პროვოკაციული ოპტიკური ილუზია

IMG_19481960-იანი წლები ხელოვნების სხვადასხვა პოპულარული მიმდინარეობის დაბადების ათწლეულია. ერთ-ერთი გამორჩეული Op Art ანუ ოპტიკური ხელოვნებაა, რომელმაც ქარის სისწრაფით მოიცვა ხელოვნების ყველა დარგი არქიტექტურიდან დაწყებული, სამოსის დიზაინით დამთავრებული. ოპტიკურ ილუზიას ადამიანის მხედველობის სისტემა შეჰყავს შეცდომაში,  არარსებულის ან რეალურად არსებულის არასწორად წარმოსახვით. ოპ არტის ნამუშევრები ძირითადად შავ-თეთრი ფერებშია შესრულებული, რომელიც მოძრაობის, უხილავი გამოსახულებებისა და ვიბრაციების წარმოსახვას იწვევს. ხშირად, შეცდომით, ოპ არტსა და პოპ არტს ერთმანეთთან აიგივებენ, მაგრამ შემოქმედებითი მსგავსება მათ შორის  არ არსებობს. ჩემი ბლოგი გაგაცნობთ ზოგადად ოპ არტსა და მის გავლენას მოდის ინდუსტრიაზე.

სახელწოდება ოპ არტი პირველად ჟურნალ „ტაიმში“ გამოჩნდა 1964 წელს, თავდაპირველი ნამუშევრების შექმნიდან რამდენიმე წლის შემდეგ. მის წარმოშობას გასული საუკუნის დასაწყისში, რუსეთში დაბადებულ კონსტრუქტივიზმს უნდა ვუმადლოდეთ. 1965 წელს გამართული გამოფენის “The Responsive Eye” (“დამყოლი თვალი“)  დამსახურებით, ოპ არტის პოპულარობამ პიკს მიაღწია. მართალია კრიტიკოსებმა სერიოზულად არ მიიღეს ხელოვნების ახალი მიმდინარეობა და მას უბრალოდ თვალის მატყუარა უწოდეს, მაგრამ მალევე, ამგვარი გამოსახულებები უამრავ კომერციულ კონტექსტში გამოიყენეს. მიმდინარეობის წარმომადგენლის ბრიჯიტ რაილის ნამუშევარი, ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ ტანსაცმლის ნაჭრის დიზაინში უკანონოდ გამოიყენა.

victor Vasarely Vega

Victor Vasarely – Vega

ოპ არტში თავმოყრილია აღქმის განცდები, რომლებიც ხედვის ფუნქციებს ემყარება. ეს დინამიური ვიზუალური ხელოვნებაა,  რომელიც ეფუძნება ფიგურებისა და ფორმის ურთიერთქმედებას. შედეგად ვიღებთ სიბრტყეებს შორის ინტენსიურ და წინააღმდეგობრივ გარდასახვას შავ-თეთრი ან მონოქრომული ნახატებით. სხვადასხვა ფიგურების დინამიური განვითარება ქმნის გამოსახულებებს გარკვეულ ფერებში,  იმის მიხედვით, თუ როგორ ამუშავებს და აღიქვამს  თვალის გუგა სინათლეს. როგორც გოეთე აღწერდა თავის „ფერთა თეორია“-ში – ზღვარზე, სადაც ნათელი და ბნელი ხვდება ერთმანეთს, წარმოიქმნება ფერი, ვინაიდან სინათლე და სიბნელე ორი ცენტრალური ძალაა ფერის შექმნისას.

ოპ არტის ერთ-ერთი პირველი მიმდევარი, შეიძლება  ითქვას ფუძემდებელიც, უნგრელი მხატვარი ვიქტორ ვასარელი იყო. მისი შემოქმედება რამდენიმე სტილს მოიცავს, მაგრამ ყველაზე წარმატებული თეთრისა და შავის კომბინაციით შექმნილი ნამუშევრები აღმოჩნდა. Movement in squares - Bridget Riley - Copyვასარელის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ტილო „ვეგა“ ჯერ კიდევ 1957 წელს შეიქმნა, როცა ტერმინი ოპ არტი არც არსებობდა. კვადრატულ ბადეზე რამდენიმე მრუდე ხაზი იძლევა ჩაღრმავებისა და ამოღრმავების ეფექტს და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ არის ერთი სიბრტე.  ნახატი გვიჩვენებს საწინააღმდეგო მონაცემებს და ჩვენ აღვიქვამთ მოძრავ  სფეროებს. რეალურად ნამუშევარი დიაგონალებისგან, ჰორიზონტალებისა და ვერტიკალებისაგანაა შექმნილი.

 

Bridget Riley – Movement in Squares

მიმდინარეობის  კიდევ ერთი ცნობილი წარმომადგენელია  ინგლისელი მხატვარი ბრიჯიტ რაილი. რაილის ნამუშევრები გეომეტრიული ფიგურების მრავალფეროვნებაა, რომელიც მოძრაობის ან უხილავი ფერის შეგრძნებას იწვევს. მის პირველ გამოფენაზე წარმოდგენილმა ნამუშევრებმა მნახველებში ზღვის ავადმყოფობისა და ვარდნის შეგრძნება გამოიწვია. 1960 წელს ვენეციის ბიენალეს ფესტივალზე  მხატვარმა მოაწყო ფუტურისტული და ოპ არტის სტილში შესრულებული ნამუშევრების მასშტაბური გამოფენა, ეს უკანასკნელი იმ დროისთვის ახალი და აბსოლუტურად უცხო იყო.

Victor Vasarely Museum

Victor Vasarely Museum

ოპ არტი არქიტექტურაში საკმაოდ საინტერესოდ და დამაბნევლად გამოიყურება, რადგან მისი წარმოდგენა დიდ სივრცეზე ხშირ შემთხვევაში შიშს იწვევს ხოლმე.  ამის ცალსახა მაგალითია „კაფე ვოლი“ მელბურნში.  შენობის ფასადი დიდი შავ-თეთრი ოთხკუთხედებისგან შედგება, რომელიც მოწითალო ხაზებითაა გამოყოფილი. იგი მელბურნის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობათაც კი ითვლება და მის სანახავად უამრავი ტურისტი მიდის.  შენობის შეხედვისას ჩნდება შეგრძნება, რომ ის მოძრაობს და ნაწილებად იშლება. შესაბამისად, ის ადგილობრივებისთვის არც თუ ისე საყვარელი ადგილია. ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა ვიქტორ ვასარელის მუზეუმია საფრანგეთში. Café Wall Illusionვასარელის სჯეროდა წარმოსახვითი ილუზიისა და არქიტექტურის  ურთიერთობის.  შენობის ფასადი გიგანტური კვადრატული ფილებითაა შემოსაზღვრული, რომელიც მონაცვლეობით თეთრად და შავად შეიღება. მასში მოთავსებული საპირისპირო ფერის წრეები თვალს აღიზიანებს და იწვევს წინაღობას.    შენობის შორიდან ყურებისას ჩნდება ასოციაცია, რომ კვადრატებში ჩაყოლებული ბურთები მონაცვლეობით მოძრაობენ, ხოლო თეთრი ნაწილები დღის განათებაზე თვალისთვის უხილავი ხდება, რადგან მზის სხივების ზემოქმედებით სითეთრეს და ცის  ტონს  თვალი თითქმის ერთნაირად აღიქვამს.  შედეგად გვეჩვენება რომ სიცარიელეში მხოლოდ შავი ბურთებია.

Marc Jacobs Spring 2013

Marc Jacobs Spring 2013

მოდის სფეროში ოპ არტის მოტივებზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კოლექცია წარმოადგინა მარკ ჯეკობსმა 2013 წლის გაზაფხულზე. დიზაინერის მოდელი 60-იანი წლების ქალია. სამოსი სწორი, მარტივი სილუეტისგანაა შექმნილი. კოლექციაში მთავარ როლს  ძირითადად შავი და თეთრი ხაზებისგან შექმნილი  მატერიები ასრულებს.  მარკ ჯეკობსმა ამ ოპტიკური ალუზიით მიიღო ოპტიკური ილუზია. სხვადასხვა სისქისა და ფორმის შავ-თეთრი ხაზებისგან შექმნილმა სამოსმა, მნიშვნელოვანი ნიშა შექმნა არა მხოლოდ დიზაინერის, არამედ მოდის ისტორიაშიც.  “ ახალგაზრდა ქალმა საჭიროა იცოდეს, რომ სექსუალური მიმზიდველობა არ არის მხოლოდ სიშიშვლე“ – განაცხადა კოლექციის შესახებ დიზინერმა. სილუეტებისა და  გამოყენებული მატერიების მიუხედავად, კოლექცია საკმაოდ ტენდენციურად გამოიყურებოდა. მიღწეული ეფექტით მნახველს არ შექმნია შთაბეჭდილება, რომ სამოსი 60-იანი წლების მოდას ეხმიანებოდა. მარკ ჯეკობსის ლუქი ყოველთვის ძლიერი, უნიკალური და შემოქმედებითია. წარსულზე, ისტორიაზე დაფუძნებული, იგი აუცილებლად პასუხობს ტენდენციებს. ჯეკობსმა ოპ არტის  კოლექციიათ დაგვანახა რადიკალური გადასვლა სტილში, 60-იანი წლების ახალგაზრდა  გოგონასა და თანამედროვე, გვიანდელი დეკადის თავისუფალ სულს შორის.

marc-jacobs-spring-2013კოლექციაში მრავლად იყო წარმოდგენილი გრძელი მაისურები, რომლებსაც კაბის დატვირთვა ჰქონდა და ასევე გრძელი, სწორი კაბები, რომლებიც შარვლის ან კომბინეზონის შთაბეჭდილებას ტოვებდა. საზოგადოებისთვის შეთავაზებულ ამ გაუგებრობას ემატებოდა ოპტიკური ილუზია ანუ ოპ არტი, რამაც მაყურებლის თვალის ორმაგი გაღიზიანება და ამავდროულად დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

Untitled collageუამრავ გავლენასთთან ერთად, ოპ არტის ინსპირაცია მკაფიოდ იგრძნობა ალექსანდრ მაკქუინის 2009 წლის შემოდგომის კოლექციაში. სამოსის დრამატულობას უფრო ამძაფრებდა და თვალისმომჭრელს ხდიდა შავ-თეთრი ფერების თამაში. კოლექცია, მეოცე საუკუნის ტენდენციებისა და ქსოვილების სტრუქტურით, მომავლის ქალბატონის ილუზიას წარმოადგენდა. ლუქებში იგრძნობა შანელისა და დიორის მოდის სახლების გავლენაც, მაგრამ ნებისმიერი დეტალის ცალკე ხილვისას, მარტივად აღიქმება ავტორის ხელი. ოპ არტული ილუზიის ხელშეწყობით სხვადასხვა ზომის  ერთი კონკრეტული პრინტი, მაკქუინის აღნიშნულ კოლექციას მართლაც წარმოუდგენლად შთამბეჭდავს ხდის.

Balmain spring 2013შესაძლოა ითქვას, არც მოდის სახლ ბალმენის  ამჟამინდელი კრეატიული დირექტორი, ოლივერ როუსტენია გულგრილი ოპ არტის მიმართ. მის ყოველ კოლექციაში შევხდებით რამდენიმე ლუქს ოპტიკური ილუზიის გამოყენებით.  ბალმენი სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული სამოსით იწონებს თავს, რომელთა შორის მრავლადაა შავ-თეთრი, სხვადასხვა ფორმისა და ზომის გეომეტრიული ფიგურები. ასევე, ოპ არტის გავლენა მკაფიოა ლუი ვიტონის 2013 წლის გაზაფხულის კოლექციაში, იმ განსხვავებით, რომ მის სამოსში  ჭარბობს ფერები და ფიგურებიდან კი მხოლოდ კვადრატებს შევხვდებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ პერიოდში ლუი ვიტონის მოდის სახლს ხელმძღვანელობდა მარკ ჯეკობსი, რომელიც მოდაში ოპ არტის გამოყენების დიდოსტატია. შემოთავაზებული ექვს წუთიანი არტ ინსტალაცია განსხვავებულ ფორმატს წარმოადგენდა და არ იმეორებდა დიზაინერის საკუთარი ხაზის ტექნიკას.   Louis-Vuitton-Spring-2013

Louis Vuitton  Spring 2013

 

21369102_1235907316555255_511489677905536205_n

 

ტექსტი: ივანე ქეშიკაშვილი

ჟურნალი ბომონდის სექტემბრის ნომერი

 

 

 

დონენენეე

Advertisements

სურნელი პიგალიდან მინისტრის კაბინეტამდე

პარფიუმერულმა მაღაზიათა ქსელმა „ისი პარი“ არ დააყოვნა და შემოდგომის დადგომისთანავე მომხმარებელს, მართლაც  სკანდალური დიზაინერის ჟან პოლ გოტიეს ახალი სუნამო სახელად „Scandal”  სკანდალურადვე წარუდგინა. პარფიუმი PUIG-თან კოლაბორაციით პარფიუმერმა დაფნა ბუგიმ შექმნა ყველანაირი კლიშეების, შაბლონისა და სტერეოტიპების დასამსხვრევად. მისი ახალი სურნელი ქალბატონებს სთავაზობს რაღაც ახალსა და თანამედროვეს, მაგრამ ამავდროულად ინარჩუნებს წლების ელეგანტურობასა და სიძლიერეს.
Image result for jean paul gaultier scandal gif
სუნამოს მთავარი ნოტები თაფლი, ფაჩული, გარდენია და წითელი ფორთოხალია. ამ ინგრედიენტების ერთობლიობა ქმნის ახალ, პიკანტურ სურნელს.

asdfhjghjdfbh

სკანდალის სარეკლამო რგოლის ერთი ნახვითვე კარგად ვხვდებით, თუ როგორ შეუძლია სუნამოს უეცარი გარდასახვა მოახდინოს. მოდელ ვანესა ისენტს ქალბატონი მინისტრის როლი აქვს მორგებული, რომელიც დღის მანძილზე სახელმწიფო და სხვა მნიშვნელოვანი საქმეებითაა დაკავებული, ღამე კი განსატვირთად კლუბებს სტუმრობს. ქალბატონი მინისტრი არასოდეს ნებდება, მას სურს რომ მუდამ თავისუფალი იყოს, რის შენარჩუნებაშიც, რა თქმა უნდა, ჟან პოლ გოტიეს ახალი სურნელი, სკანდალი ეხმარება. სექსი და პოლიტიკა, გართობა და საქმიანი ცხოვრება გაერთიანდა პარფიუმერულ კომპოზიციაში, რომელიც მოთავსებულია გამჭირვალე ფლაკონში. თავსახურზე დამაინტრიგებელად მოელვარე ქალის ოქროსფერი ფეხები და ვარდისფერი სითხე სუნამოს უფრო მიმზიდველსა და სკანდალურს ხდის. ამ განსხვავებული ფლაკონით, ჟან პოლ გოტიემ დაარღვია 1993 წელს დაწყებული ტრადიცია. ალბათ ყველას უნახავს მადონას ტორსის სილუეტისგან შექმნილი ფლაკონი, რომელიც სამოსს ყოველი ახალი პარფიუმის პრეზენტაციის დროს იცვლიდა.

^027F1A5C96810E9C7EE0733C2AD1B8175996CB06618CFE48EC^pimgpsh_fullsize_distr

სკანდალის სუნამო ხელმისაწვდომია ისი პარის ნებისმერ მაღაზიათა ქსელში. სკანდალი შეგხვდებათ 30, 50 და 80 მილიგრამიან შეფუთვაში. ასევე სკანდალის კოლექცია მოიცავს საშხაპე გელსა და სხეულის ლოსიონს.

o.55860

სანაპირო მოდის ევოლუცია

IMG_1948

ზაფხული ყველასთვის საყვარელი წელიწადის დროა. მასთან ასოცირდება სითბო, მზე, ზღვა, დასვენება, აუზი და, რაც მთავარია, რუჯი.ზაფხულის დადგომისთანავე ყველა განსაკუთრებით ემზადება, რომ განაახლოს გარდერობი, შეიძინოს ახალი საცურაო კოსტიუმი, ჩანთა, სათვალე და სხვა აქსესუარები.

იდეა, რომ ზღვა არა მარტო მეზღვაურების სამყოფელი, არამედ სასიამოვნო და სასარგებლო დასასვენებელი ადგილი შეიძლებოდა ყოფილიყო, მეთვრამეტე საუკუნეში გაჩნდა. თავდაპირველად ტანსაცმელს საბანაო ეტლში იცვლიდნენ, შემდეგ ეტლს ზღვაში ჩააგორებდნენ და მალულად ჩადიოდნენ წყალში. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ საცურაო კოსტიუმით სანაპიროზე გამოჩენა სირცხვილად ითვლებოდა. დღესდღეობით მრავალი სილუეტის საცურაო კოსტიუმს შეხვდებით, მაგრამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ბიკინის ჩაცმა წარმოუდგენლად მიაჩნდათ. საცურაო კოსტიუმების განსხვავებული სტილის ჩამოყალიბება განაპირობა სხვადასხვა ქვეყნის რელიგიურმა, სოციალურმა და კულტურულმა მდგომარეობამ. ანტიკურ პერიოდში არსებობდა სამი ტიპის აუზები: ქალთა, მამაკაცთა და შერეული. ადამიანები თავიანთი სურვილისამებრ ირჩევდნენ, სად გაგრილებულიყვნენ და, როგორც წესი, ცურვისას სხეულს არ იფარავდნენ, მაგრამ რამდენიმე რომაულ ფრესკაში შემორჩენილია პირველი ბიკინის ნიმუშები.

qeshik5

მოგვიანებით, შუა საუკუნეებიდან დაწყებული, ვიქტორიანული ეპოქით დამთავრებული, განსაკუთრებულად შეფუთულები ცურავდნენ. ქალები რამდენიმე ფენა უხეში ტილოს კაბებით იმოსებოდნენ, რომ სხეულის რომელიმე ნაწილი არ გამოსჩენოდათ, ან სველი სამოსი ტანზე არ მიკვროდათ. ჩაცმულები ცურავდნენ მამაკაცებიც.

მიშელინ ბერნარდი პირველი მანდილოსანი ვისაც საცურაო კოსტიუმი ეცვამეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, საცურაო კოსტიუმი უფრო შიშველი და გაბედული ხდება. პირველი ბიკინი ძველი რომაელების შემდეგ 1946 წელს გამოჩნდა. მისი დიზაინერი ფრანგი ინჟინერი ლუის რეარი იყო, ხოლო პირველი მანდილოსანი, რომელმაც გაბედული ნაბიჯი გადადგა იმ პერიოდში და ბიკინით იპოზიორა, ფრანგი მოცეკვავე მიშელინ ბერნარდინი გახლდათ. სამწუხაროდ, იმ ეპოქის ყველა მოდელმა უარი განაცხადა ახალი საცურაო კოსტიუმით პოზირებაზე. ამ ფოტოს გამოჩენიდან კი სულ რამდენიმე დღეში, პარიზი სკანდალებმა მოიცვა. პრესა შოკირებული წერდა: „ნახეთ ადამიანის სამოსი, სადაც ჭიპი ჩანს“. ალბათ, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რამაც სხეულის გამოჩენას ზღვასა და საცურაო აუზებზე შეუწყო ხელი, რუჯის ტენდენცია გახლდათ. რუჯის ისტორია ძველი ეგვიპტიდან იწყება. მათ კიდევ ერთხელ გაუსწრეს დროს, როდესაც სხეულის ნარინჯისფრად და ყვითლად გაფერადება დაიწყეს, რაც თანამედროვე გარუჯვის წინამორბედი აღმოჩნდა. ისტორიაში არ არსებობს ფაქტი, რომ ადრეულ პერიოდში გარუჯვა ტენდენციური ყოფილიყო. ხშირ შემთხვევაში მზემოკიდებული მეომრები თუ მოგზაურები დიდ აღფრთოვანებას იწვევდნენ ხალხში, მაგრამ არავის უფიქრია მათთვის მიებაძა და სხეული მზისთვის მიეფიცხებინა. გარუჯული კანი მონასთან ან უბრალო მუშასთან ასოცირდებოდა, რომელსაც მზისგულზე ხანგრძლივი მუშაობა უწევდა და შესაბამისად, მოდურადაც არ ითვლებოდა. გასული საუკუნის დასაწყისში ყველაფერი შეიცვალა.

qeshik6

მეოცე საუკუნე ახალი შესაძლებლობების ჯაჭვია. მოდისა თუ თავის მოვლის კულტურის განვითარებაც, სწორედ მეოცე საუკუნის ადრეულ წლებში დაიწყო. რუჯი 1920 წლამდე საკმაოდ დაბალ სოციუმთან ასოცირდებოდა, ვიდრე ფრანგი დიზაინერი კოკო შანელი ყველაფერს თავდაყირა არ დააყენებდა. კოკო შანელი 1920 წელს ფრანგული რივიერიდან მზისგან დამწვარი დაბრუნდა. და ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, გახდა მაღალი საზოგადოებისთვის მიზეზი, რომ დაეწყოთ მზეზე საათობით გარუჯვა.  თითქმის ასი წლის შემდეგაც, კოკო შანელის მიერ შემთხვევით წამოწყებული ტენდენცია, აქტიურად გრძელდება.  ცნება გარუჯვა  ბიზნესადაც იქცა. არ დააყოვნა გასარუჯი საშუალებების გამოჩენამაც.  ავტორუჯის გამოყენება პირველად 1950  წლიდან დაიწყეს. რუჯის ეფექტის მისაღები საშუალებები ძირითადად ინს შეიცავდა, რომლის სისტემატიური მოხმარებისგან კანი ნარინჯისფერი ხდებოდა და სპეციფიკურ სუნსაც გამოყოფდა. მეოცე საუკუნის მიწურულს მსოფლიოში სოლარიუმების ბუმი დაიწყო და მოდის მიმდევრების საყვარელი გასარუჯი საშუალება გახდა. ულტრაიისფერი ნათურების ქვეშ, მოკლე დროში, კარგ ეფექტს იღებდნენ. დღესდღეობით დაგროვდა საკმარისი ინფორმაცია მავნებელი გამოსხივების შესახებ. მსოფლიო ინდუსტრიამაც არ დააყოვნა და სპეციალური გასარუჯი სპრეი შემოიღო ხმარებაში. დღეს რუჯი საკმაოდ ტენდენციურია და ყველა, როგორც ქალბატონი, ასევე მამაკაცი, მიმართავს სხვადასხვა გასარუჯ საშუალებას.

აქვე მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე სასარგებლო საზაფხულო რჩევა:

qeshik3


აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი. შესაძლოა, თამამად ირუჯებოდეთ და არ უჩიოდეთ მზისგან დამწვრობას, მაგრამ პირველ დღეებში ნებისმიერი სახის კანისთვის კარგია მზისგან დამცავი, თუნდაც დაბალპროცენტიანი კრემის გამოყენება. წლის მანძილზე, ზაფხულიდან ზაფხულამდე, კანი ხდება დაუცველი და დიდი რაოდენობით მზის სხივების მიღება ხშირ შემთხვევაში დამწვრობას ან გაუხეშებას იწვევს.


არასოდეს გაჩერდეთ სანაპიროსა ან აუზზე ე.წ. პიკ პერიოდში (11 საათიდან 4 საათამდე). დროის ამ მონაკვეთში, მზე ყველაზე რადიაციულ სხივებს გამოყოფს, რაც პირდაპირ ებრძვის არა მარტო კანს, არამედ კანქვეშა ორგანოებსაც. შუა დღის მზეზე წოლა უტოლდება სოლარიუმში 2 საათის გატარებას.


ეცადეთ, აირჩიოთ დასასვენებელი ადგილი ან ზაფხულის ის მონაკვეთი ზღვაზე ან აუზზე წასასვლელად, როცა ტემბერატურა 32-34 გრადუსს არ აღემატება.


qeshik7

ხშირ შემთხვევაში, საცურაო აუზი ან სანაპირო წითელ ხალიჩად ან პოდიუმად გადაიქცევა ხოლმე. თუ ატარებთ საცურაო კოსტიუმის ზემოდან შემოსაცმელ კიმონოს ან კაბა-ხალათს, გაქვთ ნაჭრის ჩანთა და ფერადი მინის სათვალე, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ლუქი მთელი სანაპიროს ან საცურაო აუზის აღფრთოვანების საგანია.


ჯანსაღი კვება ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ განსაკუთრებით კარგია თქვენი სხეულისთვის თუ ჯანსაღ საკვებს, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი, ნატურალური წვენები, უპირატესობას მიანიჭებთ ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც დღის დიდ ნაწილს ატარებთ მზის ქვეშ. არასოდეს მიირთვათ ნაყინი და რძის პროდუქტები მზეზე.


qeshik2

სვით დიდი რაოდენობით წყალი! ზაფხულში სხეული ხშირ შემთხვევაში დეჰიდრადაციას განიცდის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მზეზე ვატარებთ დიდ დროს. ამ პერიოდში, აუცილებელია მივიღოთ დღეში 8-9 ჭიქა წყალი, მინერალური სასმელი ან უშაქრო ნატურალური წვენი, ჩვენი ჯანმრთელობისთვისა და სხეულის სასურველი ფორმის შესანარჩუნებლად.


აუცილებლად წამოიწყეთ ახალი ჰობი. ზაფხული საუკეთესო წელიწადის დროა რაიმე ახლის წამოსაწყებად. წლის მანძილზე უმეტესად არ გვრჩება დრო საკუთარი ინტერესებისთვის, ზაფხული კი გვაძლევს ამის საშუალებას. ზღვაზე და საცურაო აუზზეც კარგი იქნება თუ დაკავდებით აქვა აერობიკით, იოგით, წაიკითხავთ წიგნს ან თუნდაც დაწერთ რაიმე ჩანახატს. ერთი სიტყვით, არც თუ ისე  სასარგებლო რუჯის მიღების დროსაც კი, შეგვიძლია დავგეგმოთ ჩვენთვის სასარგებლო აქტივობები.


გადაღება შედგა სასტუმრო Radisson Blue Iveria-ს ღია საცურაო აუზზე.  აქ, ქალაქის ცენტრში, თქვენ გელოდებათ მშვიდი და კომფორტული გარემო  გულისხმიერი პერსონალითა და არაჩვეულებრივი ხედებით. საცურაო კოსტიუმებითა და აქსესუარებით უზრუნველგვყო ბრენდმა Renew, რომელიც ქართველ მომხმარებელს სთავაზობს ტენდენციურ და ხარისხიან საცურაო კოსტიუმებსა და აქსესუარებს.

20621047_1215853625227291_396328808040541058_n

 

ტექსტი: ივანე ქეშიკაშვილი

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

მოდელები: ელენე კოპალეიშვილი და ნესტან ხახუბია

ლოკაცია: სასთუმრო Radisson Blue Iveria

სამოსი და აქსესუარები: Renew

https://www.beaumonde.ge/სანაპირომოდისევოლუცია

Untitled

 

 

MISSONI – სურნელი თავდაჯერებული ქალისთვის

სპეციფიკური ყვავილოვანი პრინტებითა და ტონალობებით ცნობილმა იტალიურმა ბრენდმა MISSONI,  თაყვანისმცემელ მანდილოსნებს წარუდგინა საკუთარი სახელწოდებისვე ახალი სუნამო. ახალი არომატის შექმნა მისონის კრეატიულმა დირექტორმა ანჟელა მისონიმ, რომლის ჩანაფიქრიც  მსუბუქი, მაგრამ მაცდუნებელი არომატის შექმნა იყო, ახალგაზრდა და თამამ პარფიუმერს, კვენტინ ბიშოს ანდო.

EDP

ახალი ყვავილოვან-ხილოვანი არომატი, მსუბუქი მერქნოვანი ტონალობებით შექმნილია თანამედროვე და თავდაჯერებული ქალისთვის, რომელსაც აღნიშნული სურნელი, ტანზე ნაზად მომდგარი ფერადოვანი კაბის მსგავსად, მეტად მაცდუნებელს და ყველასთვის შესამჩნევს ხდის. სუნამოს მკაფიო ტემპერამანტს და მსუბუქ სინაზეს ხაზს უსვამს ცისარტყელასავით გარდამავალი და ფერადოვანი ფლაკონი, რომელიც სრულყოფილად გამოხატავს მისონის იტალიური სახლის ესთეტიკას. რეკლამის ავტორი კი თვით ოსკაროსანი რეჟისორი პაოლო სორენტინოა, მთავარ როლში კი მოდელი – ელისა სედნაუი.

Missoni-fragrance

სურნელს ხსნის ბერგამოტით, ლიმონითა და ციტრონით გაჯერებული იტალიური ციტრუსოვანი ტრიო,  გრძელდება მსუბუქი მსხლით, რასაც მოსდევს ჟასმინის, მოდური პეტალიისა და მაჰონიის ყვავილოვანი ნოტები, რომელიც სუმანოს ერთგვარ ეგზოტიკურ არომატს ანიჭებს.

BEAUMONDE X LIERAC

ჟურნალმა ბომონდმა და პარფიუმერულმა ქსელმა ლიერაკმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართულ საზოგადოებას დაუვიწყარი საღამო აჩუქა. საღამოს დრეს კოდი შავი ფერი იყო, რომელსაც ულამაზესი შავი ნიღბები ერთვოდა. ოპერისა და ბალეტის თეატრი სტუმრებს ამჯერად ფრანგული შტრიხებით ეგებებოდა.

BUL_6490

ბრენდი გასული საუკუნიდან იღებს სათავეს. ის საქართველოს ბაზარზე უკვე  ათი წელია წარმოდგენილია და ქართველ ქალბატონებსა და მამაკაცებს ეხმარება, რომ უკეთესად გამოიყურებოდნენ. ლიერაკი ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგული ბრენდია, რომლის კრედოც დერმატოლოგიური პრობლემების მოგვარებაა. ბრენდის ამ კონცეფციაზე უამრავი ფრანგი მეცნიერი და ბიოლოგი მუშაობს.  კანის მოვლის საშუალებები ჯიპისის სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი. ჟურნალმა ბომონდმა და ლიერაკმა საღამოზე შეკრებილ საზოგადოებას უამრავი საინტერესო პრიზი დაახვედრა. ცოცხალი, ფრანგული მუსიკა კი მეტად ამძაფრებდა დრამატულ განწყობას.

ტატუირება – ადამიანის განუყრელი აქსესუარი

 

90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე ტატუს ტენდენცია უფრო და უფრო აქტუალური ხდება მსოფლიოში.  ტატუს ზოგი სხეულის მორთვის მიზნით, ზოგი თვითგამოხატვის ექსტრემალური ნიშნით იკეთებს. ტატუირება კანის გაჭრას და საღებავის შიგნით შეყვანას გულისხმობს, ჭრილობა ხორცდება და საღებავი რჩება. ადრეულ წლებში ტატუირებას პატიმრების დასანიშნად მიმართავდნენ, დღეს კი სხეულის ეს აქსესუარი მაღალ მოდადაც შეიძლება ჩაითვალოს. დასავლეთის ქვეყნები ამ კულტურას XVIII საუკუნეში ეზიარნენ, როდესაც ჯეიმზ კუკი წყნარი ოკეანის სამხრეთით მოგზაურობდა. მოგვიანებით, XIX საუკუნეში ტატუ კანონით აიკრძალა.
tattoo-art
ახალ ზელანდიაში  მაორები ტატუირებას ძვლის საჭრელით აკეთებდნენ, რომლის ტარების უფლებაც მხოლოდ მაღალი რანგის ადამიანებს შეეძლოთ. იაპონიაში კი XVIII საუკუნეში ტატუს ტარება თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა, რადგან ყველა ადამიანი ვინც ტატუს ატარებდა  „იაკუძას“ განგსტერებთან ასოცირდებოდა. დღესაც იაპონიაში ამოსვირინგებული სხეული კარგ ტონად არ ითვლება და სხეულზე ნახატების გამო შეიძლება სავარჯიშო დარბაზში ან საცურაო აუზზე არ შეგიშვან.
tattoo-removal-work-3გასულ საუკუნეში კონსერვატიული ქალბატონები და მამაკაცები კრიტიკულად უყურებდნენ ტატუირებას, დღესდღეობით კი ბევრ დასავლურ ქვეყანაში ტატუთი გამოჩენა სამსახურშიც კი შეიძლება. ეს  „ტაბუდადებული“ თემა ამყარებს აქსიომას, რომ  ხანდახან წესებს თვით მოდა აწესებს და არა ხალხი.