სალვატორე ფერაგამოს თანამედროვე და კლასიკურად მარადიული იმპერია

Salvatore_Ferragamo_logo

dl002616-6510_0x440მოდის მომავალი მაესტრო, სალვატორე ფერაგამო, 1898 წელს ღარიბი იტალიელების ოჯახში დაიბადა. ფეხსაცმელი მათ ოჯახში ფუფუნების საგანს წარმოადგენდა და მხოლოდ დღესასწაულებზე აცმევდნენ. პატარა ბიჭი, რომელიც თოთხმეტ შვილიან ოჯახში მეთერთმეტე იყო, ოცნებობდა მეწაღეობაზე და საკუთრი ხელით დამზადებულ ფეხსაცმელზე. 9 წლის ასაკში პატარა სალვატორემ შექმნა თავისი პირველი ფეხსაცმელი უმცროსი დისთვის და უკვე 11 წლისა შეგირდად ედგა ყველაზე ცნობილ ნეაპოლელ მეწაღეს. 15 წლისა კი  ძმასთან ერთად გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეხსაცმლის ფაბრიკაში სამუშაოდ, სადაც ათი წლის განმავლობაში, ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. ამის შემდეგ მუშაობა გააგრძელა კალიფორნიაში, ძმის პატარა ფეხსაცმლის მაღაზიაში. ფერაგამო ოცნებობდა, რომ შეექმნა არა მხოლოდ ლამაზი, არამედ მაქსიმალურად კომფორტული ფეხსაცმელი და თვლიდა, რომ ეს  მხოლოდ ხელით მუშაობისას მიიღწეოდა. იმისთვის რომ ფეხსაცმელი ექცია სრულყოფილებად, მან სწავლა განაგრძო ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტში ანატომიის, მათემატიკის, საინჟინრო საქმის მიმართულებით. მიღებული ცოდნა-გამოცდილება დაეხმარა იდეალური ყალიბისა და დეტალების შექმნაში, რომლებზეც გაცემული აქვს სამასზე მეტი პატენტი. ფეხსაცმელს ქმნიდა სხვადასხვა ცხოველის ტყავისგან და აფორმებდა ბუმბულით, თვლებით, მინით, ნიჟარებით.

5a051ba58f691296511235ferragamao_amo-ferragamo_andrew-min

ერთ დღესაც, ცნობილმა რეჟისორმა სესილ დე მილმა, თავისი ვესტერნისთვის ფერაგამოს დაუკვეთა 100 წყვილი კოვბოური ჩექმა. შეკვეთა ისე იყო შესრულებული, რომ ფილმისთვის საჭირო დანარჩენი ფეხსაცმელიც მას დაამზადებინეს. ჰოლივუდურმა წარმატებამაც არ დააყოვნა და იტალიელით დაინტერესდნენ რუდოლფო ვალენტინო, მერი პიკფორდი, გლორია სვენსონი და სხვა ცნობილი ადამიანები. სალვატორე იქცა ვარსკვლავურ მეწაღედ და 1923 წელს გადასახლდა ჰოლივუდში. მისი მომხმარებლების სიაში იყვნენ ჯინა ლოლობრიჯიდა, მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო, მერილინ მონრო, ოდრი ჰებპერნი, ჯუდი გარლანდი. სპეციალურად ენდი უორჰოლისთვის, შეიმუშავა მამაკაცის ფეხსაცმლის მოდელი. მაგრამ მის კარიერაში გადამწყვეტი 1927 წელს შესრულებული „მაჰარაჯას სტილით“ ცნობილი დაკვეთა იყო, რის შედეგადაც საკმაოდ დიდი ანაზღაურება მიიღო და 1928 წელს დაარსა ბრენდი Salvatore Ferragamo. 1950-იანი წლებისთვის მისი მაღაზიების ქსელი უკვე რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა.  1960 წელს 62 წლის ასაკში სალვატორე ფეარგამოს მოულოდნელად გარდაიცვალების შემდეგ, იმპერიას სათავეში მისი ქვრივი და მათი ექვსი შვილი ჩაუდგა.

P1230584-1000x734Desktop_Thumb_960x685-3

დღეს ბრენდი SALVATORE FERRAGAMO ქმნის არა მხოლოდ ფეხსაცმელს, არამედ ტანსაცმელს,  ჩანთებს, აქსესუარებს, საათებსა და რა თქმა უნდა, პარფიუმს ქალისა და მამაკაცისთვის. ბრენდის ეს ხაზი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის პრემიუმ კლასს განეკუთვნება და ძალიან დახვეწილია.

salvatore_ferragamo

Salvatore Ferragamo-ს 1960 წლიდან დღემდე 63 სუნამო აქვს წარმოებაში.  2018 წლის დასაწყისში გამოვა ახალი არომატი, სახელწოდებით AmoFerragamo, რომელიც ქალბატონებისთვის ცნობილმა პარფიუმერმა  Maria Salamagne-მა შავი მოცხარისა და ყვავილოვან ნოტებზე დაყრდნობით შექმნა.

მამაკაცის ხაზის ერთ-ერთი გამორჩეული სუნამოა  UOMO. ბრენდის განცხადებით, არომატი იტალიური ცხოვრების სტილის, მემკვიდრეობისა და ინოვაციის მატარებელია.მისი მთავარი  ინგრედიენტები შავი წიწაკა, ბერგამოტი და სანდალოსის ხეა. მამაკაცი, რომელიც ირჩევს აღნიშნულ სუნამოს, საუკეთესო გემოვნებით გამოირჩევა,  ელეგანტური და გაბედულია.

all_fragrances_UOMO_960x685_h

სწორედ ამ შეგრძნებებზე დაყრდნობით იქმნება ფერაგამოს ნებისმიერი პარფიუმი. მათი განცხადებით,  მთავარია არომატი იწვევდეს გრძნობებისა და ემოციების ზღვას, შესაძლებლობას, რომ იყო თანამედროვე და ამავდროულად, კლასიკურად მარადიული.

სუნამო წარმოდგენილია 30, 50 და 100 მილიგრამიან შეფუთვაში და მისი შეძენა შესაძლებელია კომპანია „ლუტეციას“  მაღაზიათა ქსელში.

This slideshow requires JavaScript.

 

Advertisements

Tom Ford-ის ქიმერული არომატები

tom-fordTom Ford საზოგადოებას ყოველთვის ანებივრებს ახალი, უცხო არომატებით. მისი ერთ-ერთი ბოლო სუნამო მამაკაცებისთვის Anthracite უკვე ხელმისაწვდომია კომპანია „ლუტეციას“ მაღაზიათა ქსელში. პარფიუმი ბოლო ერთეულია Noir-ის კოლექციიდან. Noir Anthracite  – ძალიან მამაკაცური და ძლიერი, ქიმერული არომატია, როგორც სინათლის ძალა,  მთვარის კაშკაშა ნათება წყვიადში.

 

ამ საოცრად მგრძნობიარე და  ღრმა არომატის შესაქმნელად დიზაინერი შთააგონა ანთრაციტმა,  საუკეთესო ხარისხის შავმა, პრიალა ქვანახშირმა, რომელზეც არეკლილი ასობით სხივი და მაგიურად მიმზიდველი თვისებები, გულგრილს არ ტოვებს  სუსტი სქესის არცერთ წარმომადგენელს.

tom-ford-anthracite-5-the-accords-300x300                  tom-ford-anthracite-2-the-accords-300x300

არომატი იხსნება ბერგამოტისა და ჩინური წიწაკის სურნელოვანი ნოტებით. მათი სინთეზი თბილ ჯინჯერთან ქმნის მომაჯადოვებელ ანტითეზს. არომატის ბრწყინვალე და მდიდრულ გულს წარმოადგენს ყვავილოვანი და აღმოსავლური ნოტები, ტუბეროზა და არაბული ჟასმინი.  ბუნების სიწმინდისა და სისუფთავის სიმბოლო, ტენიანი მწვანე ჰალბანუმის არომატი,  თითქოს იბადება სავსემთვარეობის დროს დაწყებული მედიტაციისას.   ფაჩულის ნოტები  ერთიანობაში კრავს ყველა მერქნოვან აკორდს. საოცრად მდგრად შლეიფს ქმნის ინდონეზიური აბანოზი, დახვეწილი კედარისა და სანდალოსის ხე კი მატებს ტექსტურას სითბოს. ღამის ბნელ, მძვინვარე და მღელვარე ტალღებს ფარავს არომატის ზედა ნოტების ბრწყინვალება.

tom-ford-anthracite-main-the-accords-1024x683

main-qimg-8ec3a1aaa10c140d52c010b8f2a3e85aტომ ფორდს 2006 წლიდან დღემდე 74 სუნამო აქვს გამოშვებული რამდენიმე კოლექციის ფარგლებში. მისი ერთ-ერთ ბესტსელერი სუნამოა Black Orchid, რომელიც მანდილოსნებისთვის 2006 წელს შეიქმნა. პარფიუმი ნაერთია ფრანგული ჟასმინის, შავი შოკოლადის, ვანილისა და უამრავი მერქნოვანი ნოტებისა. Tom Ford-ს სუნამოების ნაწილი წარმოებული აქვს ლიმიტური სერიით ან ერთდღიანი გაყიდვის უფლებით. მაგალითად პარფიუმი Fucking Fabulous შვიდ სექტემბერს გაიყიდა მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე წერტილში. ტომ ფორდთან ერთად სუნამოს შექმნაზე უმუშავიათ ისეთ ცნობილ პარფიუმერებს, როგორებიც არიან Yves Cassar, Givaudan, David Apel და სხვა.

 

This slideshow requires JavaScript.

 

 

MISSONI – სურნელი თავდაჯერებული ქალისთვის

სპეციფიკური ყვავილოვანი პრინტებითა და ტონალობებით ცნობილმა იტალიურმა ბრენდმა MISSONI,  თაყვანისმცემელ მანდილოსნებს წარუდგინა საკუთარი სახელწოდებისვე ახალი სუნამო. ახალი არომატის შექმნა მისონის კრეატიულმა დირექტორმა ანჟელა მისონიმ, რომლის ჩანაფიქრიც  მსუბუქი, მაგრამ მაცდუნებელი არომატის შექმნა იყო, ახალგაზრდა და თამამ პარფიუმერს, კვენტინ ბიშოს ანდო.

EDP

ახალი ყვავილოვან-ხილოვანი არომატი, მსუბუქი მერქნოვანი ტონალობებით შექმნილია თანამედროვე და თავდაჯერებული ქალისთვის, რომელსაც აღნიშნული სურნელი, ტანზე ნაზად მომდგარი ფერადოვანი კაბის მსგავსად, მეტად მაცდუნებელს და ყველასთვის შესამჩნევს ხდის. სუნამოს მკაფიო ტემპერამანტს და მსუბუქ სინაზეს ხაზს უსვამს ცისარტყელასავით გარდამავალი და ფერადოვანი ფლაკონი, რომელიც სრულყოფილად გამოხატავს მისონის იტალიური სახლის ესთეტიკას. რეკლამის ავტორი კი თვით ოსკაროსანი რეჟისორი პაოლო სორენტინოა, მთავარ როლში კი მოდელი – ელისა სედნაუი.

Missoni-fragrance

სურნელს ხსნის ბერგამოტით, ლიმონითა და ციტრონით გაჯერებული იტალიური ციტრუსოვანი ტრიო,  გრძელდება მსუბუქი მსხლით, რასაც მოსდევს ჟასმინის, მოდური პეტალიისა და მაჰონიის ყვავილოვანი ნოტები, რომელიც სუმანოს ერთგვარ ეგზოტიკურ არომატს ანიჭებს.

იზია – სისლეის არისტოკრატული ამბიცია

1995 წლიდან დღემდე პარფიუმერული კომპანია  „ისი პარი“ გვამდიდრებს და გვანებრივებს სხვადასხვა უახლესი სურნელით. რამდენიმე დღის წინ, „ისი პარი“-მ, ქართული პრესის წარმომადგენლებისთვის ორგანიზებულ მორიგ შეხვედრაზე, Sisley-სთვის ჩვეული არისტოკრატული დინასტიის ამბიციით შექმნილი, სრულიად ფანტასტიური და ამაღელვებელი ახალი სუნამო Izia წარმოგვიდგინა.

akpa20170119_sisley_pp_14786ყველაფერი კი დაიწყო მდინარე ლუარას ხეობაში, საგვარეულო სასახლის  ბაღში სეირნობისას. ახალი არომატის შესაქმნელად, იზაბელ დ`ორნანოს შთაგონებად იქცა უნიკალური ვარდები, რომლებიც მხოლოდ მაისის ბოლოს, ორი კვირის განმავლობაში ყვავილობენ და  ქარისაგან დაცულები მაღალი ხეების ჩრდილქვეშ, სრულ ჭკნობამდე არ კარგავენ თავდაპირველ თავბრუდამხვევ სურნელს.

პარფიუმერმა ამანდინ კლერკ-მარიმ, რომელსაც მიმართა იზაბელ  დ`ორნანომ, არითმეტიკული სიზუსტით გადმოგვცა ახლადმოკრეფილი ვარდების არომატი, რაც სუნამო იზიას ნაზი და ამავდროულად თამამი სურნელის ძირითადი ნოტია, მაგრამ არა ერთადერთი; თეთრი კალაბრიული ბერგამოტისა და ფრეზიას სისუფთავე და გამჭირვალობა ხაზგასმულია ალდეჰიდით, ვარდისფერ წიწაკას ენაცვლება ლიმონი და მოტკბო მსხალი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მთლიანად შევიგრძნოთ ვარდის შუაგულის სურნელი. ძირითად გამას განასხვავებს და ერთგვარ კონტრასტს ქმნის ჟასმინი, პიონი და ლილია, რომელიც თითქოს გვიზიდავს ბაღში მოგზაურობის გასაგრძელებლად. ანგელოზა კომბინირებული კედრთან და მუშკთან, ქმნის იდეალურ ბაზას ამბრას მგრძნობიარე ნოტებისთვის. ამ ნოტების ერთობლიობით, სუნამო არა მხოლოდ ვინტაჟურია, რაც ძირითადად ახასიათებს ვარდის არომატს, არამედ აბსოლუტურად თანამედროვე და აქტუალური.

arton3508

იზიას ჰაეროვანი და თბილი ნოტები მოთავსებულია ფლაკონში, რომლის დიზაინზე იზრუნა პოლონელამ მოქანდაკემ ბრონისლავ კშიშტოფმა, ხოლო ვიზუალურად წარმოადგინა ინგლისელმა დიზაინერმა კვენთინ ჯონსმა. მისი ასიმეტრიული ფორმა ვარდის ფურცლის იდენტურია და მინაზეც, კოკორის მსგავსად, სხვადასხვა ტონალობები იკვეთება.

სუნამოს დასახელებაც პირადულია. იზია, ასე ეძახდნენ პატარა იზაბელ დ`ორნანოს და დღესაც, ყველა წერილს, რომლის ადრესატებიც არიან ოჯახის წევრები, ხელს აწერს ამ სახელით. მაგრამ პირადი მხოლოდ ისტორია და სახელი არაა. სისლეიმ დაარღვია მრავალწლიანი ტრადიცია, თავის ქმნილებას რეალური ქალის სახე მიანიჭა და წარმოგვიდგა მათი ოჯახის ერთ-ერთი წევრის, მშვენიერი სონიას სახით.

940x626_1_393df99d4f1b64b3ba6da05e2685932d940x626_0xc0a839a4_14576509281485954108

დ`ორნანოების საგვარეულო ბრენდი Sisley ახლახანს ორმოცი წლის შესრულდა. ის მთელ მსოფლიშო გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი პარფიუმერული ნიშაა. მათი ლოგო – გვირგვინი, არა მხოლოდ გვარის წარმომავლობას, არამედ ბრენდისა და პროდუქციის არისტოკრატულ ღირსებასა და გამორჩეულობას უსვამს ხაზს. ბრენდმა ამ მოზრდილი ახალგაზრდის საინტერესო ასაკში წარმოგვიდგინა იზია, რომელიც გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში, იყიდება რეკორდული რაოდენობით და უკვე ხელმისაწვდომია „ისი პარი“-ს მაღაზიათა ქსელში.