მოდა ათწლეულების პრიზმაში

IMG_1948

მოდა ყოველდღიურად ვითარდება და იცვლება. შესაბამისად, იცვლება ჩვენი გემოვნებაც და გარეგნული იერსახეც.

ტენდენციების ცვლასთან ერთად იცვლება ჩვენი გარდერობიც. გასულ საუკუნეში გაჩენილმა მოდის სახლებმა მსოფლიოში მოდის ინდუსტრიას ჩაუყარეს საფუძველი. მოდა ნელ-ნელა გადაიქცა ბიზნესად, რომელიც წარმატებული და შემოსავლიანი აღმოჩნდა. მოდის ისტორიას ახსოვს ბევრი ქალბატონი და მამაკაცი, რომლებიც პოპულარულები და ცნობილები განუმეორებელი სტილითა და ჩაცმულობით გახდნენ. აღნიშნული ბლოგით გადავწყვიტე, გაგაცნოთ მოდის განვითარებისა და ცვლილების ყველა დეკადის ტენდენცია, გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში უდიდეს როლს ასრულებდა ყოველი ახალი მოდის სახლის გამოჩენა განსხვავებული ხედვით, იდეებითა და აქცენტებით. ეს პროცესი დღესაც შეუჩერებლად გრძელდება და ყოველი სეზონის მოდის კვირეულებზე ვეცნობით ახალ იდეებს, რომელიც მეორე დღიდანვე ტენდენციური ხდება.

 

 

 

VARIOUS


1920-29
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა, რაც ყველაფერთან ერთად, მოდის ინდუსტრიაზეც აისახა. ბევრი დაწერილა და თქმულა 20-იანი წლების სტილზე. სწორი, სადა სილუეტების გამოჩენა ფაბრიკების ნაკლებობამ და ქსოვილების სიძვირემ გამოიწვია. ამ პერიოდის მოდური ქალბატონის გარდერობში შეხვდებოდით სწორ, სხვადასხვა სიგრძის კაბებს, ქვედაბოლოებსა ან ორეულებს, თექის შლაპებსა და აუცილებლად მარგალიტის გრძელ მძივს, რომელსაც ძირითადად, ზურგზე გადაგდებულს ატარებდნენ. არტდეკოს პერიოდის მოდაში, რომელშიც სწორედ 20-იანი წლები მოიაზრება, პოპულარული გახდა მარტივი გეომეტრიული ფორმებით თამაში. ამ პერიოდის ქალბატონების საყვარელი დიზაინერი, რა თქმა უნდა, კოკო შანელი იყო. სტილის აიკონი კი – მსახიობი გრეტა გარბო.


Marlene-Dietrich-1930
1930-39
1930-იან წლებში ქალებს ყველგან ეცვათ კაბა, სამსახურიდან დაწყებული, წვეულებებით დამთავრებული. ამ პერიოდში პოპულარული გახდა დიდი ზომის პალტოები, რომლებიც კაბის სიგრძეს ფარავდა. შლაპები უკვე ძველმოდური იყო და ეს ატრიბუტი გარდერობიდან ეტაპობრივად გაქრა. სამოსში გაჩნდა ფერები, აპლიკაციები. ყველაზე ტენდენციური ყვავილებიანი აბრეშუმის კაბები იყო. ასევე მოდას დაუბრუნდა ბეწვეული. დიდი პოპულარობით სარგებლობმოდა და ქურქები, ბეწვის შარფები და ჩანთები. ხანდახან ქალბატონები მხარზე მოგდებული მელიებითაც იწონებდნენ თავს. მამაკაცების მოდა უფრო სადა ხდებოდა. ისინი უპირატესობას ლამაზ წინდებსა და გრძელ ხელსახოცებს ანიჭებდნენ. 30-იან წლებში დიდ ხმაურსა და გაოცებას მარლენ დიტრიხის, ჯინჯერ როჯერსისა და ბეტ დეივისის სტილი იწვევდა.


grace kelly 19401940-49
40-იანი წლები მეორე მსოფლიო ომს და კვლავ კრიზისს უკავშირდება. მოდა გამარტივდა, გახდა უფრო სადა და ერთფეროვანი. სამოსიდან გაქრა ნაქარგები, მაგრამ აქტუალურობა შეიძინა ხელთათმანმა. ამ პერიოდში ვერ ნახავდით ქალბატონს, რომელიც ხელთათმანს არ ატარებდა. როგორც ქალის, ასევე მამაკაცის გარდერობში გაჩნდა ბომბერი. თავი იჩინა “მკაცრი მხრების” ტენდენციამ. ბრწყინვალე ქვედაბოლოებითა და დიდი მხრებიანი პიჯაკების კოლექციით 1946 წელს ფრანგული მოდის ასპარეზზე გამოჩნდა Christian Dior, რომლის წარმატებამ არ დააყოვნა. Harpers Baazar-ის იმდროინდელმა რედაქტორმა კარმელ სნოუმ განაცხადა: „დიორი ახალი აქცენტია მოდის ინდუსტრიაში, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს“. 40-იანი წლების მოდის აიქონები მსახიობი და შემდგომში მონაკოს პრინცესა გრეის კელი და მოცეკვავე და მსახიობი რიტა ჰეივორთი გახდნენ. ისინი იმ პერიოდის დიზაინერების ფავორიტები იყვნენ.


Marilyn Monroe 1950
1950-59
50-იანი წლების მოდაში უამრავი მიმდინარეობა წარმოიშვა. უპირატესობა ენიჭებოდა წელის ზომას, რომლის მიხედვითაც ჩნდებოდა სხვადასხვა დიზაინის სამოსი. ხალხი უფრო თავისუფალი გახდა საკუთარი სტილის არჩევანში. ბევრი მიმდინარეობის გამოჩენამ განაპირობა სამოსის დახარისხება გარემოების მიხედვით. თუ მანამდე ქალბატონები ყველგან გამოსასვლელი კაბებით დადიოდნენ, 50-იან წლებში ისინი უკვე თავისუფლად იცვამდნენ შარვალს, შორტს. სინამდვილეში ყველა ქალს სურდა “საოცნებო პროპორციები“ ჰქონოდა, ისეთი, როგორი სილუეტისთვისაც იქმნებოდა სამოსი პარიზული ჩვენებებისთვის. ამ პერიოდზე საუბარი ალბათ შეუძლებელია მერილინ მონროს ხსენების გარეშე. ფილმში „ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს“ შესრულებული როლის შემდეგ, მერილინი მსოფლიოს სექსსიმბოლო და ამასთანავე, სტილისა და მოდის ღვთაება გახდა. მისი სტილი ყველასთვის მისაბაძი გახდა, რაც მის პოპულარობას წარმოუდგენლად ზრდიდა.


audrey Hepburn 19601960-69
ამ პერიოდის მოდა უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა, რასაც ხელი შეუწყო ბრიტანული ჯგუფი The Beatles-ის ჩამოყალიბებამ და მათმა გასაოცარმა პოპულარობამ. ხალხის ყურადღებამ მოდის დედაქალაქიდან ლონდონში გადაინაცვლა. 60-იანი წლების ლუქი უფრო პრიალა და თანამედროვე, სილუეტები კი უფრო მკაცრი გახდა. ტენდენციურად აღარ ითვლებოდა ბეწვი, მაგრამ ხელთათმანები კვლავ პოპულარობას ინარჩუნებდა. ქალბატონები ხშირ შემთხვევაში ირგებდნენ მამაკაცის სამოსს. 60-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა ორ მიმდინარეობას, მაღალ და ყოველდღიურ მოდას. ამ პერიოდის ყველაზე ტენდენციური ქალბატონი მსახიობი ოდრი ჰეპბერნი იყო.


david bowie 19701970-79
70-იან წლებში მოდა რადიკალურად შეიცვალა. დეკადის დასაწყისში ჭრელი და ბრჭყვიალა სამოსი ყველაზე ტენდენციურად ითვლებოდა. ფერადი პრინტებიანი ტანსაცმელი, განურჩევლად სეზონისა, პოპულარობას არ კარგავდა. ტენდენციური გახდა მოკლე შორტები, ტოპები და როლიკები. შარვლები სულ უფრო განიერი ხდებოდა. ეს იყო დისკოს ეპოქა, სადაც გეომეტრიულფიგურებიანი პრინტებით შექმნილი სამოსი გახდა ყოველდღიურობის თანამდევი. 70-იან წლებში ჰიტად იქცა ჯინსი: შარვლები, ქურთუკები, კომბინეზონები. ჯინსს ატარებდა ყველა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ქალბატონებმა მიივიწყეს ხელთათმანი, შლაპა და კაბა. ქალმა აისრულა დიდი ხნის ოცნება. ის იცვამდა ყველაფერს, რაც უნდოდა. 70-იანი წლები რევოლუციის პერიოდად გვევლინება მოდის ისტორიაში. ამ პერიოდის მოდის აიკონები მომღერალი შერი და დევიდ ბოუი იყვნენ.


madonna 19801980-89
ამ დეკადაში მოდა მეტად დრამატული ხდება. ნელ-ნელა სადავდება 70-იანების სიკაშკაშე და იცვლება ყველაფერი. ტენდენციური ხდება მუქი და პასტელური ფერები. იქმნება მამაკაცისა და ქალის სადა კოლექციები. ტენდენციურია ტყავის ნაწარმი: შარვლები, ქურთუკები, ჟილეტები, რომლებზეც დამაგრებულია პატარა მეტალის პირამიდები. მოდურია ჯვარი და ჯვრის ფორმის სხვადასხვა აქსესუარი. მოდას უბრუნდება აბრეშუმის ბლუზები. ლიდერობას არ თმობს ჯინსი, ოღონდ განიერი შარვლები იცვლება ვიწროთი და ამასთანავე დახეულია. ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა იმჟამინდელ საზოგადოებაში და ბევრისგან უარყოფითი შეფასებაც მიიღო. ტენდენციური გახდა კინოს ან მულტფილმის გმირების გამოსახულებით დაპრინტული მაისურები. ასევე ქალბატონებმა მოირგეს წაწვეტებული ბიუსტჰალტერი, რომელსაც მაისურების ზემოდანაც ატარებდნენ. 80-იანი წლების სტილის შექმნა ახალი მუსიკალური ჟანრის, პოპის მოტივებს ეფუძნება, ხოლო ფუძემდებლები პოპის დედოფლად წოდებული მადონა და პოპის მეფე მაიკლ ჯექსონი იყვნენ. მათ სრული კულტურული გადატრიალება მოახდინეს 80-იანი წლების მსოფლიოში.


cindy-crawford 19901990-99
გრძელი სპორტული მაისურები, მოკლე შორტები, ბოტასები და ბეისბოლის კეპი – 90-იანი წლების ყველაზე ტენდენციურად ჩაცმული თინეიჯერის ლუქია. ამ პერიოდის მოდა დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. ურბანული სტილის დაფუძნება უკავშირდება ჰიპ-ჰოპის წარმოშობას. მოდური გახდა დრედები და წვრილი ნაწნავები. 90-იანი წლების მოდის მთავარი მიმართულება ინდუსტრიული და სამხედრო სტილია. ხალხი თავისი ხელით ქმნიდა აქსესუარებს და მასალად ძირითადად რომელიმე მექანიკური ხელსაწყოს ნაწილებს იყენებდა. პოპულარული გახდა სხვადასხვა დიზაინით შექმნილი ყურსასმენებისა და MP3 მოწყობილობების ტარება, რომელიც აუცილებლად შარვლის ბალთაზე უნდა ყოფილიყო დამაგრებული. 90-იან წლებში გაჩნდა ცნება „ტოპმოდელი“, რომლის კაშკაშა ვარსკვლავები ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, ლინდა ევანგელისტა, კრისტი ტარლიგტონი და კლაუდია შიფერი იყვნენ.


2000-09

2000-იანებში ერთნაირად პოპულარულია ბოლო ათწლეულების ყველა მოდური ტენდენცია. ყველაფერი ისევ ბრჭყვიალა ხდება, აქტიურად ბრუნდება სხვადასხვაფერი ნეონებითა და თვლებით გაფორმებული სამოსი. განიერი ჯინსის შარვლები, მოკლე ჯინსის კაბები და რაც მთავარია, აბრეშუმის მაისურები წვრილ ზონრებზე, რომელიც საღამურის შთაბეჭდილებას ტოვებს. ახლის შექმნის სანაცვლოდ ცვლილებები და სხვადასხვა შტრიხი შევიდა უკვე არსებულში.

ტენდენციური გახდა აკეცილი ჯინსის შარვლები. ყველაზე პოპულარული ფერი კი ვარდისფერი იყო. მოდურად ითვლებოდა მასიური სათვალეები და რეზინისსამაჯურიანი საათები. 2000-იანების ათწლეულის ბოლოს დიზაინერმა ალექსანდრ მაკქუინმა მოდაში გადატრიალება მოახდინა.


2010-17
ხშირად გვესმის ფრაზა, რომ 80-იანი და 90-იანი წლების მოდა დაბრუნდა. ალბათ, სტატიის კითხვის დროს, ამას თავადაც მიხვდებოდით. მოდა დღესაც არ კარგავს აქტუალურობას, უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, გამოიყურებოდეს ტენდენციურად. 2010 წლიდან დღემდე ყველაზე პოპულარული მოდის სახლი ბალენსიაგაა, რომლის კრეატიული დირექტორი, წარმოშობით ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა. დემნაზე ბევრი დაწერილა და თქმულა. დღესდღეობით სთრითვეარი აიძულებს ბევრ მოდის სახლს და დიზაინერს, თავიანთი კოლექცია ხალხის სურვილს შეუსაბამონ. 10-იანი წლები უნისექსურ პერიოდად შეგვიძლია დავასახელოთ. ეს დეკადაა, სადაც ნელ-ნელა ქრება მოდიდან ქალის სილუეტი და ორივე სქესის წარმომადგენლები იცვამენ ერთმანეთის სამოსს. გასული საუკუნის მანძილზე მოდას მიჰყვებოდა ადამიანი, დღეს კი ეს როლები ნელ-ნელა იცვლება და მოდა ხდება ადამიანის ცხოვრების სტილის თანამდევი.


19894757_1189100711235916_8473532525689748243_n

 

ტექსტი: ივანე ქეშიკაშვილი

ჟურნალი ბომონდის ივლისის ნომერი

BAISER FOU – დაუვიწყარი ამბორი

„გიჟური კოცნა“- მაცდური სუნამო, რომელიც Cartier-ს პარფიუმერიის ოჯახს შეუერთდა. სუნამო მატილდა ლორანის  შემოქმედებაა. ის გაგრძელებაა გატეხილი კოცნისა, (Baiser Vole) რომელიც 2011 წელს გამოვიდა.  Baiser fou-ს ორქიდეამ Baiser Vole-ს ლილია ჩაანაცვლა. Baiser Fou-მ გააერთიანა ქალურობა და სიცელქე, რითაც მაცდურობა მიიღო.

baiser-fou-eau-de-parfum

თეთრი შოკოლადის ნაზი სურნელისა და  ტუჩსაცხის  არომატის ერთობლიობა ქმნის უძლეველ გამოწვევას.   სუნამოს მთავარი ნოტი იისფერი ორქიდეა გრაციოზულობის, მიმზიდველობის სიმბოლოა. მისი მოტკბო და მგრძნობიარე სურნელის ერთობლიობა, თავბრუდამხვევად გვიწვევს საკოცნელად. სუნამოში აგრეთვე გამოყენებულია ჟოლო და ვანილი. პარფიუმი წააგავს ძვირფას ლალს, რომელიც სიყვარულის, ერთგულებისა და მგზნებარე კოცნის სიმბოლოა. სუნამო გვიქმნის წარმოსახვას ელეგანტური, მომხიბვლელი და მშვენიერი ქალბატონისა, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია.

სუნამო მოთავსებულია  ჯადოსნურ ფლაკონში, რომელიც გამოირჩევა თავისი ციმციმა ვარდისფერი ქვის სახურავით. ფლაკონი ოვალური, ნაზი და სადაა. მისი სახურავი კი გვირგვინთან ასოცირდება. სუნამოს შეძენა უკვე შესაძლებელია ისი პარის მაღაზიათა ქსელში.

Zadig & Voltaire – ანუ ბედისწერა!

პარფიუმერულმა კომპანიამ ისი პარიმ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი Zadig & Voltaire  წარმოადგინა. რამდენიმე დღის წინ გამართულ პრეს ლონჩზე  ბრენდისვე ახალი სუნამოების For Her-ისა და For Him-ის პრეზენტაცია შედგა. ბრენდი ოცი წელის წინ პარიზში დაარსდა ფრანგი ფილოსოფოსისა და მწერლის ვოლტერის შთაგონებით. სუნამოს ინსპირაცია კი პარიზი, როკი და არტია.

ეს არის ალქიმია თქვენსა და მას შორის – ამბობს ბრენდის დამფუძნებელი ტიერ ჟილიე და გვთავაზობს მაცდუნებელ თამაშს. ბრენდმა შექმნა წყვილი არომატი, რომელიც ნამდვილად მოეწონებათ ახალგაზრდა, ამბიციურ და ამავე დროს, განსაკუთრებულად რომანტიულ ნატურებს.

ZadigBRAND
სუნამო არის სიწმინდისა და იდუმალების ბალანსი, რომელიც გვიამბობს პარიზულ ისტორიას.  კონცეფცია ბოჰემური ელეგანტურობის ანუ როკ სტილის მატარებელია, რომელიც ორი ადამიანის ერთიანობას გვაგონებს. სუნამოს ფლაკონიც დამსხვრეული მინის ინსპირაციითაა შექმნილი. For Her-ისა და For Him-ის ფლაკონების ერთად დადებისას ჰარმონიული  წყვილი იქმნება,  როგორც  ბრენდის სახე ფრანგი მოდელები ერინ ვოსონი და სემ ლამერი არიან.

For Her! –  მერქნოვანი და ყვავილოვანი სურნელი, რომლის მთავარი ნოტები ვანილი, ვარდისფერი წიწაკა, ჟასმინი და რძიანი წაბლის კრემია. აღნიშნულ ნოტებს შორის თანხვედრაა, მაგრამ მაინც ყველა ინარჩუნებს საკუთარ ინდივიდუალურობას. სუნამოს ამ ინგრედიენტების ერთობლიობა მოგანდომებთ პარიზის ქუჩებში ხეტიალს ან როკის მოსმენას. დიახ ეს პარიზელი მოსუვენარი გოგონაა, რომელსაც ხელოვნების  სენი აქვს შეყრილი.

For Him! – შავი წიწაკა, ცისტრუსოვანი არომატი, რძიანი სანდალი და ვანილი. ეს Zadig and Voltaire-ის ძლიერი მამაკაცია, რომლის კრედო როკი, ხელოვნება და სიყვარულია.

Zadig & Voltaire  – ახალგაზრდობისა და გამბედაობის ერთგვარი მანიფესტია.

ტატუირება – ადამიანის განუყრელი აქსესუარი

 

90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე ტატუს ტენდენცია უფრო და უფრო აქტუალური ხდება მსოფლიოში.  ტატუს ზოგი სხეულის მორთვის მიზნით, ზოგი თვითგამოხატვის ექსტრემალური ნიშნით იკეთებს. ტატუირება კანის გაჭრას და საღებავის შიგნით შეყვანას გულისხმობს, ჭრილობა ხორცდება და საღებავი რჩება. ადრეულ წლებში ტატუირებას პატიმრების დასანიშნად მიმართავდნენ, დღეს კი სხეულის ეს აქსესუარი მაღალ მოდადაც შეიძლება ჩაითვალოს. დასავლეთის ქვეყნები ამ კულტურას XVIII საუკუნეში ეზიარნენ, როდესაც ჯეიმზ კუკი წყნარი ოკეანის სამხრეთით მოგზაურობდა. მოგვიანებით, XIX საუკუნეში ტატუ კანონით აიკრძალა.
tattoo-art
ახალ ზელანდიაში  მაორები ტატუირებას ძვლის საჭრელით აკეთებდნენ, რომლის ტარების უფლებაც მხოლოდ მაღალი რანგის ადამიანებს შეეძლოთ. იაპონიაში კი XVIII საუკუნეში ტატუს ტარება თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა, რადგან ყველა ადამიანი ვინც ტატუს ატარებდა  „იაკუძას“ განგსტერებთან ასოცირდებოდა. დღესაც იაპონიაში ამოსვირინგებული სხეული კარგ ტონად არ ითვლება და სხეულზე ნახატების გამო შეიძლება სავარჯიშო დარბაზში ან საცურაო აუზზე არ შეგიშვან.
tattoo-removal-work-3გასულ საუკუნეში კონსერვატიული ქალბატონები და მამაკაცები კრიტიკულად უყურებდნენ ტატუირებას, დღესდღეობით კი ბევრ დასავლურ ქვეყანაში ტატუთი გამოჩენა სამსახურშიც კი შეიძლება. ეს  „ტაბუდადებული“ თემა ამყარებს აქსიომას, რომ  ხანდახან წესებს თვით მოდა აწესებს და არა ხალხი.

SEE 15 BEST RED CARPET LOOKS AT THE 2017 OSCARS

gallery-1488157697-hbz-oscars-naomie-harris

THE BEST RED CARPET LOOKS FROM THE 2017 GRAMMYS

gallery-1486949465-rihanna-1024

Rihanna- კაბა Armani Privé და Chopard-ის სამკაულები

gallery-1486947524-lady-gaga-embed-1024

Lady Gaga – Chrome Hearts-ის კოსტიუმი

gallery-1486946701-hbz-grammys-2017-adele

Adele – კაბა Givenchy Haute Couture და სამკაულები Lorraine Schwartz

16684295_10156014901619896_3488306304511050872_n

Katy Perry – კაბა Tom Ford

celine-dion

Celine Dion – კაბა Zuhair Murad Couture

laverne-cox

Laverne Cox – კაბა Bryan Hearns

halsey

Halsey – კოსტიუმი Christian Winjants და Vita Fede-ის  სამკაულები

paris-jackson-grammys-red-carpet-2017-billboard-1240

Paris Jackson – კაბა Balmain

santigold

Santigold – კაბა Gucci

skylar-grey

Skylar Grey

tori-kelly

Tori Kelly

gettyimages-634966634

Bella Harris

10 რჩევა ტენდენციური მამაკაცებისთვის

 

მსოფლიოს სხვადასხვა მოდის კვირეულზე ცნობილმა ბრენდებმა და დიზაინერებმა უკვე წარმოგვიდგინეს მამაკაცის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები. შესაბამისად, შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორ გამოვიყურებოდეთ ტენდეციურად, რა ფერისა და ფაქტურის სამოსი ვატაროთ და რით უნდა გავამდიდროთ ჩვენი გარდერობი. ჩემს რჩევას თუ დაუჯერებთ, გეტყვით, რომ თუ მოგეპოვებათ გარდერობში 90-იანი წლების სამოსი, აღარ შეინახოთ, განაახლეთ და ჩაიცვით! წარმოგიდგენთ 10 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ გამოიყურებოდეთ ტენდეციურად 2017 წელს.

ნაქარგიანი დეტალები

გასული წლის მსგავსად, ნაქარგიანი დეტალები სამოსზე ისევ ტენდენციაურია. Alexander McQueen-ისა და Balmain-ის კოლექციებში ხშირად შევხვდებით მათ.

img_3658

გაბერილი ქურთუკები

გაბერილი ქურთუკი ის სამოსია, რომელიც წელს ყველა ჩვენებაზე ერთი ლუქი მაინც შეგვხვდა. აღსანიშნავია Balenciaga-სა და Rick Owens-ს ქურთუკები, რომელმაც ყველაზე დიდი მოწონება და ყურადღება დაიმსახურა.

img_3661

წითელი

წელს ყველაზე ტენდენციური ფერი წითელია, რომელიც ყველაზე დიდი დოზით იქნა გამოყენებული ჩვენებებზე. წითელი განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო Dior Homme, Balenciaga-სა და Dries Van Noten-ის კოლექციებში.

img_3660

ბერეტი

ბერეტის ტენდენცია წელს კვლავ დაბრუნდა პოდიუმზე. ფრანგული სტილის ქუდები მრავლად გამოიყენეს დიზაინერებმა თავიანთ კოლექციებში. მაგალითად: Prada, Moschino, Louis Vuitton , Dolce & Gabbana და სხვა.

img_3662

The Supreme x Louis Vuitton ჩანთები

ამ სეზონზე Louis Vuitton-მა ჩანთების კოლაბორაცია წარმოადგინა ბრენდთან Supreme. წარდგენისთანავე აღნიშნულმა კოლექციამ თავბრუდამხვევი ყურადღება და უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

img_3663

ხელოვნება მოდაში

ცნობილმა ბრენდებმა გამოიყენეს ისეთი ნაქსოვები, მატერიები, რომლებიც ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშის ასლს წარმოადგენს. მაგალითად Prada-ს, Gosha Rubchinskiy-სა და Jonathan Anderson-ის კოლექციებში ყველაზე მეტად იყო გამოყენებული ხელოვნების ნიმუშები ლუქებში.

img_3664

სპორტი მოდაში

ზოგადად, სპორტული სტილის ტენდენციურობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დიდი პოპულარობით სარგებლბს Vetements-ისა და Gosha Rubchinskiy-ს შარფები, რომლებიც საფეხბურთო ნაკრების შარფს მოგვაგონებს.

img_3669

მრეწველობა მოდაში

სხვადასხვა სამრეწველო მიმდინარეობის ინსპირაციით შექმნილი სამოსი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მოდურობა დემნა გვასალიას სახელს უკავშირდება და მსგავსი სამოსი ძირითადად Balenciaga-სა და Vetements-ის კოლექციებში გვხვდება.

img_3673

კუბოკრული

შოტლანდიური ნაციონალური სამოსის ძირითადი შტრიხი არ კარგავს ტენდენციურობას. ბრენდებმა Versace, Balmain, Valentino დიდი ოდენობით გამოიყენეს თავიანთ კოლექციებში კუბოკრული ქსოვილები.

img_3666

ტყავის შარვალი

ტყავის ვიწრო თუ განიერი შარვლები წელს საკმაოდ ტენდენციურია. კლასიკური თუ როკენროლის სტილის ნიმუშები უხვად იყო წარმოდგენილი Versace-ს, Prada-ს და Maison Margiela-ს კოლექციებში.

img_3667