კრისტიან ბრეტონი – კოსმეტიკა აბედნიერებს ადამიანებს

როცა ვსაუბრობთ კოსმეტიკურ ბრენდებზე, აუცილებელია ვახსენოთ ფრანგული  ხაზი „კრისტიან ბრეტონი“. ბრენდის ისტორია იწყება 1960 წლიდან, როდესაც  კრისტიანის დედამ, ცნობილმა ფრანგმა მეცნიერმა, მიზნად დაისახა დაედგინა საერთო გენეტიკასა და კანის ტიპს შორის. მან გამოიკვლია, თუ როგორ შეიძლება განიკურნოს კანის დაავადებები დეენემის შესწავლით. რის შედეგადაც დღეს ბრენდის ნაწარმი მეცნიერული სიზუტით, ფორმულების გამოყენებით იქმნება.  „კრისტიან ბრეტონის“  მომხმარებლები არიან ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ბიონსე, სელინ დიონი დაბევრი სხვა. საქართველოში „კრისტიან ბრეტონის“ პროდუქციის შეძენა  „ჯი პი სი“-ს სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. ჟურნალი „ბომონდი“ კი ექსკლუზიურად გთავაზობთ ინტერვიუს ბრენდის დამფუძნებელთან, კრისტიან ბრეტონთან.

 

გთხოვთ მოუყვეთ ჩვენს მკითხველს როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?

bbდედაჩემი იყო ცნობილი ფრანგი მეცნიერი და მან ცხოვრება მიუძღვნა გენეტიკასა და კანის ტიპების გამოკვლევას.  მისი მრავალწლიანი კვლევებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგებზე დაყრდნობით, გადავწყიტე შემექმნა საკუთარი ბრენდი. ეს ჩემთვის დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენდა, რადგან დედაჩემის მიერ გამოკვლეული უამრავი მასალა უკვე ხელთ მქონდა.  ჩვენს ბრენდს სწორად ეს განახვავებს  სხვა ბრენდებისგან, რომ კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებულ ფორმულებზეა დაფუძნებული და შესაბამისად, მკაფიო  სამკურნალო თვისებებით ხასიათდება. „კრისტიან ბრეტონის“ თვალის კონტური  არის უმაღლესი ხარისხის და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა სხვა მსგავს პროდუქტს შორის, საუკეთესოც. იმისთვის რომ ის ყოფილიყო უნიკალური და ჰქონოდა გასაოცარი შედეგი, უამრავი დრო დაიხარჯა. რა თქმა უნდა, აღნიშნული პროდუქტი მალევე გახდა მოთხოვნადი და გაყიდვადი. დღეს მაღაზიაში შესული ქალბატონი, უამრავ ცნობილ ბრენდებს შორის არჩევანს, ჩვენი ფორმულისა და გასაოცარი შედეგის წყალობით,  სწორედ „კრისტიან ბრეტონის“ პროდუქციაზე აკეთებს, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა.

ბატონო კრისტიან, რატომ  გადაწყვიტეთ რომ თავი კოსმეტიკის წარმოებისთვის მიგეძღვნათ?

პირველ რიგში, როგორც აღვნიშნე, დედაჩემმა ითამაშა დიდი როლი. ზოგადად, რომ შექმნა კოსმეტიკური ბრენდი, აუცილებლად უნდა გიყვარდეს ხალხი. საერთოდ კოსმეტიკა, მისი შეძენას და გამოყენება  აბედნიერებს მომხმარებლს. მე კი, მთელი ჩემი  ცხოვრება მსურდა, რომ მეყურებინა ლამაზი ადამიანებისთვის, ლამაზი ქალებისთვის, რომლებიც იქნებოდნენ ძალიან ბედნიერები და გადავწყვიტე, ეს ბედნიერება მათთვის მეც მეჩუქებინა ჩემი ბრენდის ნაწარმით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

თქვენი ბრენდის რომელ პროდუქტებს შევხვდებით საქართველოში?

ჩვენი ბრენდის ძალიან ბევრი პროდუქტია საქართველოში ხელმისაწვდომი, მათ შორის “თვალის კონტურიც“. თქვენს ქვეყანაშიც ძალიან ბევრი და უამრავი სხვადასხვა ტიპის ნაწარმია, მაგრამ ჩვენი პროდუქციით ქართველ მომხმარებლებს ვაძლევთ ძალიან დიდ პლუსს. კიდევ აღვნიშნავ, რომ მყავს ძალიან კარგი პარტნიორები საქართველოში, რომლებიც ასი პროცენტით სწორად უდგებიან მომხმარებლებს და საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში ეხმარებიან.

10

„კრისტიან ბრეტონი“  ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია კოსმეტოლოგიური მიმართულებით. გვიამბეთ, როგორ მიაღწიეთ მსგავსს წარმატებას?

იმიტომ რომ, ჩვენ ვაწარმოებთ ყველაზე ინოვაციურ პროდუქტს. ყველაზე ინოვაციური პროდუქტის,  კერძოდ “Liftox”-ის გამოშვებისთვის,  რომელიც თორმეტი მილიონი ერთეულია გაყიდული მსოფლიოში, გასულ წელს ჩვენ მივიღეთ ჯილდო. გარდა ამისა,  კიდევ ექვსი წლის მთავარი  ჯილდო დავიმსახურეთ. ჩვენ ძალიან დიდ კვლევებს ვაწარმოებთ, დიდ დროს ვხარჯავთ, რომ საზოგადოებასა და ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ზუსტად გათვლილი პროდუქტი. ჩვენ  ვასწავლით და ვეხმარებით ქალბატონებს იმის გაგებასა და ცოდნაში, თუ რა უნდათ და რა სჭირდება მათ კანს. მაღაზიაში შემოსულები ეძებენ პროდუქტს, რომელიც დაეხმარებათ სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტაში, ჩვენ კი მათ კანს მეცნიერული სიზუსტით დახმარებას ვთავაზობთ.

გთხოვთ მოგვიყევით როგორია თქვენი სამუშაო დღე?

კერძოდ დღეს, მე გავიღვიძე საქართველოში, შემდეგ მოვედი შეხვედრაზე ინტერვიუს ჩასაწერად და ჩვენ ახლა ძალიან საინტერესოდ ვსაუბრობთ…….

რა ვიცი, ზოგადად გეტყვით, რომ ძალიან დიდ დროს ვხარჯავ მობილურ ტელეფონთან, რადგან ჩვენ 57 ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ და მიწევს ძალიან ბევრი ელექტრონული შეტყობინების შემოწმება და პასუხის გაცემა. ჩვენს ყოველდღიურობაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გავიღვიძოთ ბედნიერებმა. ჩვენ ერთხელ ვიბადებით, ცხოვრებაც ძალიან ლამაზია და ეს სილამაზე რომ სრულად აღვიქვათ, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და ლამაზები, ჩვენს განწყობაზეა დამოკიდებული. ამას ვეუბნები ყოველთვის ყველა ადამიანს, რომ იყვნენ ბედნიერები.

„კრისტიან ბრეტონი“  ნომერი პირველი ბრენდია თავისი „თვალის კონტურით“, რომლისთვისაც, როგორც აღნიშნეთ, უამრავი ჯილდო მიიღეთ. მოგვიყევით, რამ გახადა  ეს პროდუქტი ასეთი მოთხოვნადი?

bbbbbგეტყვით იმას, რომ სხვა ბრენდების 95 პროცენტი იყენებს ზეთს თვალის კონტურის შემადგენლობაში. ჩვენ კი, არა. ჩვენი ჯგუფის მთავარი ამოცანაა, ახალი ფორმულებით მივიღოთ გასაოცარი შედეგი. ამიტომაცაა, რომ უამრავი ვარსკვლავი იყენებს ჩვენს პროდუქტს.  ბრენდის მთავარი ბაზარი საფრანგეთია, სადაც ყველა წამყვანი კლინიკის ექიმი, დერმატოლოგი თუ კოსმეტოლოგი თავიანთ მომხმარებლებს ურჩევს, რომ გამოიყენონ „კრისტიან ბრეტონის“ პროდუქცია. თვალის კონტურის კოლექციაში გაერთიანებულია ოცდახუთი პროდუქტი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტიპის კანისა და ასაკისთვის შექმნილ ნაწარმს. თქვენ უბრალოდ ვერ იპოვით სხვა ბრენდებთან ამხელა სიზუსტით დამზადებულ ნაწარმს, რომელიც მართლაც ნებისმიერი მომხმარებელის კანს ერგება. სახის სხვა პროდუქციის წარმოებისას, ჩვენც ვიყენებთ ზეთს, რადგან არ არსებობს მისი შემცვლელი სხვა ინგრედიენტი.

რა რჩევას მისცემთ იმათ, ვინც არ იყენებს თქვენს პროდუქციას ან საერთოდ, რაიმე კოსმეტიკურ საშუალებას?

რაც მთავარია, მათ უნდა აირჩიონ მათთვის მისაღები კოსმეტიკური ბრენდი. რადგან როდესაც კოსმეტიკაზე ვსაუბრობთ, აქ საქმე ეხება  კანს, რომელიც ჩვენ  გარეგან სახეს წარმოადგენს. ხშირია შემთხვევები, როდესაც თუნდაც მეგობრის რჩევით მიდიან, ირჩევენ კოსმეტიკას და იყენებენ სხვადასხვა საცხს. ეს არ არის სწორი, რადგან აუცილებელია კომპეტენტური ადამიანის კონსულტაცია, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, თუ რა სჭირდება ამა თუ იმ ტიპის კანს. უამრავ ბრენდს შორის, რომელიც მართლაც ძალიან კარგია,  განსაკუთრებულად დეტალიზებულ ნაწარმს წარმოგიდგენთ „კრისტიან ბრეტონი“. ალბათ თავად უნდა გადაწყვიტოთ, რას მიანიჭებთ უპირატესობას.  ჩემი რჩევა იქნება, რომ ბრმად არავინ არასდროს არცერთი საცხი არ მიიკაროს სახეზე.

bbb

საქართველოში თქვენი პროდუქციის ექსკლუზიურად განსათავსებლად, რატომ მიანიჭეთ უპირატესობა „ჯი პი სი“-ს სააფთიაქო ქსელს?

რადგან მათ აქვთ იგივე პოლიტიკა, რაც მე. როგორც ჩემთვის, მათთვისაც მთავარია, მომხმარებელს მიაწოდონ ზუსტი და სწორად შერჩეული პროდუქტი. ეს უკვე ჩემი მესამე ვიზიტია საქართველოში.  როცა პირველი ვიზიტისას ვესტუმრე მათ მაღაზიას და დავინახე, როგორ  შეეგება და მოემსახურა შემოსულ მომხმარებელს მათი კონსულტანტი, რომ ზუსტად მიეწოდებინა და შეეთავაზებინა მისთვის მისაღები და აუცილებელი პროდუქტი, ჩემზე ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და  ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში მყავს მართლაც საამაყო პარტნიორები.

თქვენი აზრით, როგორ დაგახასიათებენ თქვენი ჯგუფის წევრები სამი სიტყვით?

მე?.. ძალიან რთულია ამაზე პასუხის გაცემა. ალბათ მათ ძალიან მოსწონთ, როდესაც მე უცხოეთში ვარ (იცინის). ვერ გაგცემთ ზუსტ პასუხს ამ კითხვაზე, რომელიც აქამდე არასდროს უკითხავთ და ძალიან მომეწონა. მაგრამ გეტყვით იმას, რომ შეყვარებული ვარ თქვენს ქვეყანაზე და მინდა, რომ უფრო ხანგრძლივი დროით ვესტუმრო მას მომავალში.

ტექსრი: ივანე ქეშიკაშვილი

ჟურნალი “ბომონდის” მაისის ნომრისთვის

 

 

Advertisements

მარინა აბრამოვიჩი პერფორმანსებისა და ინსტალაციების “ბებია”

Ivaneკონცეპტუალური ხელოვნება, იგივე კონცეპტუალიზმი, ხელოვნების დარგია, რომელმაც გასული საუკუნის 60-იან წლებში იჩინა თავი.  ტრადიციული ხელოვნებისაგან განსხვავებით, სადაც უმთავრესია იდეის გამოხატვა თუ გამოსახვა, არტ-მოღვაწეობის არსი კონცეპტუალიზმში განიხილება თავად კონცეპტში, საგნის, მოვლენის, ხელოვნების ნაწარმოების ფორმალურ-ლოგიკური იდეაში, მის კონკრეტულ პრეზენტაციასა და დოკუმენტურად გადმოცემულ პროექტში.  ავანგარდის ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი მიმდინარეობა დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. დღესდღეობით ყველა წამყვან გალერეაში, მუზეუმსა თუ მოდის კვირეულზე შევხვდებით სხვადსხვა კონცეპტუალურ არტ-პერფორმანსსა და ინსტალაციას.

ჩემი ბლოგი და ჟურნალი ბომონდი ამჯერად წარმოგიდგენთ არტ-პერფორმანსებისა და ინსტალაციების ბებიად წოდებულ, წარმოშობით იუგოსლავიელ ხელოვანს მარინა აბრამოვიჩს. მისი შემოქმედება ერთგვარი ექსპერიმენტია ადამიანის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების საზღვრების შესწავლაში და გვიჩვენებს თავად ავტორის ფიზიკურ და ფსიქიკურ კონცენტრაციას.

6a00d8341c630a53ef0153929fb2d5970b

მარინა აბრამოვიჩმა პირველად 1970-იან წლებში დაიწყო პერმორმანსებზე მუშაობა და თავისი შემოქმედების მთავარ ობიექტად საკუთარი სხეული გამოიყენა. კარიერის განმავლობაში სრულად მიუძღვნა თავი  საქმეს და ხელოვნებისთვის არაერთხელ ჩაიგდო სიცოცხლე საფრთხეში.  მან შექმნა სოციალისტური იუგოსლავიის  პოლიტიკური კლიმატის წინააღმდეგ საპროტესტო პერფორმანსების მთელი სერია, რომელშიც თავსაც და მაყურებელსაც ექსტრემალურ პირობებში აყენებდა.

7ec57ea8411bff75e722c5eb4d4e31401973 წელს არტ-ინსტალაციისას „რიტმი 10“, რომლის პრეზენტაციაც ედინბურგის ფესტივალზე შედგა, აბრამოვიჩი თეთრ იატაკზე იჯდა ოცი სხვადასხვა ზომის დანისა და ხმის ჩამწერი აპარატების გარემოცვაში. იგი რაც შეიძლება სწრაფად ირტყამდა დანას თითებშუა და როცა სისწრაფისგან ხელში ერჭობოდა, აგრძელებდა იგივეს მომდევნო დანით, იარაღის სრულ ამოწურვამდე. ბოლოს კი, გადაახვია ჩანაწერი და შეეცადა ჩაწერილი ხმები და ქმედებები გაემეორებინა. “როდესაც შენ იყენებ პერფორმანსის სტრუქტურას, შეგიძლია უბიძგო შენს სხეულს გააკეთოს ისეთი რამ, რაც ჩვეულებრივ გარემოში აბსოლუტურად არანორმალურად აღიქმება და ვერც გააკეთებდი” – განმარტავდა ავტორი.

 

1974 წელს გამართულ „რიტმ 2“-ში კი მნახველთა თვალწინ  ძლიერმოქმედი ფსიქოტრობული მედიკამენტების დიდი დოზა მიიღო. იმავე წელს „რიტმი 5“-ის პრეზენტაციის დროს, პერფორმერი ცეცხლმოკიდებულ ხუთქიმიანი ვარსკვლავის კონსტრუქციაში იმყოფებოდა, სადაც მშვიდად დაიჭრა ხელისა და ფეხის ფრჩხილები, შემდეგ შეიჭრა თმა და ცეცხლში ჩაყარა. ფინალში კი კონსტრუქციის ცენტრში დაწვა. ვარსკვლავი კომუნისტურ სიმბოლოს უკავშირდებოდა, რომლის დაწვითაც ფიზიკური და სულიერი განწმენდა ხდებოდა.  ნახშირორჟანგმა და გამონაბოლქვმა  აბრამოვიჩს გონება დაუკარგა, რასაც ცეცხლის ჩაქრობამდე ვერავინ მიხვდა. მოგვიანებით ინტერვიუში განაცხადა, რომ სწორად  ვერ გათვალა სხეულის ლიმიტი და ამას თავს ვერ პატიობდა.

98.5214_ph_web


„თუკი შენ კარგავ ცნობიერებას, შენ ვერ იქნები აწმყო, შენ ვეღარ მოახდენ წარდგენას


ამ ექსპერიმენტების კულმინაცია იყო ნეაპოლის მორას გალერეაში წარმოდგენილი „რიტმი 0“, რომლის დროსაც ავტორმა მნახველებს შესთავაზა 72 ნივთი, რომლის გამოყენებაც თავისი სურვილისამებრ შეეძლოთ. არტისტმა  6 საათის განმავლობაში თავის სხეულზე მანიპულირების უფლება მისცა სტუმრებს. თავიდან ყველა ფრთხილად და მორიდებით ეპყრობოდა, მაგრამ როდესაც აღიქვეს ობიექტის პასიურობა, მონაწილეებიც და ატმოსფეროც  უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა. უჭრიდნენ ტანსაცმელს, არჭობდნენ ბასრ ნივთებს და ერთმა თავში იარაღიც კი დაუმიზნა, რომელიც სასწრაფოდ ჩამოართვეს. დაგეგმილი 6 საათის გასვლის შემდეგ, პერფომერი ადგა და წავიდა ხალხისკენ, რომლებმაც  სწრაფად დატოვეს სივრცე რეალური კონფრონტაციისაგან თავდასაცავად. აღნიშნული გამოცდილების საფუძველზე აბრამოვუჩმა განაცხადა, „თუ ხალხს მივანდობთ გადაწყვეტილებას, შეიძლება მოგკლან“. მომდევნო წელს პერფორმანსში „თომას ტუჩები“ მან მუცელზე ბრიტვით ამოიკაწრა ვარსკვლავი და სისხლიანი ჭრილობებით იწვა ყინულზე.

larger

1975 წელს მარინა აბრამოვიჩი საცხოვრებლად ამსტერდამში გადავიდა, სადაც გაიცნო მხატვარი ულაი /უვე ლაისიპენი/, ცხოვრების თანამგზავრი და შემოქმედებითი პარტნიორი 12 წლის განმავლობაში. მათ პირველი ერთობლივი ნამუშევარი „ურთიერთობა სივრცეში“ წარმოადგინეს 1976 წელს ვენეციის ბიენალეზე. ისინი შიშვლელები დიდი სისწრაფით გარბოდნენ ერთმანეთისკენ და მთელი ძალით ეჯახებოდნენ. მათ სურდათ ქალისა და მამაკაცის ენერგიის გაერთიანებით შეექმნათ რაღაც მესამე, რასაც ისინი უწოდებდნენ „Thatself“. 1977 წელს ბოლონიაში გამართულ პერფორმანსების ფესტივალზე მათ მიერ დადგმული 6 საათიანი „უწონადობა“, 3 საათის შემდეგ პოლიციის ჩარევით შეწყდა. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ავტორებმა მუზეუმის შესასვლელი კარი საკუთარი შიშვლები სხეულებით წარმოადგინეს. შემსვლელები მათ შორის არსებულ ვიწრო სივრცეში პირდაპირ ვერ ეტეოდნენ, ამიტომ თავად  უნდა აერჩიათ რომელიმე ხელოვანი და მისკენ პირისპირ შებრუნებულებს უნდა გაევლოთ. მათი ცნობილი ინსტალაცია “კომუნისტური სხეული, კაპიტალისტური სხეული” კი აპროტესტებდა ადამიანების შორის იდეოლოგიურ ბარიერს. მარინა აბრამოვიჩისა და ულაის ერთობლივი მუშაობა სცდიდა ადამიანის სხეულის ფიზიკურ ლიმიტებს, იკვლევდა ქალისა და მამაკაცის პრინციპებს, ფიზიკურ ენერგიას, ტრანსცენდენტალურ მედიტაციასა და არავერბალურ კომუნიკაციას. მათი სხეული სწავლობდა, რომ ყოველთვის ყოფილიყო კონცენტრირებული.

934184122

ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა უამრავი წარმატებული ერთობლივი ნამუშევრის შემდეგ, როგორებიც იყო „ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა“, „ააა-ააა“, „სიმშვიდის ენერგია“, „ურთიერთობა მოძრაობაში“, მათი კოლაბორაცია 1988 წელს დასრულდა პერფორმანსით „დიდ კედელზე მსვლელობა“.  ამ იდეის შესასრულებად, თანხმობას  ჩინეთის მთავრობისაგან  8 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩინეთის დიდი კედელი  თავისი მეტაფიზიკური მნიშვნელობით ირმის ნახტომის ზუსტ ასლს წარმოადგენს დედამიწაზე, რადგან იწყება ყვითელ ზღვაში, კუდი აქვს გობის უდაბნოში, ტორსი კი მთებში. ულაიმ, როგორც ცეცხლის სტიქიამ და მამაკაცურმა საწყისმა, მსვლელობა დაიწყო უდაბნოდან. მარინამ კი, როგორც წყალმა და ქალურმა საწყისმა – ზღვიდან. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ისინი უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს კედლის შუაში და დაქორწინებულიყვნენ. მაგრამ იმ პერიოდის განმავლობაში ვიდრე პროექტი ბოლომდე განხორციელდა, ბევრი რამ შეიცვალა და ეს მათი ბოლო პერფორმანსი აღმოჩნდა. ორივე ხელოვანმა ერთმანეთთან შესახვედრად 2500 კილომეტრი გაიარა იმისთვის, რომ დაშორებულიყვნენ და ცალ-ცალკე გაეგრძელებინათ ცხოვრება და მოღვაწეობა.

1997 წელს აბრამოვიჩის ნამუშევარმა „ბალკანური ბაროკო“ ვენეციის ბიანელეს მთავარი პრიზი „ოქროს ლომი“ დაიმსახურა. ხელოვანი 4 დღის განმავლობაში ასუფთავებდა ხორცისაგან და წმენდდა სისხლს 2,5 ტონა საქონლის ძვლებს და თან მღეროდა ბალკანურ ხალხურ სიმღერებს.

ABRA970001

მარინა აბრამოვიჩის ყველაზე დიდი რეტროსპექტივა სახელწოდებით „არტისტი აწმყოა“ შედგა 2010 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. დიდი დარბაზის ცენტრში ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარი სკამებიდან ერთზე  იჯდა ხელოვანი, ხოლო მეორეზე ნებისმიერ მისულ სტუმარს შეეძლო მოთავსებულიყო და განუსაზღვრელი დროით ეყურა  თვალებში. პერფორმანსი 736 საათი და 30 წუთი გრძელდებოდა და ჯამში ავტორს 1500-ზე მეტმა ადამიანმა ჩახედა თვალებში. ბევრი 10 წუთზე მეტს ვერ ჩერდებოდა და ტირილს იწყებდა, ზოგი  ცუდად გახდა. ასეთმა მგრძნობიარე არტ-ინსტალაციამ მონაწილეებში ემოციების დიდი მოზღვავება გამოიწყვია, რადგან თვალები ადამიანის სულის სარკეა და მთელი მისი ბუნებისა და სიღრმის შემცველი.

how_performance_art_took_over_the_art_world_900x450_c

გოგონა, რომელიც 14 წლის ასაკში რუსულ რულეტკას თამაშობდა დედის რევოლვერით, რომელიც მთელი ბავშვობა, ბრიჯიტ ბორდოს მსგავსი ცხვირის ოცნებაში, ცდილობდა ცხვირი გაეტეხა, რომ მშობლებს მისთვის პლასტიკური ოპერაცია გაეკეთებინათ,  რომელიც ოცნებობდა მოიერიშე თვითმფრინავით ეფრინა, რომ ცა კვამლით შეეღება, რომელიც ბელგრადიდან გაქცეული ქსოვით ირჩენდა თავს, რომელმაც მთელი წელი იცხოვრა ავსტრალიაში აბორიგენებთან, რომელმაც გამოზარდა დაობლებული ჩვილი კენგურუ და დედობა მხოლოდ მაშინ შეიგრძნო,  უკვე 71 წლის, მაგრამ ისევ ისეთი ამოუცნობი და კრეატიული  გოგონაა და შეკითხვას, რომ თუ არა ვამპირი, როგორ ინარჩუნებს ასეთ ახალგაზრდულ ხიბლს,  ხუმრობით პასუხობს, რომ ბალკანელები არასდროს ბერდებიან.

ტექსტი: ივანე ქეშიკაშვილი

 

BABUKHADIA-ს ახალი მიმართულება

babukhadiaთამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი დიზაინერები მთელ მსოფლიოში საკმაოდ წარმატებულები არიან.
ჟურნალი „ბომონდის“  სტუმარიც, ნინო ბაბუხადია, თავისი ბრენდით BABUKHADIA, ამ ფაქტის ერთ-ერთი დასტურია. დიზაინერი 2012 წლიდან გამოჩნდა ქართული მოდის სივრცეში და მისი კოლექციები სულ უფრო იხვეწება და ვითარდება. გაზაფხული/ზაფხული 2018-ის ჩვენებამ კი მართლაც ფურორი მოახდინა და დიდი რეზონანსი გამოიწვია, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ პრესაში. ძალიან ბევრი დაიწერა ბრენდზე, მის კონცეფციასა და ტენდენციურობაზე. შესაბამისად, გაჩნდა დიდი დაინტერესება ნინოს მიმართ და ის მსოფლიო მოდის მეგაპოლისებში მიიწვიეს კოლექციის წარსადგენად. დიზაინერი ინტერვიუში დაწვრილებით გვიყვება მიღებულ გამოცდილებაზე, საკუთარი ხაზის რებრენდინგსა და სამომავლო გეგმებზე.


 

თქვენ გქონდათ ჩვენება მადრიდის მოდის კვირეულზე, მოგვიყევით ვიზიტის შესახებ. რა გამოცდილება შეგძინათ?
მათ პირველად გასული წლის მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე ნახეს ჩემი კოლექცია, რის შემდეგაც მალევე დამიკავშირდა ქალბატონი სოფო ჭყონია და შემატყობინა, რომ ჩემით დაინტერესდნენ და საკუთარი ხარჯებით მიმიწვიეს. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთნახმდი და გავემგზავრე. მანამდე მქონდა ჩვენებები რუსეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. ევროპაში ეს პირველი იყო და ვთვლი, რომ ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. ვღელავდი და მაინტერესებდა, როგორი გამოხმაურება მოჰყვებოდა ჩვენებას. ვნერვიულობდი, რომ არ ყოფილიყო ბევრი ცარიელი ადგილი, მაგრამ ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიარა. ჩვენებას დაესწრო უამრავი სტუმარი და იმავე დღიდან უცხოურმა პრესამ აქტიურად გააშუქა კოლექცია, რამაც, რა თქმა უნდა, ძალიან გამახარა და გამაოგნა. ჩვენების შემდეგ იმდენი სტუმარი დამხვდა, ცოტა შოკირებული დავრჩი. მოდელებიდან დაწყებული, ფორმატით დამთავრებული, ყველაფერი ძალიან სწორად იყო გათვლილი და დალაგებული. კოლექციას ცოტა შევუცვალე კონცეფცია და განსხვავებულად წარვსდექი. ჩავამატე მამაკაცის ლუქები და ჩვენებაზე პირველად გამოვიყვანე მამაკაცი მოდელები. გამოცდილების თვალსაზრისით, ეს სიახლე ძალიან სასარგებლო და კარგია. მადრიდში ჩემი ქვეყანის ღირსეულად წარმოჩენა, ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და სიამოვნება იყო.


null


რამ განაპირობა თქვენს ჩვენებაზე მამაკაცის გამოჩენა და ის ფაქტი, რომ BABUKHADIA მხოლოდ ქალის სამოსს აღარ ქმნის?
ალბათ, ბაზარმა შემიწყო ხელი და სიყვარულმა „ოვერ საიზდ“ სტილის მიმართ. ბევრმა მირჩია, რომ გამეკეთებინა მამაკაცის ხაზი. ძალიან საინტერესო იყო, როგორი გამომივიდოდა. ჩემი აზრით, მამაკაცის სამოსის შექმნას სჭირდება ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება. ქალის სამოსის შექმნაში, აკადემიაში სწავლამ და წლების მანძლზე მუშაობამ შემძინა გამოცდილება. ხოლო მამაკაცის ხაზს რაც შეეხება, შეხება არასდროს მქონია და ცოტა მეშინოდა. რეალურად მივხვდი, რომ ყველაფერი შესაძლებელია თუ მოინდომებ და საქმეს პასუხისმგებლობით მიუდგები. სიმართლე რომ ვთქვა, ქართულ ბაზარს აკლია მამაკაცის სამოსი. არადა დღესდღეობით საქართველოში უკვე ძალიან ბევრი მამაკაცი მომხმარებელია, რომელთაც უნდათ ატარონ ქართული ბრენდები. შესაბამისად, მეც დავიწყე ფიქრი, რომ შევქმნა ცალკე ხაზი მამაკაცებისთვის, რომელიც იქნება უფრო „იუნისექსი“.
მადრიდის შემდეგ გაემგზავრეთ მილანში და გქონდათ White Milano-ს ფარგლებში თქვენი შოურუმი…
მილანიდანაც იყო მოწვევა და უკვე ახალი კოლექცია, შემოდგომა/ზამთარი 2018/19 წარმოვაჩინე, რომელსაც აქაც ვიხილავთ მერსედესის მოდის კვირეულზე მაისში. სიმართლე გითხრათ, არც შოურუმის დიდი გამოცდილება მქონდა აქამდე და ძალიან გამიხარდა, რომ დაინტერესდნენ ჩემით. შოურუმი მოეწყო ინტერეიერის დიზაინერებთან ერთად და შესაბამისად, ძალიან ლამაზი და ხარისხიანი გამოვიდა. ეს არ წარმოადგენდა დიდ პავილიონს, იყო ინდივიდუალური პატარა ოთახებად დაყოფილი სივრცეები, რომელიც არ ქმნიდა ქაოსს და ძალიან უცხოდ, კომფორტულად გამოიყურებოდა.


null


თქვენი აზრით, რამ განაპირობა ამხელა ყურადღება უცხოური პრესისგან, სხვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულიდან და შოურუმებიდან, მაინცდამაინც თქვენს ბოლო კოლექციაზე?
ძალიან უცნაურია, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი. აქამდე ყოველთვის ვქმნიდი ისეთ სამოსს, რომელიც გათვლილი იყო კონკრეტულ ბაზარსა და კომერციაზე. ბევრი მეკითხებოდა, რატომ არ მეცვა ჩემი სამოსი, მაგრამ იქიდან არაფერი იყო ჩემთვის ახლო და მისაღები, ფიზიკურად ვერ ვირგებდი, რადგან ჩემს კონცეფციაში არ ჯდებოდა. შესაბამისად, გადავწყვიტე რებრენდინგი, შეიცვალა ლოგო, სახელი და უკვე აქედან წამოვიდა ახალი იდეები და ინსპირაციები. რეალურად, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სარისკო იყო, რადგან შეიძლებოდა არ გაემართლებინა და ბრენდი აბსოლუტურად გაენადგურებინა. მაგრამ აშკარად გაამართლა, რაც ძალაინ მახარებს. ალბათ საჭიროა ცოტა მინიმალისტური სამოსი, რომელიც არ არის დატვირტული ბისერებით, ბუმბულებით, ნაქარგებით, რადგან ყოველდღიურობიდან გამომდინარე, ყველა გადასულია პრაქტიკულ სტილზე.

რის მიხედვით ქმნით კოლექციას, ეს არის მხოლოდ ინსპირაცია, თუ ითვალისწინებთ ტენდენციებს, ან მატერიის ფაქტურასა და ფერს?
ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი. ტენდენციებს ვერ გაექცევი და მის გარეშე ვერაფერს იზამ. რეალურად, მთავარია ინსპირაციის თემა სწორად ააწყო. ჩანახატების გაკეთებამდე ვიკვლევ, ვათვალიერებ უამრავ მასალას, ვნახულობ ბევრ დეტალს(საყელოები, ჯიბე, ღილები) და ამ ძიების პროცესისა და „მუდბორდის“ აწყობის შემდეგ, ყოველთვის ვხედავ რა მინდა, რის მიხედვითაც უკვე იქმნება და იწყობა მთლიანი კოლექცია. კოლექციის შესაქმნელად მინიმუმ სამი თვეა საჭირო. შემდეგ გადავდივარ აქსესეუარებზე.


null


ემზადებით შემოდგომა/ზამთრის ჩვენებისთვის, რა სიახლეს შესთავაზებთ მნახველებს?
ძალიან ბევრი რამ იქნება ახალი და საინტერესო. ჩემს ხაზში ყოველთვის მინდა გავაგრძელო ტრანსფორმირებადი ტანსაცმელი, რომელიც შეიძლება რამდენიმენაირად ჩაიცვა. დავტოვოთ რაღაცეები საიდუმლოდ და გეტყვით, რომ ჩემს ჩვენებაზე მაყურებელი აუცილებლად იხილავს დიდი ზომის ჩანთებსა და ნაქსოვებს. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გაგიმხელთ.
თქვენს ჩვენებებს ბოლო ხუთი სეზონია აქტიურად ვესწრები და BABUKHADIA მართლაც განსხვავდება თავისი სტილით. ძირითადად უპირატესობას პასტელურ ტონალობას ანიჭებთ, რომელიც ისეა შეფუთული, რომ არასოდეს გამოიყურება ერთფეროვნად….
ძალიან მიხარია თუ ასეა. ჩემთვის ამის აღქმა უკვე რთულია ხოლმე, რადგან თვეების მანძილზე, შექმნის პროცესიდან ვაკვირდები ამა თუ იმ სამოსს და ბოლოს მაშინებს რაღაცეების გარისკვა. ერთი ადამიანი ძალიან ცოტაა ამ ბიზნესისთვის და როდესაც მიჩნდება ის შეგრძნება, რომ უკვე ვეღარ ვიგებ რა მომწონს და რა არა, რჩევისთვის მეგობრებს მივმართავ. ჩემი კოლეგები მიმიხვდებიან რაზეც ვსაუბრობ, რადგან ვფიქრობ სამუშაო პროცესში ყველას გვემართება რაღაც ერთფეროვნების განცდა, მაგრამ როცა უკვე დასრულებულ, სწორად აწყობილ ლუქებს ვუყურებ შვება მაქვს ხოლმე.


null


დღეს თქვენი მაღაზიის გახსნაზე ვიმყოფებით, როგორია თქვენი სამომავლო გაგმები?
დიახ, დღეს ჩემი მაღაზიის გახსნაა, რომელიც რამდენნიმე თვის წინ იყო დაგმემილი და ჩემი ვიზიტების გამო, აქამდე ვერ მოხერხდა. ამჟამად ჩემს გეგმაშია, რაც შეიძლება მალე დავამთავრო შემოდგომა/ზამთრის კოლექცია. მიზნად ვისახავ, რომ კვლავ მივიღო მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულებსა და შოურუმებში. როგორც გითხარით, ახლო მომავალში აუცილებლად გავაკეთებ მამაკაცის მეორე ხაზს, რომლის წარმატებისთვისაც ბევრს ვიშრომებ. მაქვს ბევრი გეგმა და ვიმედოვნებ, რომ ყველაფრის განხორციელებას შევძლებ ეტაპობრივად.
რას ურჩევთ ახალბედა დიზაინერებს?
პირველ რიგში, გაიარონ ძალიან ბევრი პრაქტიკა, ხშირად იმოგზაურონ და გაიფართოვონ თვალსაწიერი და რაც მთავარია, დარჩნენ ინდივიდუალურები, ნუ ექნებათ მხოლოდ კომერციული გათვლები. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ეს არასწორია. თუ შენ კარგად გააკეთებ, კარგად გამართავ და შეფუთავ კოლექციას, ის ისედაც უკვე კომერციულია. ამიტომ საჭიროა ძალიან დიდი შრომა, რომ გქონდეს საკუთარი ხელწერა და რაც მთავარია, უდიდესი სიყვარული ამ საქმის მიმართ.


null


დღესდღეობით ყველგან გვესმის, რომ მოდა არის ბიზნესი. თქვენი აზრით, რომგორ უნდა შეინარჩუნოს ბალანსი თუნდაც წარმატებულმა მოდის სახლმა, ან ახალბედა დიზაინერმა ამ ორ მიმართულებას, ხელოვნებასა და ბიზნესს შორის?
ზუსტად მართლა ვერ გატყვით. ჩემთვის ეს ყველაფერი არის გამოცდილება და მორგება, რადგან არ არსებობს დიზაინერი, კოლექცია და ბრენდი, რომელსაც აღმავლობისა ან ჩავარდნის პერიოდი არ ჰქონია. ეგ არის კონკრეტულ თემაზე მორგებული, ამიტომაცაა რომ დიდი მოდის სახლები ხშირად იცვლიან კრეატიულ დირექტორებს. ვთქვათ, დღეს ტენდენციურია „ოვერსაიზდ“ სტილი, შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ, ისევ კლასიკური სტილი დაბრუნდეს და სავარაუდოდ, ამჟამინდელ კრეატიულ დირექტორებს ჩაანაცვლებენ აღნიშნულ მიმართულებაში მეტად გამოცდილი კადრით. აქ მთავარია ლავირება. არსებობს კოლექციები, რომელსაც მოაქვს დიდი აღიარება და პრესა, მაგრამ არა გაყიდვები. თუ კოლექცია კარგად გააზრებული და შეფუთულია, ის აუცილებლად არის არტი და კომერციულიც.

ტექსტი: ივანე ქეშიკაშვილი

ჟურნალი “ბომონდის” აპრილის ნომრისთვის

This slideshow requires JavaScript.

 

EISENBERG “LES ORIENTAUX LATINS” – ნაზი და სრულყოფილი ბალანსი

Jose-Eisenberg-Jose-Men-edt-100-mlროცა ვსაუბრობთ  კანის მოვლის, მაკიაჟისა და სუნამოების თანამედროვე ბრენდებზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ფრანგული კოსმეტიკური კომპანია Eiseberg, რომელიც 2000 წელს ჟოზე აიზენბერგმა დაარსა.  ბრენდი ცნობილია სამ მოლეკულიანი ფორმულით, რომლითაც გაჯერებულია მათი ნებისმიერი ნაწარმი. Eiseberg -ი 2010 წლიდან სუნამოებსაც აქტიურად აწარმოებს. 2011 წელს კი გამოვიდა 15 პარფიუმი  კოლექციიდან “l’Art Du Parfum”.

ბრენდის ბოლო წარმოებული კოლექცია LES ORIENTAUX LATINS აერთიანებს ექვს-ექვსს მამაკაცისა და მადილოსნისთვის განკუთვნილ თორმეტ ახალ სუნამოს. როგორც შემქმნელები გვარწმუნებენ, აღნიშნული კოლექცია პარფიუმერული საიდუმლოებებით ამდიდრებს დაუღალავი  მოგზაურის დღიურს. სუნამონს ინგრედიენტები ლათინურთან ერთად აღმოსავლურიცაა. კოლექციის ნებისმიერი არომატი გვაგრძნობინებს იმ განსხვავებულ ჰარმონიას, მგრძნობელობასა და საიდუმლო კავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც ამ მაგიურ ფლაკონშია მოთავსებული.

22467555_1007398046066456_7757388014232753699_o

ერთეულები, სახელწოდებით „Secret” რომაული რიცხვებითაა დასათაურებული. გამჭირვალე და სადა ფლაკონებზე გასაღებია ჩამოკიდებული. ოქროსფერი გასაღები ქალბატონებს და ვერცხლისფერი კი მამაკაცებს, თითქოს გვეხმარება ჩვენი საიდუმლოებების ამოხსნაში. პარფიუმის სუნი, კონცეფცია და შეფუთვა ნამდვილად უბიძგებს ყველას დააგემოვნოს სუნამო და მისი ყოველდღიურად პკურების დროს ამოხსნას უამრავი გამოწვევა თუ საიდუმლო.

Les-orientaux-latins-Uomo

აღნიშნული კოლექციიდან ფავორიტი სუნამოა SECRET III Patchouli Noble აღმოსავლური მერქანი. მის მთავარ ნოტებს ბერგამოტი, წიწაკა და დარიჩინი წარმოადგენს. ზედა არომატების შერწყმით საშუალო ნოტებთან, ლავანდა, ვარდსა და იასთან, მიიღება მითიური აღმოსავლური ინგრედიენტი, რომლის წყალობითაც საოცრად ინტიმური და მიმზიდველი არომატი ბოლომდე იხსნება.

სუნამო ხელმისაწვდომია კომპანია „ლუტეციას“ ნებისმიერ ფილიალში 30, 50 და 100 მილიგრამიან შეფუთვაში.
eisenberg  les orientaux latins gif-ის სურათის შედეგი

LIYA – თანამედროვეობისა და ქალურობის კომბინაცია

 

DSC_0557ქართველი დიზაინერი ლია  გოგლიძე ბრენდ Liya-ს უკვე ორი სეზონია წარმატებით წარმოადგანს. ახალბედა მოდელიერი  თბილისში დაიბადა და სწავლა ევროპის, კერძოდ ფლორენციის პოლიმოდას ხელოვნების აკადემიაში გააგრძელა. კვალიფიკაციის ასამაღლებლად ლიკამ მილანსა და ვენაში განაგრძო სწავლა და მხოლოდ განათლების დასრულების შემდეგ შექმნა ბრენდი.  რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მის პირველივე კოლექციაში აისახა. ბრენდზე ბევრი დაიწერა უცხოურ პრესაში. ასევე აღსანიშნავია Liya-ს საყურეები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

როგორც დიზაინერი გვიყვება, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის მთავარი ინსპირაცია  80-იანი წლების ბოლო პერიოდის მოდაა. კოლექცია საქმიან ქალს განასახიერებს, რომელიც სინაზითა და ქალურობით გამოირჩევა.

 

Liya  რამდენიმე სეზონია მოდის კვირეულებზე გამოჩნდა და ახალბედა დიზაინერად ითვლება. მოგვიყევით რატომ გადაწყვიტეთ სამოსის ბრენდის გაკეთება და რამ შეგიწყოთ ხელი?

ბავშვობაში ვენის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას ვფიქრობდი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო გადავიფიქრე. მინდოდა დაახლოებით იგივე მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა და ჩავაბარე ფლორენციაში, პოლიმოდას აკადემიაში, სადაც მოდის დიზაინს ვსწავლობდი. ევროპაში, სხვადასხვა ადგილას მივიღე სამუშაო გამოცდილება და საბოლოოდ, მაინც საქართველოს დავუბრუნდი. ბრენდის დაფუძნებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა გარემომ. საქმის წამოწყების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც ჩემი მეგობრები, ასევე აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები.

LIYA3

როგორია Liya-ს მანდილოსანი?

LIYA თანამედროვე, საქმიანი მანდილოსანია, რომელსაც ყოველდღიურად, სამუშაო გარემოშიც კი გემოვნებიანად აცვია.  ის,  რთული გრაფიკის მიუხედავად, ყოველთვის ინარჩუნებს ელეგანტურობასა და სინაზეს.

რა იყო ახალი კოლექციის ინსპირაცია და რა პრინციპით შეარჩიეთ ფერები და მატერია?

ზოგადად, გაზაფხული-ზაფხულის შეგრძნებაა. ჩვენ უკვე არსებული სტილი გადავათამაშეთ სამხრეთ საფრანგეთის 60-იანი წლების ტენდეციებით. ჰაეროვანი ქსოვილები, პასტელური ფერები და სამოსი გაფორმებულია ვალანებით.

LIYA5

კოლექციის შექმნისას ითვალისწინებთ თუ არა ამა თუ იმ სეზონის ტენდენციებს?

ტენდენციებს მიზანმიმართულად არ მივსდევთ, თუმცა კოლექციის შექმნის პროცესში გარკვეულ როლს მაინც თამაშობს.  გარდაუვალია მოდის ძირითად მიმართულებებს გვერდი აუარო, მაგრამ ბრენდის პერსონალურ ხაზს არ უნდა გადაუხვიო.

თქვენი კოლექცია წარმოდგენილი იყო Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში. როგორი რეზონანსი მოჰყვა უცხოელი სტუმრებისა და პრესისგან?

LIYA4LIYA-ს კოლექციის ჩვენებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენების დროს ჩამოსული სტუმრებისაგან. კოლექციის ნახვა შეგეძლოთ, როგორც ცნობილი ჟურნალების ვებ-გვერდებზე, ასევე გავრცელებულ სოციალურ ქსელებში „Facebook”-სა და“Instagram“-ზე. ცნობილი ქუჩის მოდის ფოტოგრაფების ფოტოების სოციალურ გვერდებზე გამოჩენამ, სადაც სხვადასხვა ადამიანები ატარებენ LIYA-ს სამოსს და განსაკუთრებით საყურეებს, ძალიან გაზარდა  მოთხოვნა პროდუქტზე და გამოიწვია ბრენდის საკმაოდ მცირე დროში პოპულარიზაცია.

აქვს თუ არა Liya-ს კოლაბორაციები და რა აზრის ხართ სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობაზე?

მოცემულ ეტაპზე კოლაბორაციები არ გვაქვს, თუმცა სამომავლოდ არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას სხვადასხვა ბრენდთან.  მოდის სამყაროში, ყოველთვის საინტერესო და რაღაც დოზით აუცილებელიცაა ამა თუ იმ დიზაინერთან ან არტისტთან ერთად მუშაობა.

LIYA6

რომელია თქვენი ფავორიტი ქართველი და უცხოელი დიზაინერი?

ბევრი ქართველი დიზაინერის ნამუშევრები მომწონს, მაგრამ კონკრეტულად დასახელება გამიჭირდება. უცხოელებიდან ძალიან უპირატესობას ვანიჭებ იმ არტისტებს, რომლებმაც მოახდინეს არსებული ბრენდების რეაბილიტაცია, მაგალითად ტომ ფორდი და ფიბი ფილო.

დაიწყეთ თუ არა მუშაობა ახალ კოლექციაზე და როდის შეძლებს საზოგადოება მის ხილვას?

დიახ, სამუშაო პროცესი დაწყებულია, აქტიურად ვემზადებით შემოდგომა-ზამთრის ჩვენებისთვის. განახლებული კოლექციის ხილვას ქართველი და უცხოელი საზოგადოება შეძლებს მაისში, კვლავ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში.

რა არის Liya-ს სამომავლო გეგმები?

რა თქმა უნდა ჩვენი სამომავლო გეგმაა უფრო გავიზარდოთ როგორც ბრენდი და გავხდეთ ბევრად უფრო ცნობადი და მოთხოვნადი მსოფლიო ბაზარზე. ეს ბრენდის წარმატებისთვის გარდაუვალი კომპონენტებია.

 

Text: Ivane Keshikashvili

Photo: GRIGOR DEVEJIEV

Mua: Regini Make-up

Model: Mariam Budagashvili

LIYA2

 

 

 

ზამთრის ექსტრემი

Ivaneჩემი ბლოგი ამჯერად წარმოგიდგენთ ზამთრის სეზონის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულსა და ბევრისთვის საყვარელ განტვირთვის საშუალებას, თხილამურებზე სრიალს. სპორტის  ეს სახეობა განსაკუთრებით აქტუალური თებერვლის თვეშია. ზამთრის კურორტებიც, სწორედ წელიწადის ამ პერიოდში, სარგებლობს დიდი პოპულარობით. ზამთრის სპორტს უამრავი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც ცდილობენ  ყოველწლიურად ესტუმრონ ამა თუ იმ ადგილს დასასვენებლად, განსატვირთად და რაც მთავარია, სპორტული ჟინის დასაკმაყოფილებლად. თხილამურები, სნოუბორდი,  ფრისტაილი – ეს იმ რეკრეაციული აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელის გამოც აღნიშნულ ადგილებს სტუმარი არ აკლია.

 

თუ ისტორიას გადავხედავთ, თხილამურების წარმოშობა თითქმის ხუთი ათას წელს ითვლის. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ თანამედროვე თხილამურების პიონერები სკანდინავიელები და  ჩრდილოეთის სხვა ტომების მკვიდრნი არიან, სადაც წელიწადის უმეტეს დროს ცივი კლიმატი,  გრძელი და თოვლიანი ზამთარია. ამ ინვენტარის თავდაპირველი დანიშნულებაც სწორედ ყოფაცხოვრებაში,1928 ნადირობისას ან საბრძოლო მოქმედების დროს  თოვლში მოხერხებულად გადაადგილება იყო.ეს განსაზღვრავდა მის მაშინდელ პროპორციებსაც. ახლანდელისგან განსხვავებით, პირველი თხილამურები ასიმეტრიული ფორმის იყო, რომლისგანაც ცალი ხის ბრტყელ და გრძელ ნაჭერს წარმოადგენდა, სოლო მეორე, მოკლე და მახვილი ბოლოებით, გამოიყენებოდა წონასწორობის დასაცავად და ადვილად გასაჩერებლად. თხილამურები ხშირ შემთხვევაში ცხოველის ტყავით იყო დაფარული, რომ აღმართზეც მარტივი  ყოფილიყო  მოძრაობა.  ასიმეტრიულ თხილამურებს ჩრდილოეთ შვედეთსა და ფინეთში მეცხრამეტე საუკუნემდე იყენებდნენ.  1767 წელს მოეწყო პირველი შეჯიბრი თხილამურებით სრიალში, რომელიც რეალურად მოიცავდა ამჟამად არსებულ რამდენიმე სახეობას.  მოგვიანებით, სათხილამურო სპორტის  სახეობების ჩამოყალიბებამ,  მას იერსახე შეუცვალა. ხის მოკლე /საშუალოდ 150 სანტიმეტრი/ და განიერი /15-20 სმ/ თხილამური შეცვალა, გრძელმა და დამუშავებულმა პლასტმასის თხილამურმა, რომლის სიგრძე 170-220 სანტიმეტრია და სიგანე 5-8სმ. ნორვეგიელების დამსახურებით, ეტაპობრივად იგი მთლიანად იქცა სპორტულ აღჭურვილობად და მიიღო ამჟამინდელი სახე. 1877 წელს ნორვეგიაშივე ჩამოყალიბდა მოთხილამურეთა პირველი სპორტული საზოგადოება. თოვლით დაფარულ მთიან ადგილებში მასობრივად დაიწყო სასმთო-სათხილამურო კურორტებისა და სასრიალო ბილიკების გაშენება.

20131230-pictures-madonna-skiing-gstaad-switzerland-01დღესდღეობით  ზამთრის კურორტებისა და სასრიალო ტრასების ფართო არჩევანია მთელ მსოფლიოში და ისინი, ვინც გულგრილები არ არიან სპორტის ამ სახეობის მიმართ, სეზონის დადგომისთანავე სტუმრობენ ცნობილ სამთო კურორტებს, როგორც სასრიალოდ და ადრენალინის მისაღებად, ასევე სათხილამურო მოდის სიახლეების წარმოსაჩენად.  დამსვენებელებისთვის ცნობილია ის ჭეშმარიტება, რომ ცნობილი ბრენდების, როგორიცაა შანელი, დიორი და სხვა,  სათხილამურო კოსტიუმებში უმეტესად დამწყები მოთხილამურეები არიან გამოწყობილები, რომლებსაც სრიალი უჭირთ და ჩაცმულობით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას. პროფესიონალები კი ძირითადად ხელმისაწვდომი ბრენდების კომფორტულ სამოსს ირჩევენ. მათ შორისაა უამრავი ცნობილი ადამიანი, ე.წ. ვარსკვლავები,  რომლებსაც საკუთარი ფავორიტი სასრიალო ადგილები აქვთ.

image146შვეიცარიის სათხილამურო კურორტი კლოსტერსი ინგლისელი სამეფო ოჯახის საყვარელ სასრიალო ადგილს წარმოადგენს დღემდე.  პაპარაცებს იქ ხშირად დაუფიქსირებიათ პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა, ახლა კი აღნიშნულ კურორტს ხშირად სტუმრობენ პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეით მიდლტონი, რომლებიც  ტრადიციული ინგლისური სპორტის სახეობებისაგან განსხვავებით, უპირატესობას თხილამურებით სრიალს ანიჭებენ. შვეიცარიის ალპების ხშირი სტუმარია მადონა და პერის ჰილტონი, რომელიც  მზადაა გადაუფრინოს ოკეანეს, რომ ისიამოვნოს საკუთარი ჰობით. სისტემატურად სტუმრობდნენ იტალიურ ალპებს ტომ კრუზი და ქეით ჰოლმსი.  9 წლის ასაკში, სრილისას მიღებულმა სერიოზულმა მოტეხილობებმა, ვერ შეაშინა მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი და იგი დღემდე დასაშვებად ირჩევს  ყველაზე სახიფათო მარშრუტებს. სეზონზე სისტემატურად სტუმრობს სამთო კურორტებს ცნობილი მევიოლინე ვანესა მეი, რომელიც ამბობს, რომ მისი თხილამურებზე სრიალის სტაჟი, აღემატება ვიოლინოზე დაკვრისას. სათხილამურო სპორტის ნამდვილი გულშემატკივარია მომღერალი გვენ სტეფანი, რომელმაც მცირეწლოვანი შვილიც კი დააყენა თხილამურებზე.Photos-Gwen-Stefani-Gavin-Rossdale-Kingston-Rossdale-Skiing-Utah მსახიობი ქეით ჰადსონი კი სასრიალოდ ირჩევს კოლორადოს შტატში, ასპენის ყველაზე ციცაბო ფერდობებს. საერთოდ ასპენი ძალიან პოპულარული კურორტია ვარსკვლავებს შორის. იქ შეხვდებით  ჯენიფერ ენისტონს, ქეით მოსს, მერაი ქერისა და ნიკ ქენონს, უილ სმიტს, ჯონი დეპსა და  ბევრ სხვა ცნობილ სახეებს. კურორტის მუდმივი სტუმარია ვიქტორია ბექჰემი, რომელიც თვლის, რომ თხილამურებით სრიალი საუკეთესო ვარჯიშია სხეულისა და ფეხებისათვის და წვავს ყველაზე მეტ კალორიას. მანვე შემოიტანა სათხილამურო გლამური მოდაში, როცა პირველად გამოჩნდა ესპანეთის სამთო კურორტზე, ცნობილი ბრენდის შავ კოსტიუმში. უკვე მომდევნო წელს, ვიქტორიას მსგავსი სათხილამურო სამოსით, რომლის ფასი 15000 ევროს აღწევდა, თავს იწონებდა მანდილოსნების უმრავლესობა საფრანგეთის ალპების ყველაზე ელიტარულ კურორტ კურშაველზე.

sxbM1victoria-beckham-and-snow-skiing-gallery

სამთო-სათხილამურო კურორტების მრავალფეროვნებით  არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი  და შეგვიძლია არაერთით მოვიწონოთ თავი. ბაკურიანი, გუდაური, მესტია/თეთრნულდი, ჰაწვალი/, გოდერძი, გომარდული, ბეთანია –  სხვადასხვა დონეზე მოსრიალეებს საშუალებას აძლევს საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად და სპორტული ინტერესის დასაკმაყოფილებლად.

aspen

გუდაური სრულიად თანამედროვე სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც საქართველოში არსებულ ზამთრის კურორტებს შორის, ყველაზე მაღლა მდებარეობს ზღვის დონიდან. გუდაური ჯვრის უღელტეხილზე,  მთა კუდებსა (3006 მ) და მთა საძელეს (3307 მ) ფერდობებზე, ალპურ ზონაშია გაშენებული. კურორტი არსებობის 30 წელს ითვლის, თუმცა ამ მცირე დროში მან სათხილამურო სპორტის მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა. მისი ფერდობები ამოუწურავ შესაძლებლობებს სთავაზობს ნებისმიერი დონის მოთხილამურეს.  ყველა სასრიალო ბილიკის კატეგორია დამტკიცებულია Fis-ის/საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია/ მიერ. კურორტზე არსებული სათხილამურო ფერდები იდეალურად ითვლება სპორტის ექსტრემალური სახეობების Freerider-ისა /გაუკვალავ თოვლში სრიალი, როცა თითოეული მოთხილამურე პარალელურ კვალზე მიდის/ და Heliski-ს /ვერტმფრენით ასვლა მწვერვალზე თხილამურებით დასაშვებად/  მოყვარულთათვის.  კურორტის ერთ-ერთ ძირითადი უპირატესობა სწორედ აღნიშნული სახეობის ხელმისაწვდომობაა, რომელიც მოყვარულებს  4200 მეტრზე, პრაქტიკულად ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე  ექსტრემალურ სიმაღლეზე,   გამომწვევი დაშვების შესაძლებლობას აძლევს.

mestia

უნდა აღინიშნოს კურორტი ბაკურიანი, სადაც ჯერ კიდევ 1934 წელს გაიმართა პირველი შეჯიბრი თხილამურებით რბოლაში. მისი რამდენიმე სათხილამურო ტრასიდან  ერთ-ერთი, ტატრა-პომა, საქართველოში ერთადერთი სერთიფიცირებული ტრასაა საერთაშორისო სამთო–სათხილამურო ფედერაციის მიერ. ეს, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს   ჩვენი ქვეყნის დიდ ტურისტულ პოტენციალს.

 

ტექსტი: ივანე ქეშიკაშვილი

ჟურნალი “ბომონდის” თებერვლის ნომრისთვის

რია ქებურიას აბსტრაქტული სპექტაკლები

Ivane

ჩემი ბლოგი და ჟურნალი “ბომონდი” წარმოგიდგენთ ქართველ დიზაინერსა და პერფორმერს რია ქებურიას, რომელმაც მოდიდან და პოდიუმიდან, არტინსტალაციებსა და პერფორმანსებში გადაინაცვლა. ის დაწვრილებით გვიყვება, რამ შეუწყო ხელი, გამხდარიყო გალერისტი და ემუშავა კოლაბორაციებზე სხვადასხვა დიზაინერთან. მის სახელს მსოფლიოს ბევრ პრესტიჟულ გამოცემაში ვხვდებით. რია გვიამბობს თავის ბოლო პერფორმანსზე, რომელიც “მერსედეს-ბენცის” მოდის კვირეულზე წარმოადგინა თბილისსა და მოსკოვში.
– რია ქებურია გახდა გალერისტი და მიატოვა საკუთარი დიზაინერული ხაზი. რატომ მოხდა ასე და რამ შეგიწყო ხელი, გამხდარიყავი არტისტი.

– ალბათ არტისტი ხმამაღალი ნათქვამია, არ ავსულვარ ჯერ ამ საფეხურამდე, მაგრამ ნელ-ნელა მივიწევ. ჩემს დიზაინერულ ხაზს ყოველთვის ჰქონდა საკუთარი ისტორია. როგორც აღვნიშნე, ჩემი პირველი კოლექცია, ქართველ ქალზეა და საფუძვლად უდევს “ქართველი ქალის” ისტორია. ეს სამოსი საკუთარი ხედვით შევქმენი და არ იყო კომერციული. უამრავი სხვადასხვა ელემენტი, აღნიშნულ ისტორიას უსვამდა ხაზს. დიზაინერი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს სამოსი, კარგად მართავს და იცის მისი სწორად ტარება. ჩემი შემოქმედების არსი იყო, რომ ბოლომდე მომეყოლა ესა თუ ის ამბავი. იმ შემთხვევაში, ეს წარმოდგენილი იყო სამოსით, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, დახატავ, დახაზავ თუ ტრაექტორიის მიხედვით მოყვები. უამრავი განსხვავებული გზა და ხერხი არსებობს, რომ მთელი ეს ამბავი გახადო რეალიზებული. მოდის ინდუსტრიაში გატარებულმა დრომ შემძინა დიდი გამოცდილება, საკუთარი თვალით დამანახვა ყველა თანამდევი პროცესი, იქნებოდა ეს კერვა, შესყიდვები, გაყიდვები და მივხვდი, რომ ეს რუტინა ყველანაირად უარყოფდა და ხელს უშლიდა ჩემს რეალურ არსს და იმ გადმოსაცემ ამბავს, რისთვისავ ვიღვწოდი.

0D9A7012 cop2y

რეალურად მოდა არის ცალკე ინდუსტრია, თავისი მკაცრი წესებით და თუ მას არ მიჰყვები და არ ითვალისწინებ, ვერ იქნები წარმატებული და ვერც გაიმარჯვებ. მე მსურდა ისტორიის ჩემებურად, მაქსიმალურად კრეატიულად მოყოლა, მაგრამ სამუშაო პროცესში წინა პლანზე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები წამოიწევდა ხოლმე, ქსოვილების შერჩევა, წარმოება, მაქსიმალურად მეტი შეკვეთის მიღება და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი არ იყო ის, რის გამოც მოდას დავუკავშირდი. ბრენდი “რია ქებურია” ჩემი სულიერების ნაწილი არ იყო. ჩემს მენეჯერ გურამ გვასალიასთან თანამშრომლობის შემდეგ რამდენიმე ჩვენება გავმართე და მივხვდი, რომ მერჩია, ვყოფილიყავი მთხრობელი ანუ ე.წ. სთორი თელერი. ბევრი იდეა მქონდა და ამდენ პროდუქტს მარტო ვერ შევქმნიდი. შესაბამისად, უნდა მეპოვა მეთოდი, რომლის საშუალებითაც მოვყვებოდი ჩემს ილუზიასთან ახლოს მდგომ ამბავს და ჩამოვაყალიბედი Ria Keburia Gallery. ამ იდეის გაჩენისთანავე, გავყევი კოლაბორაციის მეთოდს და ხშირად მივმართავ პირდაპირ თუ არაპირდაპირ თანამშრომლობას სხვადასხვა ბრენდთან.ვინაიდან გავხდი გალერისტი, ადამიანი, რომელმაც უნდა გაყიდოს არტისტების პროდუქტი, პირველ რიგში წავედი ლონდონში და სწავლა მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით გავაგრძელე. შემდეგ ყველაფერი დაიწყო პარიზიდან, მას მოჰყვა მოსკოვი, ბერლინი და ბოლოს თბილისი.

– იყო თუ არა საქართველოში შენ მიმართ ინტერესი და როგორ მიიღო ქართველმა საზოგადოებამ შენი შემოქმედება, დაწყებული ჩვენებებით და დამთავრებული პერფორმანსებით?

– ამისთვის დიდი გზა გავიარე. პერფორმანსების კეთება მხოლოდ ერთი წელია დავიწყე. მიმაჩნია, რომ მანამდე ასე ზუსტად ვერ გამოვხატავდი ჩემს იდეებსა და ილუზიებს, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ყოველთვის იყო დაინტერესება და თანამშრომლობის შემოთავაზება პარიზიდან და შემდეგ ბევრი კარგი შედეგი.
ვხედავდი, რომ პოდიუმზე მოსიარულე ჩემი პერსონაჟები იყვნენ გადატვირთულები და გადაპრანჭულები. მხოლოდ ეს სვლა არ უხდებოდა ჩემს კონცეფციას და ვერ ვხვდებოდი პრობლემის არსს. სხვადასხვა მოდის კვირეულზე შოუებს ვაწყობდი და რეალურად, ეს არ იყო დასრულებული პროდუქტი. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ პერსონაჟებს, რომლებიც ჩემს გონებაში ჩნდებოდნენ, უკვე ჰქონდათ თავიანთი როლი, დინამიკა, გარკვეული მორალი და ცხოვრება. პოდიუმზე კი, ეს ყველაფერი იკარგებოდა და რჩებოდა მხოლოდ ვიზუალი, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება კომერციულ მიზნებს. ჩემი პერსონაჟები კი რეალურად არ იყვნენ პოდიუმისთვის განკუთვნილნი და თავადაც ნაკლებად მაინტერესებდა კომერციული მოდა. მინდოდა წარმომედგინა არტპერფორმანსები ფეშენის გავლენით. გამოცდილებამ ცხადყო, რა დიდი ძალა აქვს ვიდეოარტს. როცა გადავწყვიტე, რომ ჩემი ბრენდი გადაქცეულიყო გალერეად, დავხვეწე გადმოსაცემი ამბები. არ გამოვტოვე არც ერთი სეზონი მოდის კვირეულებზე და ნაბიჯ-ნაბიჯ, ექსპერიმენტებით მივაღწიე Ria Keburia Gallery-ს. საქართველოს მხრიდან დიდი ინტერესი იყო, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არის ბევრი არტისტი, რომელიც არტინსტალაციებს აკეთებს. უკვე დიდი ხანია, ვთანამშრომლობ “მერსედეს- ბენც” თბილისის მოდის კვირეულთან და უკვე ორი წელია, წარმოვადგენ პერფორმანსს.

_MG_9125

– ხშირად გვინახავს სხვადასხვა ცნობილ გამოცემაში, რომ რია ქებურია საუკეთესო ქართველი დიზაინერების სიის სათავეშია დემნა გვასალიასა და დევიდ კომას შემდეგ. შენი აზრით, რამ განაპირობა ეს წარმატება, როცა ასეთ კონკურენტლულ სფეროში მოწინავე პოზიციაზე ხარ. რამ მოხიბლა საზოგადოება, შენმა კომერციულობამ, განსხვავებულობამ თუ პერფორმანსებმა?

– კომერციულობამ ყველაზე ნაკლებად. ალბათ უფრო ჩემმა ისტორიებმა. კარიერის დასაწყისში ნაკლებად ვფიქრობდი კომერციაზე, თუმცა რეალურად, ყველაზე კარგად ის კოლექციები გაიყიდა. ჩემი შემოქმედება, “მე რია ქებურია”, როგორც აღვნიშნე, არის ჩემს პირველ კოლექციებში. შემდეგ უკვე არის სხვადასხვა ადამიანის მიქსი და ცოტა მანიპულაციები, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ჩემს ისტორიაში რჩება და ალბათ ის რომ არ გამომეცადა, ვინც ვარ, ის არ ვიქნებოდი. კოლექციების გასაფორმებლად არტისტულ აქსესუარებს ვაკეთებინებდი, რომელსაც ზუსტად ვიცოდი, რომ ვერ გავყიდდი. საბოლოოდ, ასე არ მოხდა, სწორი შეფუთვით არაკომერციული აქსესუარებიც გავყიდე, რამაც გამაკვირვა. მე ვიპოვე ის მეთოდები თუ როგორ ვატრიალო და წარვმართო ჩემი ისტორიები. ალბათ ყველაფერ ამის დამსახურებით გავხდი ის არტისტი, ვინც მოხვდა ამ სიებში.

– ბოლო ოთხი სეზონია, შენს შემოქმედებაში ჭარბობს კოლაბორაციები. ბევრ წარმატებულ, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბრენდთან თანამშრომლობ. თუ გამოარჩევ რომელიმე მათგანს და აღნიშნული კოლაბორაცია ერთ კონკრეტულ პერფორმანსს ემსახურება თუ ხშირად ერთსა და იმავე ბრენდთან მუშაობ?

_MG_9181– ეს არ არის ერთჯერადი კოლაბორაციები და ჩემს ახლობელ ადამიანებს ავუხსენი, თუ რატომ მივმართავ მას ასე ხშირად. უპირველესად, ვირჩევ ადამიანს, რომელიც ვთვლი, რომ ძალიან მიხდება პიროვნულად და მისი ახლოს გაცნობა მინდა, შემდეგ ეს პიროვნება შემომყავს ჩემს გარემოში. ამ ორი ენერგიის ცვლა მაძლევს დიდ შემოქმედებით ძალას. იმიტომ რომ, პირველ რიგში, მათგან მჭირდება ჩვენი თანამშრომლობის პროდუქტი, რომელსაც ვქმნით და რომელსაც აქამდე არ უარსებია. ეს არის გალერეის ხიბლიც, როდესაც რაღაც პროდუქტი იქმნება მხოლოდ ამ კონკრეტულისთვის. როგორც კოლექციონერი, ვაგროვებ ნიმუშებს და ვაწყობ აუქციონს, რომელიც სერიულად გაყიდის მოგროვებულ მასალას. ეს არის გალერეის კომერციული მხარის მთლიანი კონცეფცია.

– შენს პერფორმანსებს უკვე მოდის კვირეულის გარეთა, სხვადასხვა სივრცეში ვნახავთ?

– უკვე თავისუფალი ვარ დოგმებისგან – გაზაფხული-ზაფხული, შემოდგომა-ზამთარი. ეს არის ჩემი ილუზიები და როგორც კი ახალი იდეა მიჩნდება, ვცდილობ, მოვყვე. ამან მომცა დიდი სულიერი თავისუფლება. რადგან ჩემი იდეების უფრო ხშირად განხორციელება შევძელი და ეს როგორც არტისტს, უფრო რეალიზებულს გამხდის. პარალელურად პიარსა და თითოეული მასალის გაშუქებაზე ვფიქრობ. მაქსიმალურად ვცდილობ, კოლაბორაციის პროცესს დეტალურად მოვყვე, რადგან მხოლოდ პროცესში ჩანს, როგორ მუშავდება ყველაფერი ერთად. ვუსმენ სათითაო არტისტს, რადგან მათში აღმოვაჩინო ახალი, განსაკუთრებული იდეა ან უცხო ექსპერიმენტი. ეს არის რაღაც გაზიარებული ნიჭი, მიზნები, რომ შეიქმნას საინტერესო მონათხრობი.

_MG_9223

– შენი ბოლო პერფორმანსი, სახელწოდებით “Dom Moi Mili Dom”, “მერსედეს-ბენცის” მოდის კვირეულის ფარგლებში ვიხილეთ. რა იყო ინსპირაცია ან ამ სახლით ხომ არ შექმენი ის სულიერი გარემო, რაც რეალურად გინდა, რომ გქონდეს?

– ძირითადად ლონდონის ქუჩებში სეირნობისას მოდის ინსპირაცია და ხედვები. ვხედავ, ჩემი პერსონაჟები როგორ ქმნიან ამ ნივთებს. ეს ავხსენი ჩემებურად, რომ ერთადერთი ადგილი, რომელიც ბოლომდე მეკუთვნის, არის ჩემი გალერეა, იმიტომ, რომ ფიქრებით მუდმივად იქ ვარ, ვერ გამოვდივარ და ის არის ჩემი სახლი. არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც აქვს თავისთვის მოწყობილი მყუდრო ადგილი. სულ ვმოძრაობ. ამიტომ მგონია, რომ რაღაცას მოწყვეტილი ვარ და “Dom Moi Mili Dom”-ს ბოლომდე ვეკუთვნი. ეს არის სიურრეალისტური ადგილი, რომელიც შექმნილია ჩემი პერსონაჟებისა და კოლაბორაციებისგან, რომლებიც ქმნიან ჩემთვის მყუდრო სივრცეს. ის გენდერული თანასწორობა, რომელიც ყოველთვის იგრძნობა და ნებისმიერი საჭირო ობიექტი, დივანი, საწოლი, ყველა ერთნაირად მიყვარს და ყველას ერთნაირი ძალა აქვს ჩემთვის. ეს არის ის ადგილი, რომელიც მხოლოდ ჩემი სახლია.

_MG_9204– აღნიშნულ პერფორმანსში თავადაც მონაწილეობდი და სცენაზე პირველად გამოჩნდი როგორც პერსონაჟი. რა გრძნობა იყო და რატომ გადაწყვიტე, რომ მოქმედი პირი შენც ყოფილიყავი?

– ეს პერფორმანსი ჩემ გარეშეც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. მაგრამ ეს იყო ექსპერიმენტი, შევძლებდი თუ არა გამოსვლას როგორც პერფორმერი, რომელიც მიმაჩნია, რომ იდეალურად უხდებოდა თემატიკას. მოვსინჯე, იყო თუ არა ეს ის გარემო, სადაც შევძლებდი, რომ მეცხოვრა. ჩემმა მონაწილეობამ ბოლომდე დაამტკიცა, რომ ეს ილუზიები არის ჩემი, რაც იყო მთავარი ბიძგი. ამით არ იგულისხმება, რომ თემატიკის მიუხედავად, შემდგომ პერფომანსზეც ვიქნები. აღნიშნულ შემთხვევაში, ეს იყო ჩემი სახლი და თავს უფლება მივეცი, რომ გამოვსულიყავი როგორც ისტორიის ნაწილი.

– “Dom Moi Mili Dom” გადაწყვეტილია ღია, აქრომატულ ფერებში, თეთრისა და ნაცრისფრის ტონალობაში. ახალ კოლექციაზე ფიქრისას, მიმართავ თუ არა ტენდენციებს?

– არ გამითვალისწინებია და არ მიმიცია კონკრეტული ფერი ჩემი დიზაინერებისთვის, ერთად განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, თუ როგორი სახლი შეიძლებოდა ყოფილიყო. დავიწყეთ ინსპირაციებიდან, არტისტების სხვადასხვა ნაშრომიდან გავაკეთეთ მუდბორდი და იმის მიხედვით შევქმენით კოლექცია. ეს სახლი არის ერთობლივი ძალებით შექმნილი და წინასწარ ზუსტად ვერ განვსაზღვრავდით, როგორი გამოვიდოდი და სწორედ ესაა ინტრიგა. მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ამ სახლში იქნებოდა ჩემთვის მისაღები სულიერი გარემო და ყველაზე მეტად ეს მსიამოვნებდა.
_MG_9396

– რა სამომავლო გეგმები გაქვს და როგორი კონცეფციით განავითარებ ღია Keburia Gallery-ს.

– დაინტერესებული ვარ “მერსედესის ” მოდის კვირეულებში მონაწილეობაზე, რადგან ვთვლი, რომ არის დიდი საფეხური. მე ვქმნი უფრო კონცეპტუალურ არტპერფორმანსებს და ბევრ გალერეას აინტერესებს ჩემი ხედვა. ბევრ საინტერესო პროექტზე ვმუშაობ, რომლის პრეზენტაციაც მალე იქნება. მომავალს რაც შეეხება, არ ვიცი, სად ვიქნები ორი წლის შემდეგ. ჩემი მიზანია, გავაკეთო დიდი არტაუქციონი, სადაც ჩემი ყველა არტისტი წარმოდგენილი იქნება უამრავი კოლექციონერის, ბაერისა და ხელოვნების მოყვარულის წინაშე.

Text: Ivane Keshikashvili

Photo: Alina Usmanova
Designers: ANYA MOKHOVA, MARUSIA NUZAUVTSOVA, MUZARADI, LEATHER LIKE WOOD.