს დაძაბულობა, დაღლილობა ქრება”


-რომელ კოსმეტიკურ საშუალებებს ვნახავთ თქვენს ხელჩანთაში?
-მძიმე ხელჩანთა მაქვს. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, თავის მოვლის საშუალებებიდან დაწყებული, სამოსით დამთავრებული ყველაფერი მაქვს მანქანაში. ხელჩანთაში, რა თქმა უნდა, სუნამო და მოზრდილი კოსმეტიკის ჩანთაა. ხშირად განწყობის ცვლილების გამოც მიწევს იმიჯის შეცვლა. არ ვიცი, რა დროს რა მომინდება, ან დამჭირდება.

-რის მიხედვით არჩევთ სამოსს?
-იმის მიხედვით, სად მივდივარ, მაგრამ ხასიათიც დიდ როლს თამაშობს. ძალიან მიყვარს ჯინსი. კარგი ჯინსი, ჩემი აზრით, ყველანაირ ფეხსაცმელს უხდება. ნაკლებად მიყვარს კაბები. ჩემს გარდერობში ბევრ კაბას ნახავთ, მაგრამ იშვიათად ვიცვამ. კაბა ჩემთვის ზედმეტად გამოპრანჭვასთან ასოცირდება.

– განტვირთვას როგორ ახერხებთ?
-დაძაბული გრაფიკიდან გამომდინარე, სპექტაკლზე დაღლილი მივდივარ. მაგრამ წარმოდგენამდე საგრიმიოროში მესაჭიროება რამდე ნიმე საათი და… სცენაზე უკვე სრული გარდასახვა ხდება. სრულიად სხვა ადამიანი ვხდები და ამ დროს დაძაბულობა, დაღლილობა ქრება. მითამაშია სპექტაკლი სიცხიანსაც, მაგრამ ეს არ მიგრძნია. მართალია, სცენიდან გასულს მუხლები მომკვეთია, მაგრამ სცენაზე არა.

-რა არის საჭირო, რომ თავდაჯერებულად გამოიყურებოდეთ?
-თავდაჯერებულს გარემო მხდის. როცა გრძნობ სიყვარულს, გვერდზე მყოფებს შენი ყოფნა უხარიათ, ზოგადად არსებობა და ის ფაქტი, რომ საჭირო ხარ, თავდაჯერებულს გხდის. როგორც კი ეჭვი გაგიჩნდება, ითრგუნები, საკუთარ თავთან ბევრი კითხვა გიჩნდება. ამ დროს თვითშეფასება იკლებს. არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს არწმუნებენ და თამაშობენ, რომ ძალიან თავდაჯერებულები არიან. ეს უკვე დიდი კომპლექსია და ასეთი ადამიანი, ვფიქრობ, ყალბია.

– გამოგიყენებიათ პლასტიკური ქირურგია და რა აზრის ხართ მსგავს პროცედურებზე?
-პლასტიკური ქირურგისთვის არ მიმიმართავს, მაგრამ დადებითად ვარ განწყობილი. უბრალოდ არ მომწონს, ყველა ადამიანი რომ ერთმანეთს ემსგავსება, ინდივიდუალურობას ვაფასებ. თავის მოვლაში, ვფიქრობ, არც ერთი ხერხის გამოყენება ცუდი არ არის. მომწონს, როცა ქალს აქვს ამის სტიმული, შესაძლებლობა და სურვილი. ცუდია, რომ ხშირ შემთხვევაში აქვთ ერთნაირი მკერდი, ტუჩი, ცხვირი. პერიოდულად მეზოთერაპიას, ბიორევიტალიზაციას მივმართავ.

 

– რას ურჩევთ ჩვენს მკითხველ ქალბატონებს?
– ვფიქრობ, გადასარევი ქალბატონები გვყავს და ზოგადად ლამაზი ერი ვართ. მთავარია, განწყობა. ყველას ვუსურვებ კარგ განწყობას, ხალისსა და სტიმულს, რომ მოუარონ თავს მეუღლის, შვილის, საქმის, მეგობრისა თუ საკუთარი თავის გამო. ჩემი აზრით, ყველა შვილს სიამოვნებს, როდესაც დედას ხედავს ხალისიანსა და მოვლილს.

 


DSC_3368

“ორი შვილი მყავს და სულ ვცდილობ, არ შევზღუდო არაფერში, რომ ბოლომდე გაშალონ ფრთები. ვაძლევ სრულ თავისუფლებას, რომ თვითონ გადაწყვიტონ, რა ან რისი კეთება უნდათ.”


ლიკა ევგენიძე

 

– არ ვარ სალონების დიდი მოყვარული, იშვიათად დავდივარ სილამაზის ცენტრებში. ყოველთვის ჩემით ვიკეთებ თმას, მაკიაჟს. თავის მოსავლელად დრო გამოყოფილი მაქვს სახლში, რადგან დღესდღეობით ნაკლებად გვცალია სხვადასხვა ადგილას სასიარულოდ. წლების განმავლობაში იცვლება ადამიანების სტილი, ყოველდღიურად ვითარდება ჩვენი გემოვნებაც. ჩემი ყოველდღიური ჩაცმულობა, შესაძლოა, ხასიათიდან და განწყობიდან გამომდინარე, განსხვავებული იყოს.

– რითი იწყებ დღეს?
– ყოველთვის მეჩქარება. ჩემი ოცნებაა, შინიდან მშვიდად გავიდე, დავლიო ყავა, ვისაუზმო, მაგრამ ამას ვერასოდეს ვახერხებ. გამოსაფხიზლებლად ყოველ დილით ვიღებ შხაპს, უცებ ვწესრიგდები და გავრბივარ ტელევიზიაში. ჩემი სამსახური მოითხოვს, რომ სულ კარგ ფორმაში ვიყო.

– რომელია შენი საყვარელი საკვები და როგორ იკვებები?

– ჭამა დიდად არ მიყვარს. შეიძლება მთელი დღე გავიდეს და ჭამა არც გამახსენდეს. ვიკვებები ჯანსაღად, არ მიყვარს მძიმე და ცხიმიანი საჭმელი, არ ვვახშმობ გვიან. ვცდილობ, საღამოს 8 საათის შემდეგ არ ვჭამო. სხვათა შორის, მახასიათებს საჭმლის ამოჩემება. _ რა საშუალებებით უვლი თავს?
– დღისა და ღამის დამატენიანებელი კრემებით. მიყვარს ჩ ვიტამინის სერუმი, რასაც ყოველდღიურად ვისვამ, აგრეთვე ინდური თიხის ნიღაბი. ყოველ საღამოს, მაკიაჟის მოშორების შემდეგ, სპეციალური ჯაგრისით ვიმუშავებ სახეს და ვისვამ დამატენიანებელ კრემს, ეს ჩემი ყოველდღიური ტრადიციაა.

ნივთი, რომელიც სულ თან გაქვს…

– რა თქმა უნდა, ტელეფონის დამტენი. მიუხედავად ჩანთის ზომისა, სულ თან ვატარებ მზის სათვალეს, უფერულ ტუჩსაცხსა და თვალის ფანქარს. ამ ნივთების გარეშე შინიდან არასდროს გავდივარ.

– დასვენებას როდის ახერხებ?
– უკვე მრავალი წელია ვვარჯიშობ. ვანაცვლებ პილატეს, იოგას, ტრენაჟორებს, რადგან მივხვდი, რომ ასე განტვირთვა უფრო ეფექტიანია. ვარჯიში მნიშვნელოვანია არა მარტო ფიზიკური, არამედ მენტალური მდგომარეობისთვისაც. ეს ჩემთვის სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა. რაც მთავარია, ყოველთვის ვუსმენ მუსიკას. მუსიკით ვცხოვრობ, აბაზანიდან დაწყებული, მანქანით დამთავრებული.

DSC_3394

“ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვიმოსები და ვიძენ ტანსაცმელს. მიყვარს ვილიამსბურგის მაღაზიები ნიუ-იორკში, სადაც არის ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი დიზაინერების მაღაზიები, რომლებშიც არ იყიდება მასობრივი ნივთები.”


– სამოსს რის მიხედვით არჩევ, შენი საყვარელი ბრენდი. უპირატესობას მხოლოდ ბრენდს ანიჭებ?
– არა. არ მაქვს ამოჩემებული ბრენდი, არც ტენდენციების მოყვარული ვარ. არის ხალხი, ვისაც უხდება თუ არა, ან მოსწონს თუ არა, მაინც ტენდენციურად იმოსება, მე ნაკლებად განვეკუთვნები მათ კატეგორიას. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვიმოსები და ვიძენ ტანსაცმელს. მიყვარს ვილიამსბურგის მაღაზიები ნიუ-იორკში, სადაც არის ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი დიზაინერების მაღაზიები, რომლებშიც არ იყიდება მასობრივი ნივთები. საღამოებსა და წვეულებებზე ხშირად აცვიათ ერთნაირი სამოსი, იმიტომ, რომ მოდურია. ასეთი ტიპის მაღაზიებში კი განსხვავებული ტანსაცმელი იყიდება, რაც მასაზე არაა გათვლილი. მიყვარს ჰენდმეიდ და ვინტაჟშოფები.

-პლასტიკური ქირურგისთვის თუ მიგიმართავს?
– არა. ვცდილობ, სახის კანის მოსავლელად კოსმეტოლოგს მივმართო. მხოლოდ მეზოთერაპია მაქვს გაკეთებული. მსგავსი პროცედურები მეზარება, არ მიყვარს, ვერ ვასწრებ, სულ მენანება დრო კოსმეტოლოგიურ კლინიკებში სასიარულოდ. ზოგადად, ვისაც რა უხდება და ერგება, ის უნდა გაიკეთოს. ჩემი აზრით, პლასტიკური ქირურგია არ უნდა გადაიზარდოს მანიაკალურად დაუსრულებელ ექსპერიმენტებში, რის შედეგსაც არაერთხელ ვხვდებით.
-რა აზრის ხარ სვირინგზე, პირსინგზე?
– მომწონს და მაქვს სამი სვირინგი. ზოგადად, ვისაც რა სურს, ის უნდა გააკეთოს. ორი შვილი მყავს და სულ ვცდილობ, არ შევზღუდო არაფერში, რომ ბოლომდე გაშალონ ფრთები. ვაძლევ სრულ თავისუფლებას, რომ თვითონ გადაწყვიტონ, რა ან რისი კეთება უნდათ. შესაბამისად, ყველა ადამიანმა თვითონ უნდა აირჩიოს, ატაროს თუ არა სვირინგი ან პირსინგი.

-რას ურჩევ ქალებს, რომლებიც ვერ ახერხებენ თავის მოვლას?
– ოთხი წელი დავუთმე შვილებს და მთლიანად გადართული ვიყავი მათ აღზრდაზე. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და დიდი შრომაა, მაგრამ ვახერხებდი, მცირე დრო მაინც დამეთმო საკუთარი თავისთვის. ვარჯიში არ შემიწყვეტია, რაც ფორმის შენარჩუნებაში მეხმარებოდა. ვარჯიში არ ნიშნავს აუცილებლად სპორტდარბაზში სიარულს, სახლში ყოველდღიურად ნახევარი საათიც სრულიად საკმარისია ამისთვის.

 

18341795_1142351592577495_6430407819635655287_n

 

ტექსტი: ივანე ქეშიკაშვილი
ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი
ლოკაცია: რესტორანი Birdy

ჟურნალი ბომონდი, მაისის ნომერი 2017

 

1eklik
Advertisements

BEAUMONDE X LIERAC

ჟურნალმა ბომონდმა და პარფიუმერულმა ქსელმა ლიერაკმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართულ საზოგადოებას დაუვიწყარი საღამო აჩუქა. საღამოს დრეს კოდი შავი ფერი იყო, რომელსაც ულამაზესი შავი ნიღბები ერთვოდა. ოპერისა და ბალეტის თეატრი სტუმრებს ამჯერად ფრანგული შტრიხებით ეგებებოდა.

BUL_6490

ბრენდი გასული საუკუნიდან იღებს სათავეს. ის საქართველოს ბაზარზე უკვე  ათი წელია წარმოდგენილია და ქართველ ქალბატონებსა და მამაკაცებს ეხმარება, რომ უკეთესად გამოიყურებოდნენ. ლიერაკი ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგული ბრენდია, რომლის კრედოც დერმატოლოგიური პრობლემების მოგვარებაა. ბრენდის ამ კონცეფციაზე უამრავი ფრანგი მეცნიერი და ბიოლოგი მუშაობს.  კანის მოვლის საშუალებები ჯიპისის სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი. ჟურნალმა ბომონდმა და ლიერაკმა საღამოზე შეკრებილ საზოგადოებას უამრავი საინტერესო პრიზი დაახვედრა. ცოცხალი, ფრანგული მუსიკა კი მეტად ამძაფრებდა დრამატულ განწყობას.