ჯეფ კუნსი – ახალი ხედვის დიდოსტატი თუ კიტჩის მეფე?!

Ivaneთანამედროვე ხელოვნებაში  უამრავ საინტერესო შემოქმედს, კერძოდ, მოქანდაკეს ვხვდებით. დღესდღეობით მასალების მრავალფეროვნება  შესაძლებას იძლევა შეიქმნას ახალი და სრულიად წარმოუდგენელი ნიმუშები. ალბათ, გასული საუკუნის მიწურულს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უბრალო ბუშტის ძაღლი დიდ ქანდაკებად გადაიქცეოდა და უამრავ წამყვან გალერიაში საპატიო ადგილს დაიკავებდა.   ყველა მიხვდება, რომ საუბარია ამერიკელ არტისტზე, მოქანდაკე ჯეფ კუნსზე. მას ბანალური ობიექტების დიდოსტატს უწოდებენ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. კუნსის შემოქმედება თანამედროვე მოქმედი არტისტებიდან ყველაზე ძვირადღირებულია. მისი ნარინჯისფერი  „ბუშტის ძაღლი“ 2013 წელს კრისტის აუქციონზე  58,4 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა, რაც სრული რეკორდია მსოფლიოში. კრიტიკოსების აზრი მისი შემოქმედების მიმართ, ორ ნაწილად არის გაყოფილი. ზოგს  ახალი ხედვის დიდოსტატად მიაჩნია, ზოგიც კი არსებულის სარფიანად გამოყენებაში სდებს ბრალს. ასეა თუ ისე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯეფ კუნსი სრულიად ახალი სახელია თანამედროვე ხელოვნებისა და ქანდაკების ისტორიაში. მისი შემოქმედება ყოველთვის ექსპერიმენტია, საზღვარია  განვითარებულ ხელოვნებასა და  მასკულტურას შორის, ურთიერთობაა საკუთარ თავსა და სამყაროს შორის.

jeff-koons

“ვფიქრობ ხელოვნება იყენებს ყველაფერს, რაც შენს გარშემოა, რაც შენი წარსულია. ჩემმა შემოქმედებამ გააქრო ჩემში ყველა შინაგანი დაბრკოლება და შიში. აი ესაა მთავარი წარმატების გასაღებიც“ – ჯეფ კუნსი.

Blue-balloon-dog

კუნსი 70-იანი წლებიდან იყენებს გასაბერი სათამაშოების იდეასა და ფორმებს თავის შემოქმედებაში.  მისი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია „კურდღელი“, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე გაპრიალებული ფოლადისგანაა დამზადებული. ქანდაკებამ უდიდესი აურზაური და დაინტერესება გამოიწვია. მისი ექსპონატად ქცევა ძალიან ბევრ მუზეუმს და გალერეას უნდოდა. ქანდაკებამ ჩიკაგოს ხელოვნების მუზეუმში დაიდო ბინა და მის სავიზიტო ბარათადაც იქცა. მაგრამ, ყველაფერის მიუხედავად, ჯეფ კუნსის სახელის ხსენებისას, პირველ რიგში თვალწინ ბუშტის დიდი ძაღლები წარმოგვიდგება. ამიტომაც კუნსის ყველაზე წარმატებულ სერიად „დღესასწაული“ ითვლება, რომელშიც გაერთიანებულია ბუშტის ძაღლი, ტიტები, ბრილიანტი და კვერცხი. ოცი სკულპტურისგან შედგენილი სერია რამდენიმე წლის მანძილზე იქმნებოდა. სულ ცოტა ხნის  წინ, ბოლო ქანდაკებები – ბუშტის გედი, კურდღელი და მაიმუნი დაემატა.  ქანდაკებები მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა გალერეასა და მუზეუმშია წარმოდგენილი.

gagoNYC_1jeff-koons-art

მინდა განვიხილო კუნსის კოლაბორაციები სხვადასხვა არტისტებთან, სამოსისა თუ ავტომობილების ბრენდებთან. ჯეფ კუნსის  ერთ-ერთი დიდი კოლაბორაცია  2013 წელს შედგა მომღერალ ლედი გაგასთან. მათ ერთობლივად გაგას მესამე სტუდიურ ალბომზე ARTPOP-ზე იმუშავეს. ალბომის მთლიანი ვიზუალი კუნსის შემოქმედებაა. შიშველ ქანდაკებად ქცეული ფოტოები დიდი ლურჯი სარკისებრი სფეროებით, რომელიც ადამიანის უხერხულ ადგილებს ფარავს. კუნსმა სპეციალურად შექმნა ქანდაკებების სერია, რომელშიც ლურჯი სფეროებია გამოყენებული, შეიქმნა უამრავი ტილოც.   ცნობილი იტალიელი მხატვარის, სანდრო ბოტიჩელის  „ვენერას დაბადებით“ ინსპირირებულმა ჯეფმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „ მე მინდოდა გაგა ყოფილიყო ქანდაკება. ალბათ არ გაგიკვირდებათ და მართლაც, მისგან შევქმენი ცხოვრებაში პირველად ცოცხალი სკულპტურა ლურჯი სფეროთი“. ალბომის ვიზუალი ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში.

Lady Gaga Artpop album cover by Jeff Koons

koonslouisvuittonმოდის მოყვარულებისთვის ჯეფ კუნსისა და ლუი ვიტონის  მოდის სახლის კოლაბორაცია ერთ-ერთი საუკეთესოა. კუნსმა მიმდინარე წლის აპრილში წარმოადგინა ჩანთებისა და აქსესუარების კოლაბორაცია, რომელზეც პრინტებად ცნობილი მხატვრების ნამუშევრები გამოიყენა. კოლექციაში “Masters” გაერთიანებულია ლეონარდო და ვინჩის, ტიციანის, პეტერ პაულ რუბენსისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები. კოლაბორაციამ გამოსვლისთანავე გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ბრენდმა კუნსს თანამშრომლობის გაგრძელება სთხოვა. სულ რამდენიმე დღის წინ ფრანგული ბრენდის ვიტრინებში გამოჩნდა ახალი ჩანთები და აქსესუარები სხვა მხატვრების ნამუშევრებით. კოლაბორაცია “Masters II” მოიცავს კლოდ მონეს, ედვარდ მანეს,  პოლ გოგენის, ნიკოლა პუსენის, ფრანსუა ბუშესა და უილიამ ტერნერის ნამუშევრებს. ხელოვნების ისტორიისა და მოდის კოლაბორაციამ კიდევ ერთხელ ძალიან დასამახსოვრებელი პროდუქტი შექმნა. ლუი ვიტონის ჩანთებზე მორგებული უდიდესი მხატვრების ნამუშევრებით, კუნსმა კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება. დაპრინტულ ჩანთებზე ოქროსფრად წერია მხატვრის გვარი და რა თქმა უნდა, „LV“ თავისი ტრადიციული ლოგოებით. კუნსმა აგრეთვე რეკონფიგურაცია გაუკეთა ბრენდის ცნობილ ლოგოს, რაც  ბრენდის 163 წლიან ისტორიაში არასოდეს მომხდარა.

http-hypebeast.comimage201710jeff-koons-louis-vuitton-masters-collection-part-1

ძალიან საინტერესო იყო მოდის და ხელოვნების კრიტიკოსების აზრი. მოდის კრიტიკოსების განცხადებით, კუნსმა შთამბეჭდავი კოლაბორაცია შექმნა და მოდის მიმდევრებს შემოქმედებითობისკენ მოუწოდა, მაგრამ სრულიად საპირისპიროდ გამოიყურება ხელოვნების კრიტიკოსების აზრი. ამ კოლაბორაციას წინ უძღვოდა 2014 წელს შვედური ბრენდისთვის H&M შექმნილი ჩანთები, რომლებსაც ამშვენებდა მისი „ყვითელი ძაღლი“. აქსესუარი განსაზღვრული ოდენობით შეიქმნა და იყიდებოდა მხოლოდ ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუსა და 48-ე ქუჩების კუთხეში მდებარე აღნიშნული ბრენდის მაღაზიაში.

24zROW1-master1050

2010 წელს ავტომობილების გერმანულმა ფირმამ BMW, რომლის სპორტული მანქანების დიზაინზე ნამუშევარი ჰქონდათ თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ შემოქმედებს ალექსანდრე კოლდერს, ოლაფურ ელიასონს, როი ლიხტენშტეინს, ენდი უორხოლს, ჯონ ბალდესარის, ცაო ფეის და სხვა, დიზაინი ჯეფ კუნსს დაუკვეთა. თანამშრომლობა წარმატებული გამოდგა. შედეგად შეიქმნა არტ მანქანა BMW M3 GT2. კუნსის განცხადებით, ის დიდი ხანი მუშაობდა ავტომობილის დიზაინზე. შეისწავლა უამრავი ნიმუში, ასევე გაეცნო სხვადასხვა გრაფიკულ მიმდინარეობას. BMW M3 GT2 შექმნილია უახლესი მასალების გამოყენებით და ფერადი ზოლებით მიღწეულია 3D ეფექტი. შავ ფონზე ასობით ფერადი ხაზის დინამიურობა, იძლევა დაუძლეველი სისწრაფის ეფექტს. სწორედ ეს იყო კუნსის ამოცანაც, რომ შეექმნა ავტომობილის დიზაინი, რომელიც  კიდევ უფრო გადაჭარბებულად წარმოადგენდა მის რეალურ სიჩქარეს.

bmw-m3-gt2-art-car-jeff-koons-2011-widescreen-08

Jeff-Koons-Balloon-Venus-∏Alexis-Dahanასევე ძალიან საინტერესოა და აღსანიშნია ჯეფ კუნსის კოლაბორაცია “Dom Perignon”-თან.  თანამშრომლობა შამპანურის ისეთ ბრენდთან, რომლის დიზაინზეც პაბლო პიკასო, სალვადორ დალი, ენდი უორხოლი და ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი მუშაობდნენ.  2013 წელს შედგა ვინტაჟური, 2003 წლის შარდონესა და პინო ნუარის საუკეთესო მოსავლით შექმნილი, ვარდისფერი მშრალი ცქრიალა ღვინის პრეზენტაცია, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ჯეფ კუნსთან ერთად. ბოთლის ქეისის, სახელწოდებით Balloon Venus (ბუშტის ვენერა), ინსპირაციას ერთ-ერთი ყველაზე ძველი ადამიანის გამოსახულების ქანდაკება, პალეოლითის ვენერა წარმოადგენდა. შამპანური ლიმიტირებული სერია გამოვიდა და მისი ფასი ქეისით 15 ათას ევროს შეადგენდა.

2016 წელს კუნსმა google-თან კოლაბორაციით შექმნა ე.წ. „ცოცხალი“ ტელეფონის ქეისი Nexus 6P და Nexus 5X სმარტფონებისთვის. ქეისები შექმნილია მხატვრის პოპულარული სერიის Gazing Ball სამი ნიმუშის მიხედვით. ქეისში ჩამონტაჟებული ჩიპის საშუალებით, ეკრანზე გადმოდის იგივე გამოსახულება, რაც ქეისის გარეკანზეა.

ჯეფ კუნსის ბოლო მასშტაბური გამოფენა სახელწოდებით „რეტროსპექტული“, მის მშობლიურ ქალაქ ნიუ-იორკში, უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმში ჩატარდა. უზარმაზარ  გამოფენას მთლიანი მუზეუმის ტერიტორია ჰქონდა დათმობილი, სადაც წარმოდგენილი იყო კუნსის ნამუშევრები სერიების მიხედვით.

gallery-6-photo-by-prudence-cuming-associates-victor-mara-ltd-artwork-jeff-koons

Advertisements

სალვატორე ფერაგამოს თანამედროვე და კლასიკურად მარადიული იმპერია

Salvatore_Ferragamo_logo

dl002616-6510_0x440მოდის მომავალი მაესტრო, სალვატორე ფერაგამო, 1898 წელს ღარიბი იტალიელების ოჯახში დაიბადა. ფეხსაცმელი მათ ოჯახში ფუფუნების საგანს წარმოადგენდა და მხოლოდ დღესასწაულებზე აცმევდნენ. პატარა ბიჭი, რომელიც თოთხმეტ შვილიან ოჯახში მეთერთმეტე იყო, ოცნებობდა მეწაღეობაზე და საკუთრი ხელით დამზადებულ ფეხსაცმელზე. 9 წლის ასაკში პატარა სალვატორემ შექმნა თავისი პირველი ფეხსაცმელი უმცროსი დისთვის და უკვე 11 წლისა შეგირდად ედგა ყველაზე ცნობილ ნეაპოლელ მეწაღეს. 15 წლისა კი  ძმასთან ერთად გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეხსაცმლის ფაბრიკაში სამუშაოდ, სადაც ათი წლის განმავლობაში, ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. ამის შემდეგ მუშაობა გააგრძელა კალიფორნიაში, ძმის პატარა ფეხსაცმლის მაღაზიაში. ფერაგამო ოცნებობდა, რომ შეექმნა არა მხოლოდ ლამაზი, არამედ მაქსიმალურად კომფორტული ფეხსაცმელი და თვლიდა, რომ ეს  მხოლოდ ხელით მუშაობისას მიიღწეოდა. იმისთვის რომ ფეხსაცმელი ექცია სრულყოფილებად, მან სწავლა განაგრძო ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტში ანატომიის, მათემატიკის, საინჟინრო საქმის მიმართულებით. მიღებული ცოდნა-გამოცდილება დაეხმარა იდეალური ყალიბისა და დეტალების შექმნაში, რომლებზეც გაცემული აქვს სამასზე მეტი პატენტი. ფეხსაცმელს ქმნიდა სხვადასხვა ცხოველის ტყავისგან და აფორმებდა ბუმბულით, თვლებით, მინით, ნიჟარებით.

5a051ba58f691296511235ferragamao_amo-ferragamo_andrew-min

ერთ დღესაც, ცნობილმა რეჟისორმა სესილ დე მილმა, თავისი ვესტერნისთვის ფერაგამოს დაუკვეთა 100 წყვილი კოვბოური ჩექმა. შეკვეთა ისე იყო შესრულებული, რომ ფილმისთვის საჭირო დანარჩენი ფეხსაცმელიც მას დაამზადებინეს. ჰოლივუდურმა წარმატებამაც არ დააყოვნა და იტალიელით დაინტერესდნენ რუდოლფო ვალენტინო, მერი პიკფორდი, გლორია სვენსონი და სხვა ცნობილი ადამიანები. სალვატორე იქცა ვარსკვლავურ მეწაღედ და 1923 წელს გადასახლდა ჰოლივუდში. მისი მომხმარებლების სიაში იყვნენ ჯინა ლოლობრიჯიდა, მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო, მერილინ მონრო, ოდრი ჰებპერნი, ჯუდი გარლანდი. სპეციალურად ენდი უორჰოლისთვის, შეიმუშავა მამაკაცის ფეხსაცმლის მოდელი. მაგრამ მის კარიერაში გადამწყვეტი 1927 წელს შესრულებული „მაჰარაჯას სტილით“ ცნობილი დაკვეთა იყო, რის შედეგადაც საკმაოდ დიდი ანაზღაურება მიიღო და 1928 წელს დაარსა ბრენდი Salvatore Ferragamo. 1950-იანი წლებისთვის მისი მაღაზიების ქსელი უკვე რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა.  1960 წელს 62 წლის ასაკში სალვატორე ფეარგამოს მოულოდნელად გარდაიცვალების შემდეგ, იმპერიას სათავეში მისი ქვრივი და მათი ექვსი შვილი ჩაუდგა.

P1230584-1000x734Desktop_Thumb_960x685-3

დღეს ბრენდი SALVATORE FERRAGAMO ქმნის არა მხოლოდ ფეხსაცმელს, არამედ ტანსაცმელს,  ჩანთებს, აქსესუარებს, საათებსა და რა თქმა უნდა, პარფიუმს ქალისა და მამაკაცისთვის. ბრენდის ეს ხაზი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის პრემიუმ კლასს განეკუთვნება და ძალიან დახვეწილია.

salvatore_ferragamo

Salvatore Ferragamo-ს 1960 წლიდან დღემდე 63 სუნამო აქვს წარმოებაში.  2018 წლის დასაწყისში გამოვა ახალი არომატი, სახელწოდებით AmoFerragamo, რომელიც ქალბატონებისთვის ცნობილმა პარფიუმერმა  Maria Salamagne-მა შავი მოცხარისა და ყვავილოვან ნოტებზე დაყრდნობით შექმნა.

მამაკაცის ხაზის ერთ-ერთი გამორჩეული სუნამოა  UOMO. ბრენდის განცხადებით, არომატი იტალიური ცხოვრების სტილის, მემკვიდრეობისა და ინოვაციის მატარებელია.მისი მთავარი  ინგრედიენტები შავი წიწაკა, ბერგამოტი და სანდალოსის ხეა. მამაკაცი, რომელიც ირჩევს აღნიშნულ სუნამოს, საუკეთესო გემოვნებით გამოირჩევა,  ელეგანტური და გაბედულია.

all_fragrances_UOMO_960x685_h

სწორედ ამ შეგრძნებებზე დაყრდნობით იქმნება ფერაგამოს ნებისმიერი პარფიუმი. მათი განცხადებით,  მთავარია არომატი იწვევდეს გრძნობებისა და ემოციების ზღვას, შესაძლებლობას, რომ იყო თანამედროვე და ამავდროულად, კლასიკურად მარადიული.

სუნამო წარმოდგენილია 30, 50 და 100 მილიგრამიან შეფუთვაში და მისი შეძენა შესაძლებელია კომპანია „ლუტეციას“  მაღაზიათა ქსელში.

This slideshow requires JavaScript.

 

Tom Ford-ის ქიმერული არომატები

tom-fordTom Ford საზოგადოებას ყოველთვის ანებივრებს ახალი, უცხო არომატებით. მისი ერთ-ერთი ბოლო სუნამო მამაკაცებისთვის Anthracite უკვე ხელმისაწვდომია კომპანია „ლუტეციას“ მაღაზიათა ქსელში. პარფიუმი ბოლო ერთეულია Noir-ის კოლექციიდან. Noir Anthracite  – ძალიან მამაკაცური და ძლიერი, ქიმერული არომატია, როგორც სინათლის ძალა,  მთვარის კაშკაშა ნათება წყვიადში.

 

ამ საოცრად მგრძნობიარე და  ღრმა არომატის შესაქმნელად დიზაინერი შთააგონა ანთრაციტმა,  საუკეთესო ხარისხის შავმა, პრიალა ქვანახშირმა, რომელზეც არეკლილი ასობით სხივი და მაგიურად მიმზიდველი თვისებები, გულგრილს არ ტოვებს  სუსტი სქესის არცერთ წარმომადგენელს.

tom-ford-anthracite-5-the-accords-300x300                  tom-ford-anthracite-2-the-accords-300x300

არომატი იხსნება ბერგამოტისა და ჩინური წიწაკის სურნელოვანი ნოტებით. მათი სინთეზი თბილ ჯინჯერთან ქმნის მომაჯადოვებელ ანტითეზს. არომატის ბრწყინვალე და მდიდრულ გულს წარმოადგენს ყვავილოვანი და აღმოსავლური ნოტები, ტუბეროზა და არაბული ჟასმინი.  ბუნების სიწმინდისა და სისუფთავის სიმბოლო, ტენიანი მწვანე ჰალბანუმის არომატი,  თითქოს იბადება სავსემთვარეობის დროს დაწყებული მედიტაციისას.   ფაჩულის ნოტები  ერთიანობაში კრავს ყველა მერქნოვან აკორდს. საოცრად მდგრად შლეიფს ქმნის ინდონეზიური აბანოზი, დახვეწილი კედარისა და სანდალოსის ხე კი მატებს ტექსტურას სითბოს. ღამის ბნელ, მძვინვარე და მღელვარე ტალღებს ფარავს არომატის ზედა ნოტების ბრწყინვალება.

tom-ford-anthracite-main-the-accords-1024x683

main-qimg-8ec3a1aaa10c140d52c010b8f2a3e85aტომ ფორდს 2006 წლიდან დღემდე 74 სუნამო აქვს გამოშვებული რამდენიმე კოლექციის ფარგლებში. მისი ერთ-ერთ ბესტსელერი სუნამოა Black Orchid, რომელიც მანდილოსნებისთვის 2006 წელს შეიქმნა. პარფიუმი ნაერთია ფრანგული ჟასმინის, შავი შოკოლადის, ვანილისა და უამრავი მერქნოვანი ნოტებისა. Tom Ford-ს სუნამოების ნაწილი წარმოებული აქვს ლიმიტური სერიით ან ერთდღიანი გაყიდვის უფლებით. მაგალითად პარფიუმი Fucking Fabulous შვიდ სექტემბერს გაიყიდა მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე წერტილში. ტომ ფორდთან ერთად სუნამოს შექმნაზე უმუშავიათ ისეთ ცნობილ პარფიუმერებს, როგორებიც არიან Yves Cassar, Givaudan, David Apel და სხვა.

 

This slideshow requires JavaScript.

 

 

Girl of Now – ყურადღების ეპიცენტრში

Image result for elie saab girl of now gif

Elie Saab-მა საზოგადოებას ახალი სუნამო სახელწოდებით Girl of Now  წარმოუდგინა. საღამოს კლათჩით ინსპირირებული სუნამო, რომელიც გაფორმებულია ლურჯი მინანქრის ყვავილებით, დიზაინერის განცხადებით სამკაულია, რომელიც მანდილოსანმა სულ თან უნდა ატაროს და იპკუროს.  პარფიუმის განუმეორებელი ფლაკონის დანახვისას, ალბათ ყველას  თვალწინ წარმოგვიდგება Elie Saab-ის უძვირფასესი სამოსით წითელ ხალიჩაზე ამაყად მიმავალი ვარსკვლავები, რომლებიც განსაკუთრებული ყურადღებით განებივრებულები თამამად პოზირებენ.

TEMPLATE_GO_INSTIT_PARFUM-1

ოქროსფერი სითხე მოთავსებულია ლურჯი მინანქრის ყვავილის ფურცლებით გაფორმებულ გამჭირვალე ფლაკონში, რაც სუნამოს ინსპირაციასთან ერთად, ბრენდის სავიზიტო ბარათიცაა. ნუშისა და მანდარინის ერთობლიობას მსხალსა და ფისტასთან, მართლაც მივყავართ იმ ჯადოსნურ სურნელამდე, რომელიც გაგვიღვიძებს ელი სააბის ილუზიას და თავს მართლაც წითელ ხალიჩაზე წარმოგვადგენინებს. ინგრედიენტების ერთობლიობით, სუნამოს საკმაოდ ახალგაზრდული სურნელი აქვს. მისი ქვედა ნოტები ფაჩული და ქაშმირი აღვიძებს პოზიტიურობას, ხოლო ტონკას მარცვალი და ნუშის რძე სუნამოს აძლევს სიღრმეს. ყვავილოვანი და კაკლოვანი ელემენტების სინთეზს მივყავართ ახალ ერამდე, რასაც Girl of Now ჰქვია.

Image result for elie saab girl of now gif Image result for elie saab girl of now gif

Girl of Now არის თავგადასავალი, რომელიც იწება ღამით კლუბში  და არ მთავრდება დილამდე, როდესაც მზის ამოსვლისას ბრუნდები სახლში.  სწორედ ასეთია სუნამოს სარეკლამო რგოლიც, სადაც სამი ულამაზესი გოგონა შეუჩერებლად, დაუღალავად ცეკვავს ღამის კლუბში და დილით ბრუნდება შინ. Girl of Now-ს აქვს თავისი საზღვრები, წესები და ამოუწურავი ენერგია.

სუნამო ხელმისაწვდომია კომპანია“ისი პარის“ ნებისმიერ მაღაზიათა ქსელში. Girl of Now შეგიძლიათ შეიძინოთ 30, 50 და  90 მილიგრამიან შეფუთვაში.

GOLDEA THE ROMAN NIGHT – რომაული ღამეების იდუმალი ხიბლი

პარფიუმერულმა კომპანიამ „ისი პარი“ ქართულ საზოგადოებას BVLGARI-ს ახალი სუნამო GOLDEA THE ROMAN NIGHT წარუდგინა.  ლეგენდა ოქროს ქალღმერთ კლეოპატრაზე თავისი ექსპრესიული შინაარსით, მჭიდროდ უკავშირდება Goldea-ს შექმნის ისტორიას,  აღნიშნული სუნამო კი რიგით მესამეა ხაზში.  ლეგენდარული პარფიუმერი ალბერტო მორილასი ამ მომაჯადოვებელი არომატის შესაქმნელად შთააგონა დიდებულმა და მაგიურად მიმზიდველმა მარადიულმა ქალაქმა რომმა, მისი საიდუმლო ღამეების იდუმალმა ხიბლმა.

Bvlgari-Goldea-The-Roman-Night-1280x720px

გრძნობებითა და მაცდურებით გაჯერებული GOLDEA THE ROMAN NIGHT ასხივებს ქალის სიკაშკაშეს, როგორც ღამით დიდებულად მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. ის მოსავს მანდილოსანს გლამურულად და იპყრობს უკლებლივ ყველას გულსა და ყურადღებას.

visual

Goldea The Roman Night-ის ფლაკონიც კლასიკური გოლდეას ხაზის სტილისაა. სადა, ოვალური ფლაკონი შავ მარგალიტს გვაგონებს, რაც სუნამოს მისტიურობას უსვამს ხაზს. სინათლეზე კი მასზე არეკლილი სხვადასხვა ფერის ტონები, რომაული ღამის მსგავსად, კიდევ უფრო ამოუცნობს ხდის. სუნამოს მთავარი ნოტები ბერგამოტი, შავი წიწაკა და თუთაა, რომელთა კომბინაციით ბულგარიმ ახალი, განუმეორებელი სურნელი შემოგვთავაზა. არომატის  მისტიურობის გასაძლიერებლად პარფიუმერმა საშუალო და ქვედა ნოტებში დახვეწილი ჟასმინი, ხავერდოვანი ვარდი, ტკბილი პიონი, ტუბეროზა, ფაჩული და შავი მუშკი გააერთიანა.

სუნამოს სახე ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდია. „ღამის დედოფალი“, რომელიც არის სპონტანური, განუმეორებლად ქალური და  მყარად დგას თავის პოზიციაზე. მის კვალს მივყავართ რომაული ღამისკენ, როდესაც მარადიული ქალაქი დუღს მაცდურებით.

სუნამო წარმოდგენილია 25, 50 და 90 მილიგრამიან შეფუთვებში და ხელმისაწვდომია „ისი პარის“ ნებისმიერ მაღაზიაში.

bulgari-goldea-the-roman-night-2

Twilly d`Hermes   – გოგონებისა და ჰერმესის საიდუმლო კავშირი

დაუჯერებელია, მაგრამ 180 წლიანი ისტორიის მატარებელმა ფრანგულმა  ბრენდმა ჰერმესმა, რომლის სახელიც ასოცირდება სტატუსთან და სიძვირესთნ, გადაწყვიტა ახალგაზრდა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა. ბრენდის ახალი პარფიუმერი კრისტინ ნაჟელი დააკვირდა, რომ ჰერმისის საკულტოდ ქცეულ ნივთებს მხოლოდ უფროსი, შემდგარი და შეძლებული ქალბატონები არ ატარებენ, არამედ საკმაოდ ახალგზარდებიც, ოღონდ განსხვავებულად, თავისებურად, რადგან არ არის ადვილი პირველად გადაკვეთო ბარიერი ასეთ ბრენდთან. twilly dhermes gif-ის სურათის შედეგი გოგონები ჰერმესის ცნობილ აბრეშუმის შარფებს  ხან წელზე იხვევენ, ხან თმაზე, ხან მაჯაზე და ხანაც ჩანთის სახელოზე. მათმა თანამედროვეობამ, თავისუფლებამ, გამბედაობამ, ელეგანტურობამ და თავნებობამ შთააგონა პარფიუმერი შეექმნა ახალგაზრდული, მგზნებარე და ერთგვარად თავხედური არომატი –  „ისინი სრულიად არაპროგნოზირებადები არიან და თამამად ხვდებიან ნებისმიერ დინებას, თავისი წარმოუდენელი რიტმით“.

 

ძირითად ნოტებად კი ტუბეროზა, კოჭა და სანდალოსის ხე გამოიყენა. ამ სამი არომატის ტრანსფორმაცია არის პიკანტრად მწველი, საოცრად მიმზიდველი და გულახდილად ეროტიული. აღნიშნულ ტრიოს დაუმატა ჟასმინი და მანდარინი და ამ ინგრედიენტებით შექმნა ერთიანი პალიტრა. twilly dhermes gif-ის სურათის შედეგი

Twilly d`Hermes-ის ეფექტი  წინააღმდეგობას ქმნის მოლოდინსა და შედეგს შორის, რაც ერთგვარად დამაინტრიგებელია. კრისტინმა გოგონებისთვის შექმნა ნამდვილი Grande Femme Parfum  და  ტუბეროზას რეტრო-ყვავილოვანი არომატის გამოყენებით პირველმა დაამკვიდრა ახალი ტენდენცია და დააბრუნა ე.წ. „ტუბეროზას ეპოქა“ პარფიუმერიაში.

Twilly d`Hermes  ხელს უწყობს ახალგაზრდა გოგონებისა და ჰერმესის საიდუმლო კავშირს.  მომხიბლავი ფლაკონის სახურავზე ხელით შეკრული  ორნამენტებიანი  აბრეშუმის თასმა კი, ხაზს უსვამს აღნიშნული კავშირისათვის დამახასიათებელ ჰაეროვნებასა და კეკლუცობას. სუნამო მოთავსებულია 30, 50 და 85 მილიგრამიან შეფუთვაში და ხელმისაწვდომია პარფიუმერული ქსელის “ისი პარი” ნებისმიერ მაღაზიაში.

par-olive-hermes-twilly-4-1