ISSEY MIYAKE-ის ახალი აკვადიკური არომატები

პარფიუმერული კომპანია „ისი პარი“ კვლავ ანებივრებს მომხმარებლებს სიახლეებით და ამჟამად წარმოგვიდგენს Issey Miyake-ის ახალ სუნამოებს, როგორც ქალებისთვის ასევე მამაკაცებისთვის. იაპონური ბრენდი ყოველთვის გვაოცებს თავისი ინოვაციური გამოგონებებითა და სტილით, როგორც ტანისამოსში ასევე პარფიუმერიაშიც. პირველი სუნამო L’EAU D’ISSEY ბრენდმა 1992 წელს შექმა  ქალბატონებისთვის. ამით საფუძველი ჩაეყარა  Issey Miyake-ს  სუნამოების ხაზს, რომლის ყველა პარფიუმში ერთ-ერთი მთავარი იგრედიენტი წყალია, რადგან „L’EAU“ ნიშნავს წყალს. ბრენდის ახალი სუნამოები  L’EAU MAJEURE D’ISSEY და L’EAU D’ISSEY  PURE NECTAR აკვადიკური არომატებია, რომლებიც სპეციალურად შეიქმნა მამაკაცებისთვისა და ქალებისთვის. 

trendsfolio-issey-miyake-l-eau-majeure-d-issey-01

მამაკაცის სუნამო L’EAU MAJEURE D’ISSEY-ის დაგემოვნებისას, აუცილებლად ვიგრძნობთ ციტრუსოვან სურნელს, რომელიც გახვეულია ხისებრი და წყლის ნოტების არომატში. სუნამოს მთავარი ინგრედიენტები ბერგამოტი და გრეიფრუტია, ხოლო მისი საშუალო და ქვედა ნოტები გაჯერებულია ქაშმირის, ხისა და ზღვის არომატებით. სუნამო გრილი, პიკანტური და დასამახსოვრებელია, რომლის პკურებისას აუცილებლად იგრძნობთ ოკეანის ტალღისგან გამოწვეულ ნიავს.

Issey-Miyake-LEau-dIssey-Pure-Nectar-de-Parfum-2018

2018 წლის დასაწყისში ბრენდმა ახალი სუნამო ქალბატონებისთვის L’Eau d’Issey Pure Nectar წარმოადგინა, რომელიც გაჯერებულია ყვავილოვანი ნოტებით. როგორც აღვნიშნე, მთავარი ინგრედიენტი ზღვის ნოტებია, რომელსაც ემატება მსხლის, თაფლის, ვარდისა და ბერგამოტის არომატები. სუნამოს ქვედა ნოტებს აერთიანებს ქაშმირი, ია, სანდალოსის ხისა და თეთრი მუშკის არომატები.  სუნამოს ფლაკონი წყლის წვეთს მოგვაგონებს, რომელიც დაფარულია მოვარდისფრო მოოქროსფრო ფერებად. სუნამო ჰაეროვანი, ყვავილოვანი და ნაზია, როგორც ისი მიაკის ჭრელი პლისეს კაბა.

სუნამო ხელმისაწვდომია „ისი პარის“ ნებისმიერ მაღაზიათა ქსელში 30, 50 და 90 მილიგრამიან შეფუთვაში.